ყველა

გრიგოლ გეგელია

დავიწყოთ იმით, რომ დღემდე გაუგებრად რჩება პრეზიდენტის აღტაცებით აღსავსე მისალოცი, ისევე როგორც მისი მადლიერება ყარაბაღის შეთანხმების ფასილიტატორის, ანუ რუსეთის მიმართ, რომელიც “ნეიტრალური არბიტრის” ფორმატში კურირებდა შეთანხმების მიღწევას.

„გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, - ამ სიტყვების ავტორი დეპუტატი და ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძეა, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. „იბერიის“ ყოფილმა ჟურნალისტებმა პოლიტიკოსის ამ საფიქრალს გამოსავალი მოუძებნეს და სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ყოფილ დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება და კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია გადაუხადოს.

ეკა მაღალდაძე

განმარტებების ნაკლებობის თუ კოდური სახელების შეძლებისდაგვარად გასაიდუმლოების სურვილის გამო ამერიკის პირველი პირებისა და მათი ოჯახის წევრების მეტსახელები კვლავ ბევრს უტოვებს ინტერპრეტაციის საფუძველს.

სალომე გორგოძე

მშობლები მოითხოვენ, მთავრობამ წარმოადგინოს თანმიმდევრული გეგმა, რომელიც მაქსიმალურად მოემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, გაითვალისწინებს მშობლებისა და პედაგოგების მდგომარეობას და არ დატოვებს განათლების, ზრუნვისა და განვითარების სერვისების მიღმა მათ შვილებს.

დავით ბუხრიკიძე

მოხდა ის, რაც ბერლინის კინოფესტივალის დირექციისა და ორგანიზატორების დიდი მონდომების მიუხედავად, მაინც მოსალოდნელი იყო: 71-ე კინოფესტივალის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, 20 იანვარს პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს, რომ ფესტივალი დაგეგმილი ფორმატით აღარ გაიმართება.

ქრისტინე მუჯირი

2159 კვ.მ ფართობის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 01.15.05.004.101) შპს „ვერარეზიდენს“ ეკუთვნის. კომპანიის 100%-ს  გიორგი ქორიძე ფლობს, ხოლო კომპანიის დირექტორი როლანდ სანდაძეა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით გიორგი ქორიძე 20-მდე კომპანიის მეწილეა.

გიორგი ლობჟანიძე

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის რომანი კი ძალიან მომწონს, მაგრამ თავი გამოვიჭირე იმაში, რომ მეც კი, ადამიანი, რომელსაც მთელი არსებით სძაგს რასობრივი დისკრიმინაცია, წიგნს მთლად თეთრკანიანი სემი ბიძიას თვალით თუ არა, მაინც ერთგვარი ქედმაღლური შეღავათით ვკითხულობდი.

თენგიზ ვერულავა

იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღონისძიებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, თავისი მნიშვნელობით იგი სუფთა წყლის შემდეგ მეორე ადგილზეა. იმუნიზაციის შედეგად, ყოველწლიურად, სავარაუდოდ, 2.5 მილიონ ადამიანზე მეტი გადარჩება სიკვდილისაგან, რაც ამცირებს კონკრეტული დაავადების მკურნალობის ხარჯს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდებოდა. რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო 2008 წლის ომზე? რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს გადაწყვეტილება და რა არის შემდეგი ეტაპი.

ზურა ვარდიაშვილი

მე ხომ სამი თვის განმავლობაში დღეში 5-ჯერ ვამბობ, რომ პარლამენტში არ შევდივარ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე და ამ დროს ისევ ჩემი აზელვა ალეკო ელისაშვილთან, რომელიც შევა პარლამენტში და მე არ შევალ. ეს იცის ქართულმა მედიამაც და ამას აკეთებენ შეგნებულად, არ გავაკრიტიკო? უნდა ვიყო გულწრფელი, თუ მედიას კოჭი გავუგორო. ჩვენ გულწრფელები ვართ.

დავით ბუხრიკიძე

რეზო გაბრიაძე ყოველგვარი პათეტიკის გარეშე საუბრობს თითქმის ყველაფერზე: სიყვარულზე, პატივისცემაზე, მონანიებაზე, პატიებაზე, სევდაზე, მიუწვდომელ თუ მიუღწეველ ოცნებებზე… ამ ყველაფრის გარეშე ხომ ცხოვრება არაფერს ნიშნავს. და კიდევ, გაგვიმხელს, რამდენი სიღრმე და შეუმჩნეველი სილამაზეა ცხოვრებისეულ წვრილმანებში; პროზაში, რომელსაც ყოველდღიურად გადავაბიჯებთ და რომლის პოეზიასაც ვერასდროს ვამჩნევთ!

ნინო ძანძავა

„ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ – ასე ჰქვია ალექსანდრე კობერიძის პირველ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომელიც 2017 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გერმანელ კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზით დაჯილდოვდა. მობილური ტელეფონით გადაღებული 202-წუთიანი ფილმი არ ჰგავს არც ერთ ქართულ ფილმს, თუმცა ქართული კინოს ისტორიას ნამდვილად ატარებს.