ყველა

პუბლიკა

პოსტსაბჭოთა საქართველოში საბჭოთა იდეოლოგია დომინანტმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჩაანაცვლა. გაძლიერდა ეთნო-ნაციონალისტური ტენდენციები. ამას, ცხადია, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობაზე დადებითად არ უმოქმედია. საზოგადოებაში არატრადიციული სექსუალური იდენტობების აღქმა კი საბჭოთა სტერეოტიპების დონეზე დარჩა. 

ლიკა ზაკაშვილი

მისი თქმით, უნდა შეიცვალოს მასწავლებელთა პროფესიული მომზადების პროგრამებზე მიღების წესებიც, რადგან განათლების პროგრამებზე, სამწუხაროდ, ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე დაბალი შედეგების მქონე აბიტურიენტები აბარებენ.

დავით ბუხრიკიძე

წინანდლის მეხუთე, ასე ვთქვათ, მსუბუქად საიუბილეო ფესტივალს შთამბეჭდავი და მძიმეწონიანი ფინალი ჰქონდა - მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე საუკეთესო მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა პან-კავკასიურ ორკესტრთან ერთად, ბეთჰოვენის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები, სავიოლინო კონცერტი შეასრულა.

პუბლიკა

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ანდრია ფარცხალაძე ააიპ „კონსერვატორთა კავშირის" დამფუძნებელია. ანდრია ფარცხალაძე ასევე დაკავშირებულია ორგანიზაციასთან - „სოლიდარობა მშვიდობისთვის“. „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავის სტრატეგიაში საგარეო პოლიტიკის შესახებ წერს, რომ მათი მიზანია საქართველო გახდეს სამხედრო ნეიტრალური ქვეყანა. „სამხედრო ნეიტრალიტეტის გარანტად მივიჩნევთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ აქტორებს“

ნინო ჩიმაკაძე

„დილის 8-იდან ვიწყებდით მუშაობას, რადგან, სანამ მოვაწესრიგებდით ყველაფერს, 1 საათი გვჭირდებოდა. 9 საათიდან ვიხსნებოდით და გვიან საღამომდე ვმუშაობდით, მერე ისევ ჩვენ ვალაგებდით იქაურობას. თან სულ ფეხზე უნდა ვმდგარიყავით და მომღიმარი სახე გვქონოდა. დაჯდომის უფლება მხოლოდ შესვენების დროს გვქონდა".

ლიკა ზაკაშვილი

ბოლო წლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის კრიტიკა მატულობს. პედაგოგები ამბობენ, რომ აქტივობებს, რომელთაც სქემის მოთხოვნების დასაძლევად ასრულებენ, ხშირად ფორმალური ხასიათი აქვს. კრიტიკა შეეხება მასწავლებლების სხვადასხვა კატეგორიად დაყოფის საკითხს და იმ აქტივობებს, რომელთა შესრულებაც სტატუსის ასამაღლებლად სჭირდებათ. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ტრენინგები. მასწავლებლები წუხან სავალდებულო ტრენინგების გამო, რომლებიც ხშირად არასამუშაო დღეებში ან შვებულების პერიოდში იმართება.

პუბლიკა

სააგენტომ ნებართვების განსახილველად დადგენილი ყველა ვადა დაარღვია და არქეოლოგთა არაერთი ოფიციალური წერილის მიუხედავად, ნებართვის მოწმობებს არ გასცემს. არქეოლოგები ამბობენ, რომ ირღვევა მათი შრომითი უფლებები და საქმე გვაქვს დევნასთან, რომლის უკან მინისტრი წულუკიანი დგას.

სალომე გორგოძე

ცენტრის ბენეფიციართა მშობლები აცხადებენ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია  მათი შვილების სხვადასხვა ლიცენზირებულ ცენტრში გადანაწილება და მოითხოვენ, ცენტრისთვის ალტერნატიული ფართი C კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოინახოს.

პუბლიკა

ამას წინათ ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ ტანია მალიარჩუკმა ინგებორგ ბახმანის სახელობის კონკურსის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა. მან თავის თავს „გატეხილი ავტორი, ყოფილი ავტორი“ უწოდა, „ავტორი, რომელმაც ენა დაკარგა". შემდეგ კი დაამატა: „მე შიში გამიჩნდა ენის მიმართ, რომელსაც შეუძლია მილიონობით ადამიანი, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქე, დაარწმუნოს, რომ ადამიანების ხოცვა სამართლიანი საქმეა".

დეა ღირდალაძე

„ეს არის პირველი გამარჯვება, რაც მომავალში სხვა გამარჯვებების იმედს აჩენს. გარდა ამისა, ის, რომ ეროვნულმა ბანკმა მოქალაქის სესხის განულება სამართლიანად მიიჩნია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ლიბერთი ბანკის” მიერ სესხებზე თვითნებურად გაზრდილი ვადა არაკანონიერი გადაწყვეტილება იყო"

ნათია ამირანაშვილი

წამალი არ არის ფუფუნების საგანი. ის არის ჯანმრთელობის პირობა და წამალზე ხელმისაწვდომობა ადამიანის კანონით განსაზღვრული უფლებაა. როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ფარმა სექტორი ოლიგოპოლიურია; კონკურენცია არ არსებობს; რეგულაციები ჯერ კიდევ სუსტია; სახელმწიფო ვერ იცავს მოსახლეობას ბიზნესის ინტერესისგან

დავით ბუხრიკიძე

შემსრულებელთა სია ცხადია, უსასრულოა და მხოლოდ პიანისტებს არ  გულისხმობს. თუმცა ამჯერად ჩვენი თხრობა ახალი, ასე ვთქვათ, ჯენზის თაობის ქართველ პიანისტს - გიორგი გიგაშვილს ეხება, რომელიც დაკვრის არაორდინარული მანერით, თითქმის თავნება ჯაზური ინტერპრეტაციებით და კლასიკური კლიშეებისგან სრულიად თავისუფალი შესრულებითა და აზროვნებით  გამოირჩევა.