პლეი-ოფის არაჩვეულებრივი გამოფენა

ეკა ელოშვილი

ფეხბურთს უყურეთ? ორშაბათს იყო, ღამე. 

ტიტეს გუნდმა ერთგვარი სიმფონიური აღტაცებით გადაირბინა კორეაზე. 40 წუთში უკვე ¼ ფინალში იყვნენ. დასრიალებდნენ მოედანზე, სხვადასხვა სირთულის გეომეტრიულ ფიგურებს ხაზავდნენ. მარტივად და მსუბუქად, პროცესით მხოლოდ სიამოვნებას იღებდნენ, ცეკვავდნენ, ერთობოდნენ. სხვისი არ ვიცი და ბავშვობის ნოსტალგიები მომაწვა. 

თავისი არსით, ფეხბურთი ყველაზე დემოკრატიული თამაშია. ის იწვევს შეგრძნებებს, რომლის ახსნაც წარმოუდგენელია იმ ადამიანებისთვის, ვინც იგივეს არ გრძნობს. 

ყველა დიდ საფეხბურთო ქვეყანას თავისი იდენტობა და ხასიათი აქვს. ალბათ, არ ვიდავებთ, რომ ბრაზილია განსაკუთრებულია. ფეხბურთის მიმართ მათი არანორმალური ვნება, ყველა წამის დღესასწაულად და შოუდ ქცევა, ის გიჟური მიზიდულობა, სულ რომ გინდა უყუროგაიტანონ, იცეკვონ, მერე კიდევ გაიტანონ, კიდევ იცეკვონ, გაფუჭებულ მომენტებზე იცინონ, ღვაწლმოსილი მწვრთნელი აცეკვონ, რიტმი სხეულის ყველა ნაწილში ჰქონდეთ გამჯდარი, იმღერონ და იცეკვონ მაშინაც, როცა მთლად საცეკვაოდ არ აქვთ საქმე; მეტოქის საჯარიმოში აკრობატულ დარტყმებს ასრულებდეს 39 წლის მცველი დანი ალვეშიესაა ვაჟთა ქორეოგრაფიული ანსამბლისელესაო“. 

ბრაზილიური ფეხბურთი ბედნიერების განსახიერებაა. როი კინი კი, ვერ გამოდგება იმის საზომად, რა არის სწორი და რაარა. ასე რომ, სჯობს ვეტერანმა ირლანდიელმა სახიდან უჟმური გამომეტყველება მოიშოროს და დღესასწაულით დატკბეს. მითუმეტეს, რიშარლისონმა მედიას გაუმხილა, 10 სხვადასხვა ცეკვა გვაქვსო. ჰო, იმ რიშარლისონმა, რომლის გოლმაც თვით ტიტე ააცეკვა. Bossa Nova ჯუნიორებისვინისიუსისა და ნეიმარის სტილია, უფრო მსუბუქი, ჯაზის ელემენტებით, სადაც წამყვანი გიტარაა. მიყვარს, როგორ მღერიან ჰიმნს და მე ისევ მინდა ამის ნახვა, ისევ და ისევ, დაუსრულებლად. მგონითქვენც. ჰოდა, ველოდები, რომელი ცეკვა შეარჩიეს პარასკევისთვის, ხორვატიასთან. 

მესიანიზმი 

არანაირი აგონია, შფოთი და არაფერი ახალილეო თავის ქვეყანას ¼ ფინალში შეუძღვა. ავსტრალიელებმა თავგანწირვით იბრძოლეს, გოლიც გაიტანეს, არგენტინელების სუსტ წერტილებში დარტყმები სცადეს, თუმცა, დამარცხდნენ და თავაწეულები წავიდნენ. 

ალბისელესტესაგოლე შანსებს ისევ ანიავებს და ამით ძირითადად ლისანდრო მარტინესია დაკავებული. ჯერ კრეიგ გუდვინმა და ბოლოს ახალგაზრდა გარანგ კუოლმა კინაღამმესიანისტებისზეიმი გადადეს. 

ღმერთკაცმა კი, დედამიწაზე თავისი მეათასე მატჩი ითამაშა. მეორე ტაიმში იყო ერთი გაელვება, რომელიც ალბათ ბევრ სხვა მომენტზე მაღლა იდგა; გოლზე მაღლაც კი. ლეომ ბურთი ცენტრში მიიღო და წამოვიდა. წამოვიდა და წამოვიდა, ფეხზე გამოიბა ავსტრალიის კონტინენტი და დატრიალდა უცებ თავშიკამპ ნოუ“, ის საოცარი წლები, რომლებიც თითქოს არც გასულა; ის ჯადოსნური გულის აჩქარება, წამოხტომა, ბღავილიის აქ არის. ღმერთი დედამიწაზეა და ფეხბურთს თამაშობს. 

