ყველა

პუბლიკა

ეს სტატია ციხეში დაწერა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ულვია ალიმ (გულიევა). ალი 2025 წლის 6 მაისს დააკავეს, როგორც ეჭვმიტანილი დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედია „მეიდან ტვ-ის“ (Meydan TV) წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში, რომელთან თანამშრომლობასაც იგი უარყოფს.

პუბლიკა

ირანელი აქტივისტი ჰადი როსთამი, რომლის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, „პუბლიკას“ უყვება, რომ საქართველო-სომხეთის საზღვარზე მოტყუებით გადაიყვანეს, რის შემდეგაც ქვეყანაში აღარ შემოუშვეს.

ნინო კიკვაძე

საქართველოში დიუშენის სინდრომის მქონე 100-მდე ბავშვია, მათ მშობლებს კი უკვე ორი წელია, სახელმწიფო სხვადასხვა არგუმენტით არ უკმაყოფილებს მოთხოვნას, შემოიტანოს და დააფინანსოს FDA-ის მიერ დამტკიცებული ოთხი ტიპის მედიკამენტი - ჯივინოსტატი (სავაჭრო სახელით Duvyzat); ვამოროლონი (სავაჭრო სახელით Agamree); exon-skipping თერაპიები (Exondys 51, Vyondys 53, Amondys 45) და ელევიდისი (გენური თერაპია).

პუბლიკა

2026 წლის 7 ივნისს სომხეთში თითქმის 2.5 მილიონი მოქალაქე აირჩევს პარტიას, რომელმაც ქვეყანა უნდა მართოს. ისინი არჩევანს გააკეთებენ 18 პარტიასა და ალიანსს შორის, რომლებიც პარლამენტში ადგილებისთვის იბრძვიან. ეს იქნება პირველი გეგმიური (და არა რიგგარეშე) საპარლამენტო კენჭისყრა 2017 წლის შემდეგ. 

პუბლიკა

ჭიათურას არასდროს უცხოვრია პრობლემების გარეშე. გაფიცვა, პროტესტი, გლოვა დაღუპული მაღაროელებისა და წუხილი ეკოლოგიაზე აქ არასდროს დასრულებულა. მმართველობის ოცი წლის თავზე მადნის მომპოვებელმა კომპანიამ რეორგანიზაციის სახელით, მინიმუმ, 1500 ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან, პროტესტის მონაწილე ოთხი ადამიანი კი ციხეშია. ამ პირობებში, ჭიათურა იმაზე მეტ გაჭირვებაში აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

პუბლიკა

სომხეთში ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის პირველი კვირის მიწურულს დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა ხმების მოსყიდვის ბრალდებით დაწყებულმა ახალმა სისხლის სამართლის საქმეებმა და შეურაცხმყოფელმა პოლიტიკურმა რიტორიკამ, მათ შორის კანდიდატების საზღვარგარეთიდან მართვის თაობაზე.

თეო ხატიაშვილი

ფილმი მრავალფიგურიანი კომპოზიციასავით არის აგებული, თუმცა მაინც იკვეთება ამ უკანასკნელის ცენტრალური ხაზი. ის ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც შეიძლება სკოლაში „ალუდა ქეთელაურიც“ კი არ უსწავლია, მაგრამ სოციუმმა და კულტურამ ზუსტად ასწავლა ერთი რამ - თუ თვითონ არ იძალადებს, მასზე იძალადებენ. ამიტომ უნდა იყოს ძლიერი, უხეში, ცინიკური. და აი, ნიკას ამ მარტივ, მაგრამ მყარ „ფილოსოფიურ კონსტრუქციაში“ უცებ შემოიჭრება და სრულ დისონანსს შემოიტანს ვაჟა-ფშაველა, რომელიც დააფიქრებს ნიკას, რომ ვაჟკაცობა/კაცობა, შესაძლოა, სრულიად სხვა რაღაც იყოს.

პუბლიკა

მოსკოვმა აღშფოთება გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე გაკეთებული განცხადებების გამო, რასაც ფონად სდევს სომხეთსა და რუსეთს შორის განახლებული დიპლომატიური დაძაბულობა.