ყველა

თორნიკე შარაშენიძე

ახსოვს რა კარგად საბჭოთა კავშირის დაშლის ამბავი, პუტინი მეტად მძიმედ რეაგირებს რეჟიმის შერყევის ყველა შესაძლო ნიშანზე. ნავალნის მოწამვლა დროში ძალიან დაემთხვა ბელორუსიაში საპროტესტო გამოსვლებს და ასევე თავად რუსეთში, კონკრეტულად კი ხაბაროვსკში, უჩვეულო მასშტაბის დემონსტრაციებს.

პუბლიკა

„ჩვენი რეკომენდაციაა, შეიქმნას მულტისექტორალური ჯგუფი, რომელიც ამ გეგმის განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი. რომელშიც ჩართული იქნება დაავადებათა კონტროლიც და სხვა უწყებებიც და ერთი წელი ინფუნქციონირებს, რომლის ერთადერთი ამოცანა იქნება ამ გეგმის აღსრულებაზე მონიტორინგი. ასეთი ტიტანური ძალისხმევა, რაც ამ საქმეს სჭირდება, საჭიროებს მიზნობრივ სტრუქტურას“, – ამბობს კაკი ზოიძე.

გიორგი ლობჟანიძე

ამ დღეებში ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე თინა ჭილაძის წიგნი „ თამაზთან და ოთართან ერთად“, რომლის ავტორიც თავისი დიდი ძმების, მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ორი უბრწყინვალესი წარმომადგენილის თამაზ და ოთარ ჭილაძეების შესახებ მოგვითხრობს.

მალხაზ ხარბედია

ყველასთვის ძალიან ნაცნობ თემაზე ვაპირებ წერას. მწერლის “მე”–ზე, და მის ერთ–ერთ უმთავრეს და უცნაურ გამოხატულებაზე, ავტობიოგრაფიაზე. არამხოლოდ დაწერილზე ან დაბეჭდილზე, არამედ ზეპირ ავტობიოგრაფიაზეც, ქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე, რომელიც ამ ავტობიოგრაფიას ქმნიან.

2019 წელი გარკვეული თვალსაზრისით ქართული ქვიარ კინოსთვის თვითგამორკვევის ახალ ფაზადაც შეიძლება მივიჩნიოთ. მაყურებელმა ქართულ კინოთეატრებში სამი ისეთი ფილმი იხილა, რომელშიც ცენტრალური ჰომოსექსუალური ურთიერთობაა.

მანანა ქოჩლაძე

2020 წლის გაზაფხულზე თბილისელებმა აღმოაჩინეს, რომ მყინვარწვერის დანახვა თბილისიდან კვლავ შესაძლებელია – როცა ქალაქს თავზე ჩვეული ფოტოქიმიური სმოგის ქუდი არ ადგას. COVID-19-ის პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რომ საჭიროა ქალაქების განვითარების კონცეფციების გადააზრება.

პუბლიკა

შენობისშიდა ჰაერის დაბინძურება, რომელიც აუარესებს ჰაერის ხარისხს, არის სხვადასხვა გარე და შიდა წყაროებიდან გამოფრქვეული დამაბინძურებლების ნაზავი, მათ შორის - ტრანსპორტის გამონაბოლქვი, ავეჯის დასამზადებლად გამოყენებული სხვადასხვა ნივთიერებები, შეშის არაეფექტური ღუმელებიდან გამოფრქვეული მტვერი, ტყვიის შემცველი საღებავები, სათამაშოები და ა.შ.

თეო ხატიაშვილი

უნდა აღინიშნოს, რომ „ნელი კინო“ უფრო ფართო მოძრაობის, ფაქტობრივად, სუბკულტურის ნაწილია, რომელსაც “ნელ მოძრაობას” უწოდებენ. ეს უკანასკნელი უპირისპირდება თანამედროვე ავტომატიზებული და მექანიზებული სამყაროს აჩქარებულ რიტმს, რომელიც აისახება ცხოვრების წესსა თუ ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ სფეროში და სადაც ხარისხს განსაზღვრავს არა ის, თუ „რამდენად კარგად“, არამედ ის, თუ „რამდენად სწრაფად“.

პუბლიკა

„ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები, “– დღეს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერილი გაავრცელა.

დავით ბუხრიკიძე

სატელევიზიო დრამაში განაკუთრებული თითქმის არაფერია: ძირითადად, მსხვილი პლანებით, წმინდა სატელევიზიო გამოსახულებითა და მხატვრული დეტალებით გამოირჩევა. გარკვეული პერფექციონიზმითაა აღბეჭდილი მხატვრობა და კოსტიუმებიც (ვერონიკა ალბერტი), ხოლო კარგად გაწვრთნილი თეატრალური მსახიობების თვინიერი თუ ზომიერი თამაში, არც ხელს გიშლით და არც განსაკუთრებული მიღწევებით გამახსოვრდებათ.

მალხაზ ხარბედია

ჩინური ძირითადად გაშენებულია ტანას, ლეხურას, მეჯუდას, ფრონეს, ლიახვის, ქსნის და არაგვის ხეობებში. არ უნდა დაგვავიწყდეს ქვემო ქართლის ჩინურიც. რაც მთავარია თბილისში, თბილისური მევენახეობა–მეღვინეობისთვის ჩინური უმთავრეს ჯიშად შეიძლება იქცეს, განსაკუთრებით დიღმის და დასავლეთ თბილისის სხვა ზონებისთვის.

ლევან სებისკვერაძე

რაკი ქართული დაუსრულებელი საახალწლო ორომტრიალი ჯერ ისევ გრძელდება, ფეხბურთის მოყვარული ხალხიც კი ძირითადად ღვინის სმაზე, შეფასებაზე და სასმისების გამოცლაზეა გადაგებული, ალბათ ყველაზე კარგი იქნება თუ ცოტა გავხალისდებით და ფეხბურთის ქართულ ღვინოსთან დაკავშირებას ამჯერად ცოტა უცნაური კუთხით შევეცდებით.