მესისთვის ბოლო მუნდიალზე, მთელი არგენტინა მისი მორჩილია, მისთვის სუნთქავს, მისთვის თამაშობს. სუნთქვას იკავებენმესიანიზმისმიმდევრები ტრიბუნებზე, მათი ღმერთის თითოეულ მოძრაობას ისრუტავენ, რომ სამუდამოდ აღბეჭდონ გონებაში, რომ არასდროს დაავიწყდეთ, როგორ მიდის ტრიბუნასთან და ფეხბურთის, არგენტინისა და საკუთარი თავის სადიდებელს ლურჯთეთრ არმიასთან ერთად მღერის, იღიმის და ასე დაუსრულებლად. საოცარია ეს ურთიერთობა. უბრალოდ, მშვენიერი. 

¼ ფინალში საფეხბურთო კლასიკას ვნახავთორი ისტორიული გუნდი, ორი კულტურა, ტრადიცია, ფილოსოფია. სამი, სამად სამი მატჩი მწვერვალამდე, მესის პირად ევერესტამდე. 

ნარინჯისფერი მკვლელის ინსტინქტი

ჩემი ნება რომ იყოს, დენზელ დუმფრისს რომელიმე ფილმის პოსტერზე გამოვიტანდი წარწერით  – Wanted (იძებნება). ჰოლანდიის ნაკრებისა და იტალიურიინტერისმარჯვენა მცველი გაღიმებული (მეტიც, გაცინებული) პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან მოგების შემდეგ ვნახე. 

სამი მოსაწყენი მატჩის შემდეგ, ნიდერლანდები შევამჩნიე. ალბათ, პლეიოფს ელოდებოდნენ, რომ რამე დასამახსოვრებელი გაეკეთებინათ. ვან გაალის გუნდი თამაშიდან თამაშამდე აშკარად უმატებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 1/8 ფინალური მატჩი სანახაობრივად პირველი ყველაზე მაგარი თამაში იყო, რაცნარინჯისფერებმამუნდიალზე აქამდე ჩაატარეს. დაბღვერილი დენზელი კი, საოცარ ფორმაშია. ძია ლუისისდამალული თამაშიდა ძალების დაზოგვაზე აქცენტის გაკეთება აშკარად ამართლებს. 

მიყვარს ვან გაალის პრესკონფერენციები. განსაკუთრებით მაშინ, როცა ღვაწლმოსილი ჰოლანდიელი ამჩატებულია. ამერიკასთან მატჩის შემდეგ, ლუისმა დენზელ დუმფრისს მედიის თანდასწრებით აკოცა. 

გუშინ მაგრად ვაკოცე და დღესაც ყველას თვალწინ იგივეს ვიზამ“ – თქვა და შეასრულა. 

71 წლის ქარიზმატული მწვრთნელი ამბობს, რომ მის გუნდს დიდი შანსები აქვს და წინ კიდევ 3 მატჩია. ლუისი ჯერჯერობით მშვიდად ზის სათადარიგოთა სკამზე თავის ლეგენდარულ მუშკეტერებთანედგარ დავიდსთან და დენი ბლინდთან ერთად. 

Here oui go – მეფე კილიანი და პრინცი ჰარი 

ევროპული ფეხბურთის კლასიკასაოცარი მეოთხედფინალური წყვილი მივიღეთ საფრანგეთისა და ინგლისის სახით. ბოლოს 2017 წელს გადაიკვეთნენ, ამხანაგურ მატჩში და დეშამის გუნდმა 3:2 მოიგო, თუმცა, მას მერე ბევრმა სენამ და ტემზამ ჩაიარა. 

მუნდიალით შეპყრობილმაბიჭმა პოლონელთა კარში დუბლი შეასრულა და 5 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.  კილიანი მეორე ტაიმში შეუდარებელი იყო, სიცოცხლე გაუმწარა თავისი ფლანგის მცველებს. ის მედიასთან იშვიათად ჩნდება და ეს იმით ახსნა, რომ მხოლოდ ფეხბურთსა და მუნდიალზე სურს კონცენტრირება. 

მშვენიერ ხასიათზეა ოლივიე ჟირუ. „კარგმა ფრანგულმა ღვინომლეგენდარული ტიერი ანრის რეკორდი შჩესნის კარში გატანილი გოლით მოხსნა და ახლა, საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა (52 გოლი). 

