ყველა

დავით ბუხრიკიძე

ასეა თუ ისე, „სიმონ ბოკანეგრას“ წარმატებულ პრემიერაში საკმაო წვლილი შეიტანა ქართველმა ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ, რომელიც უკვე კარგა ხანია ევროპის ცნობილ საოპერო სცენებს იპყრობს. ხოლო ამას წინათ, შორეულ ავსტრალიაში, სიდნეის ცნობილ საოპერო სცენაზე, ჟორჟ ჟერმონის პარტია შეასრულა ვერდის „ტრავიატაში“.

პუბლიკა

„ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ადამიანებს ვეხმარებით - მეუბნება ნინო, ასეთ მომენტებში ბედნიერი ვარ“,  - და ინტერვიუს გამო მოგვრილი უხერხულობისა და მორცხვობის დამალვას კისკისით ცდილობს. ნინო ადგილობრივი მღვდლის, მამა დავითის მეექვსე შვილია.

ქრისტინე მუჯირი

საღამოს სახლში მისული მარიამ გოგსაძე მომდევნო დღის გეგმას აწყობს. მანამდე მთელი დღის განმავლობაში პაციენტები ურეკავდნენ, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ. მარიამი მისამართებს ისეთი თანმიმდევრობით ალაგებს, რომ ერთი პაციენტიდან მეორესთან მისვლა გაუადვილდეს და თან გზაშიც ბევრი დრო არ გაეფანტოს. საღამოსვე გეგმავს, რომელ საათზე და სად გაჩერდება, იმისთვის, რომ დაგველაპარაკოს.

პუბლიკა

სოციალური უთასწორობითა და გენდერული, ჰომოფობიური ნიშნით ჩაგვრა, შევიწროება და დაცინვა სკოლებში - როგორი სურათია ამ კუთხით საქართველოში? ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც სკოლებში ქვიარ ბულინგის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. კვლევა მოსწავლეებისა და მასწავლებლების გამოკითხვითა და ჩაღრმავებული ინტერვიუებით ჩატარდა.

მალხაზ ხარბედია

ზაფხულში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ კიდევ ერთხელ ჩავიკეტებოდით. ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ იზოლაციაში მომიწევდა პანდემიაზე მორიგი წერილის დაწერა. საერთოდ, არც ვაპირებდი ამ თემაზე კვლავ მუშაობას. მინდოდა ყველაფრის დასრულების, განკურნების შემდეგ მშვიდად გამეაზრებინა ეს ამბავი. დასკვნებზე მერჩივნა წერა.

დიმიტრი ლიპარტელიანი

მაინც რატომ იყო პანდემიის მიმდინარეობა ყველა ქვეყნისთვის ასეთი უნივერსალური? როგორ მოხდა, რომ ევროპის ქვეყნების დაცარიელებულ დახლებზე ირონიულად მომღიმარნი ჩვენც აურაცხელი ტუალეტის ქაღალდით ხელში აღმოვჩნდით სალაროს რიგში? ან როგორ მოხდა, რომ სხვა ქვეყნებში შემთხვევების ექსპონენციური ზრდის შემხედვარეებს პირბადის გაკეთება მაინც გვეზარება და ყოველდღიური ათასობით ახალი შემთხვევის მიუხედავად, ღამით მეტ-ნაკლებად მშვიდად გვძინავს?

დავით ბუხრიკიძე

80-იანი წლების ბოლოს, „შაუბიუნე“ ჩეხოვის რეპერტუარით მოსკოვში საგასტროლოდ ჩავიდა, სადაც გრანდიოზული წარმატება ხვდა წლად, ხოლო იუტა ლამპე ერთ-ერთ საუკეთესო დრამატულ მსახიობად აღიარეს. არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანია მისი როლები კინოში. განსაკუთრებით მარგარეტ ფონ ტროტას ფილმებში „დები, ანუ ბედნიერების ბალანსი“ (1979) და „ტყვიის დროება" (1981). ფილმი „ტყვიის დროება“ მართლაც გამორჩეულია მსახიობის ბიოგრაფიაში, რომელიც ცნობილი მემარცხენე ტერორისტის, გუდრუნ ენსლინის (ამ როლს ბარბარა ზუკოვა თამაშობს) დას, ჟურნალისტ იულიანას განასახიერებს.

ბასტი მგალობლიშვილი

აღმოჩნდა, რომ რეგისტრაცია თითოეულ ვებგვერდზე რამდენიმე წუთშია შესაძლებელია, თუმცა თუკი მომხმარებელს სურს, თამაშს შეეშვას და საკუთარი ანგარიში გააუქმოს, უმეტეს შემთხვევაში მას მთელი რიგი ბიუროკრატიული პროცესების გავლა უწევს. გარდა ამისა, ძირითად შემთხვევაში ასაკობრივი შეზღუდვა „+18“  ვებგვერდზე ყველაზე ნაკლებად შესამჩნევ ადგილზეა განთავსებული, ისიც მკრთალი ფერებით.

არაერთი ადამიანი ჩივის, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრებს მდგომარეობა გართულდა, მაგრამ დახმარებას ვერ იღებენ. აგვიანებს სასწრაფო დახმარება, ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, საავადმყოფოებში კი ადგილებს ვერ პოულობენ. რამდენი ადგილია საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის? ვის უნდა მკურნალობდნენ ჰოსპიტალში? საკმარისია თუ არა საწოლფონდი მძიმე პაციენტების მისაღებად და იმართება თუ არა ის ეფექტიანად?

მარიამ გოდუაძე

გაითვალისწინეთ, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მშობლები გვიცხადებენ მხარდაჭერას, რაკი უკვე სამართლიანად ეშინიათ დარგიდან ჩვენი წასვლის. და თუ კვლავ მოხდა კადრის გადინება, არავინ დაუკრავს ტაშს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ფსევდოინკლუზიას, მით უფრო, ის ექსპერტები, რომლთა ბერკეტები „ახალმა სკოლამ“ სამოქმედო კრედოდ აიღო და დღეს ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრით ცდილობს დამაჯერებლობის მოპოვებას.

ლევან სებისკვერაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ გაშენებული ქართული ვაზის ვენახებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ვენახი კალიფორნიაში, ცნობილ ნაპაველზეა გაშენებული. ეს ვენახი დაახლოებით 50 ჰექტარზეა და მთელი ეს ფართობი კახურ რქაწითელს უჭირავს.

ბასტი მგალობლიშვილი

შიდსს (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი იწვევს. ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს დამცავ, ანუ იმუნურ სისტემას და თანდათანობით მწყობრიდან გამოჰყავს იგი. აივ ინფექცია ეწოდება აივ-ით გამოწვეულ დაავადებას.