ყველა

შარშანდელ წილხვდომილობას – აწ უკვე საერო კანონმდებლობით განმტკიცებულს – ისტორიულ სომხეთში, ქალაქ ყარსთან შევხვდით. არა, ყარსის (ჩვენებურად, კარის) მონახულებას არ ვაპირებდით, მაგრამ კოლადან ჩრდილის ციხისკენ მიმავალმა მიკროავტობუსმა არასწორ ადგილას გადაუხვია და მხოლოდ სომხეთის ზეგნის უცხო, კუშტმა პეიზაჟმა მიგვახვედრა, რომ გზა აგვრეოდა და საქართველოში აღარ ვიყავით.

სალომე გორგოძე

საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა „მსოფლიო განათლების კვირეულის“ მონაწილე გახდა. ის ერთ-ერთი იქნება მსოფლიოს 100 სკოლას შორის, რომლებიც 5-9 ოქტომბერს გამართულ ონლაინკონფერენციაზე საკუთარ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას საერთაშორისო აუდიტორიას გაუზიარებენ.

დავით ბუხრიკიძე

გამოხდა ხანი და ზედაგვიანებით, 2022 წლის დეკემბერში, ქოცურ-ტროლურმა მედიამ „მიაკვლია“ სპექტაკლის ჩანაწერს - ვიდეოს, სადაც კახა კინწურაშვილისა და თორნიკე გოგრიჭიანის გმირები ერთმანეთს კოცნიან. დაურთო მას ამაზრზენი, ფსევდომორალური კომენტარები, რასაც სინამდვილეში, სრულიად მიზანმიმართული ჰომოფობიური და პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა. 

სალომე გორგოძე

რა სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენები? რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ და რა ბერკეტები რჩებათ ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, რომლებიც პროცესს ადვოკატირებას უწევენ? „პუბლიკა“ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პროექტების ხელმძღვანელს, ნანა გოჩიაშვილს ესაუბრა.

პუბლიკა

2020 წლის დასაწყისში ჩემ გარშემო მცხოვრები ქალებისგან ინტერვიუების აღება დავიწყე. მაინტერესებდა, გამეგო და გამომეკვლია როგორი ურთიერთობა და დამოკიდებულება ჰქონდათ ქალებს საკუთარ სხეულთან. ინტერვიუების პროცესი ძალიან გულახდილი და საინტერესო აღმოჩნდა, მივაგენი გამოცდილებებს, რომლებიც ქალებს, ჩვენი გენდერული ნიშნიდან გამომდინარე, ბავშვობიდან გვაერთიანებს.

თათია ხალიანი

„ბოლოს უკვე რობოტი ვიყავი - მივდიოდი ღამე, მოვდიოდი ღამე, დღის შუქს ვეღარ ვხედავდი. გაუსაძლისი პირობები იყო ჩემთვის, 4 წელი ვიმუშავე და ფიზიკურად უკვე აღარ შემეძლო ამდენი შრომა, უბრალოდ არ შემეძლო... ისე დამისუსტდა მთელი ორგანიზმი. ბოლო დღემდე 550 ლარი მქონდა ხელფასი. ამას ემატებოდა მუდმივი დამცირება და შეურაცხყოფა“.

პუბლიკა

მედიიდან ალბათ ხშირად გაგიგონიათ, რომ საქართველოს მთავრობამ წამლებზე რეფერენტული ფასი განსაზღვრა; რომ რეფერენტული ფასი მოქმედებს 3 200 დასახელების მედიკამენტზე. ვეცდებით, სტატიაში ვუპასუხოთ ხშირად დასმულ შეკითხვებს; პოპულარულ ენაზე განვმარტოთ, რა არის რეფერენტული ფასი და რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, როდესაც აფთიაქის კარს შევაღებთ

ლიკა ზაკაშვილი

საქართველოში ერთ–ერთ მძიმე გამოწვევად რჩება ბავშვთა სიღარიბე. წლების განმავლობაში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ ბავშვთა სიღარიბე უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ქვეყნისთვის. სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები წლიდან წლამდე რთულად აღწევენ თავს ამ ვითარებას და სხვა ჯგუფებთან შედარებით უფრო რთულად გამოდიან ამ მდგომარეობიდან.

სალომე გორგოძე

ანა თავხელიძემ 2018 წლის ივლისში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებით, სამაგისტრო ნაშრომი დაიცვა. თემა ქართულ სისხლის სამართალში აუცილებელი მოგერიების გენდერულ ანალიზს შეეხებოდა. როგორც ანა გვიყვება, თემის შინაარსიდან გამომდინარე მოლოდინი ჰქონდა, რომ კომისიის წევრებთან ექნებოდა ცხარე, ჯანსაღი დისკუსია, თუმცა, როგორც ამბობს, ამის ნაცვლად კომისიის წევრების მხრიდან პირადი შეურაცხყოფა მოისმინა.

ქეთი გოგუაძე

„სიკვდილის შემდეგ დედას უნდოდა კრემაცია და ჩვენ ეს სურვილი შევუსრულეთ, თუმცა საზღვარგარეთ“ - საქართველოში კრემაციის სერვისის მიღება შეუძლებელია

ჯოყოლოს - ხეობის ერთ-ერთ სოფელს რამდენიმე კვირის წინ ვესტუმრეთ, როცა ჯერ კიდევ თოვლი იდო. რა მოხდა? რატომ? რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება? – ამ კითხვებს პანკისში აქტუალობა ერთი წლის შემდეგაც არ დაუკარგავს. რესპონდენტები გველაპარაკებიან გულღიად. მათ ხმაში ცხადად იგრძნობა წყენა და ბრაზი...

პუბლიკა

ჩვენი ბრძოლა არ მთავრდება იქ, სადაც მიღწეულია გენდერული თანასწორობა, რადგან ის სისტემა, რომელშიც ვცდილობთ გათანასწორებას, თავად ჩვენს სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თუნდაც იმიტომ, რომ იგი პლანეტის განადგურებაზეა დაფუძნებული. ჩვენი ბრძოლა არის პირველ რიგში აქ და ახლა, მაგრამ ასევე უნდა იყოს მიმართული მომავლისკენ. ის გრძელვადიანია, ამიტომ მუდამ უნდა ვეძიოთ ალტერნატიული აზრი, ვიკვლიოთ წარსული და გავითვალისწინოთ სხვადასხვა ისტორიული კონტექსტი. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ჩემი პოდკასტების ციკლი.