საზოგადოება
- ყველა
- COVID-19
- COVID-19 და დასაქმებულები
- COVID-19 და საზოგადოებრივი ინიციატივები
- ადამიანის უფლებები
- არჩევნები 2020
- არჩევნები 2024
- ბიზნესი
- განათლება
- გარემო
- გართობა
- ევროკავშირი საქართველოსთვის
- ეკონომიკა
- თვალსაზრისი
- ინტერვიუ
- ისტორიის მცველები
- კინო
- კრიმინალი
- კულტურა
- კულტურის რუბრიკის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
- ლიტერატურა
- ლიტერატურული რუბრიკის მხარდამჭერია „საბა"
- მედია
- მეცნიერება
- პარტნიორის კონტენტი
- პოლიტიკა
- რეგიონი
- რელიგია
- რეპორტაჟი
- რეცენზია
- რუსეთის ომი უკრაინაში
- საზოგადეობა
- საზოგადოება
- სათემო უსაფრთხოება
- სამართალი
- სპორტი
- ურთიერთობები
- უცხოეთი
- ქალაქი
- ღვინო
- ჯანდაცვა
ბოლო წლებია, ყოველ 25 იანვარს, ზამთრის თოვლისა თუ სუსხის მიუხედავად, უამრავი ადამიანი დადის ჩარგალში. ამ დღეს პატივს მიაგებენ თავისუფლებისთვის მებრძოლი პოეტის - მიხა ხელაშვილის ხსოვნას. ის ჩარგლის სასაფლაოზე, ტაძრის გვერდით არის დაკრძალული.
საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინების მაჩვენებელი წლების განმავლობაში უცვლელია. ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტივობის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის შედეგების მიხედვით ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში ადრეულ ასაკში დაქორწინებულ ქალთა მაჩვენებელი (მათგან, ვინც ოდესმე ყოფილა ქორწინებაში) ცდომილების ზღვარის ფარგლებს მიღმა არ შეცვლილა.
„ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში: არსებული გამოწვევებისა და ბარიერების შესწავლა“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მიმდინარე წელს „ადიქციის კვლევების ინსტიტუტმა“ და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრმა, „ალტერნატივა ჯორჯიამ“ ჩაატარეს.
საქართველოში ერთ–ერთ მძიმე გამოწვევად რჩება ბავშვთა სიღარიბე. წლების განმავლობაში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ ბავშვთა სიღარიბე უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ქვეყნისთვის. სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები წლიდან წლამდე რთულად აღწევენ თავს ამ ვითარებას და სხვა ჯგუფებთან შედარებით უფრო რთულად გამოდიან ამ მდგომარეობიდან.
სამოქალაქო სექტორის, დარგის სპეციალისტების, რეფორმაზე მომუშავე ჯგუფების განწყობების საფუძველზე, ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა და ზოგადად, დაპირებების შეუსრულებლობის მაგალითების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რაიმე დადებითი გადაწყვეტილების იმედი ამოიწურა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციისკენ მიმართულმა კანონპროექტებმა, კანონის სტატუსი უკვე მერამდენე ჯერია, ვერ მოიპოვა.
სექსუალური შევიწროების პირველი და ჯერჯერობით ბოლო საქმე, რომელზეც სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, თათია სამხარაძის საქმეა. 2016 წელს მან ღიად ისაუბრა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ და სასამართლო დავა დაიწყო. ამას მოჰყვა სხვა გახმაურებული საქმეებიც და #Metoo კამპანია, რომელმაც კარგად აჩვენა, როგორც პრობლემის მასშტაბი, ასევე საკანონმდებლო რეგულაციის საჭიროება. კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროების განმარტება 2019 წლის მაისიდან გაჩნდა.
ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაზე საუბარი საქართველოში წლების წინ დაიწყო. დღეს უკვე არსებობს სახელმწიფო პროგრამა და ბენეფიციარები, რომლებიც პროგრამით განსაზღვრულ სერვისს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში იღებენ. რჩება გამოწვევები - გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და ხარისხის კონტროლი ნაწილში. ამ და სხვა საკითხებზე „პუბლიკა“ „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ ჯანდაცვის პროგრამების მენეჯერს ირმა ხაბაზს ესაუბრა. „ფონდი ღია საზოგადოება“ 2011 წლიდან უჭერს მხარს საქართველოში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამას და მის განვითარებას.
საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სათემო სერვისების განვითარებაზე საუბარი დეისტიტუციონალიზაციის რეფორმის პარალელურად დაიწყო.
პროგრამის მოდული, მოზარდებისთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მიმართული იქნება აზარტული თამაშებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თავიდან არიდებაზე
2005 წელს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ქეთი მახარაშვილის მიერ წარდგენილ კანონპროექტს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ პროტესტი მოჰყვა, რომელიც შემდეგ ხმაურიან განხილვაში გადაიზარდა. პარლამენტარები ამბობდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას არ სჭირდებოდა და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ემსჯელათ.