თუ საფრანგეთს პოლონეთთან იოლი თამაში არ ჰქონდა, ამას ვერ ვიტყვით ინგლისელებზე. უინტერესო და მოსაწყენი 30 წუთის შემდეგ, საუთგეიტის ფეხბურთელები ხასიათზე მოვიდნენ და აფრიკის ჩემპიონებს გაბრძოლების შანსიც არ დაუტოვეს. 

ბრიტანული პრესა აღფრთოვანებულია ჯუდ ბელინგემის თამაშით – „თინეიჯერი სისუსტეების გარეშედა რთულია არ დაეთანხმო. ეს ბიჭი მართლაც ამოუწურავი შესაძლებლობების მოთამაშეა, რომელსაც თითქოს ყველაფერი იოლად გამოსდის. 

სენეგალთან მატჩში გამოჩნდა, რომ ნახევარდაცვაში საუთგეიტმა ბელინგემიჰენდერსონირაისის სახით ბალანსი იპოვა. ეს სამეული აშკარად მისი საუკეთესო არჩევანია. 

მაგრამ კვლავ ისმის შეკითხვავინ გააჩერებს მბაპეს? „არ არსებობს რეცეპტი, რომელიც მას შეაჩერებს“ – თქვა პოლონელთა მთავარმა მწვრთნელმა. ვნახოთ. საუთგეიტს რამდენიმე დღე აქვს რეცეპტის საპოვნელად. ამასობაში კი, ინგლისელებს ანტუან გრიზმანი არ უნდა დაავიწყდეთ, რომელმაც პოლონელებთან ძალიან მაგრად ითამაშა. მისი როლი თითქოს უხილავია, თუმცა, ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს და სახიფათოა. 

მაროკოელი ბონოს Beautiful Day

ლუის ენრიკესკუკარაჩანანახი გაქვთ? ვეღარც ნახავთ. ესპანელთა აღმადაღმა ბურთით დაუსრულებელი ბორიალი დასრულდა. წარმოუდგენლად მოსაწყენია ეს პასი, პასი, კიდევ პასი და რა? მსოფლიოს ჩემპიონატი ბურთის ფლობაში არაა. 

ლუის ენრიკეს ფეხბურთელები იაპონელებზე უარესად იყვნენ მომზადებული პენალტების სერიისთვის. არა, უარესად კი არა, საერთოდ არ იყვნენ მზად. იასინ ბონომ ბუსკეტსისა და კარლოს სოლერის დარტყმები მოიგერია და თავის ქვეყანას უდიდესი სიხარული აჩუქა. 

მე თუ მკითხავთ, მაროკომ თამაში ჰიმნიდანვე მოიგო. რეგრაგის გუნდი მუდამ საბრძოლველადაა მომართული, ომი სწყურიათ. ერთ სანტიმეტრს არ დაგითმობენ უომრად. ჰოდა, ისტორიაში პირველად, მეოთხედფინალში არიან. 

მერვედფინალებში, ორივე შემთხვევაში, თერმეტმეტრიანების სერიების გმირები მეკარეები გახდნენ. იაპონელებს 3 დარტყმა აუღო ხორვატების 27 წლის გოლკიპერმადომინიკ ლივაკოვიჩმა. 

პპპორტუგალიის პოტენციალი

მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ახალგაზრდა გონშალუ რამოსთან ერთად, პორტუგალია სულ სხვა პერსპექტივის გუნდია. ბენფიკას 21 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე მუნდიალზე პირველი ჰეთთრიქი შეასრულა და ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა. აშკარაა, მისი ცხოვრება უკვე შეიცვალა. 

სათადარიგოთა სკამზე დარჩა კრიშტიანუ და მხოლოდ ბოლო წუთებზე შეუშვეს მოედანზე, თუმცა, ენა არ მოგვიბრუნდება, ფერნანდუ სანტუშზე რამე აუგი დაგვცდეს. 6:1 მრავლისმთქმელი ანგარიშია.

ძალიან მაგრად ითამაშა პორტუგალიამ შვეიცარიასთან; ბრაზილიაზე არანაკლებ მაგრად. თავისი გოლი გაიტანა 39 წლის პეპემ. ის, რასაც ამ ასაკში და ამ მუნდიალზე პეპე და დანი ალვეში აკეთებენ, მხოლოდ ერთზე მეტყველებსასაკი ბარიერი არ არის.