სულიერება და ინტელექტუალური კეთილსინდისიერება

პუბლიკა

 ესეი

ავტორი: თომას მეცინგერი

თარგმანი: ზაზა დობორჯგინიძე

                                                                                                                          
წინასწარი შენიშვნები

ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ისტორიული ტრანზიციის ეპოქის საწყის ეტაპზე, რომელიც ძირეულად იმოქმედებს ჩვენ თვითაღქმაზე ერთდროულად ბევრ განსხვავებულ დონეზე. ეს აჩქარებადი განვითარება წარმოგვიდგენს ფუნდამენტურ გამოწვევას: ცენტრალური მნიშვნელობის კითხვაა, შესაძლებელია თუ არა ( ან საერთოდ მოაზრებადია თუ არა) “სეკულარიზებული სულიერება”. შეუძლია თუ არა სულიერების თანამედროვე თვით-კონცეფციებს ამ ისტორიული ცვლილების გათვალისწინება და ამასთან ერთად ინტელექტუალური კეთილსინდისიერების შენარჩუნებაც?

გარეგან სამყაროში კლიმატის ცვლილება წარმოადგენს ახალ და ისტორიულად უნიკალურ საფრთხეს კაცობრიობისთვის, როგორც მთელისთვის. როდესაც ამ სიტყვებს ვწერ, ეს ობიექტური საფრთხე ოდნავ აღქმადია. მაგრამ, დღეს, ჩვენ უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც კი ის რამდენიმე საუკუნე გაგრძელდება. ჩვენ მიერ გამოწვეული გლობალური დათბობის საფრთხე, როგორც ინტელექტუალური გამოწვევა, როგორც ჩანს, აღემატება ჩვენი სახეობის ამჟამინდელ ინტელექტუალურ და ემოციურ უნარებს. ეს პირველი ნამდვილად გლობალური კრიზისია, რომელიც განიცდება ყველა ადამიანის მიერ ერთდროულად ერთ მედია-სივრცეში და დროსთან ერთად ის ეტაპობრივად შეცვლის ჩვენი საკუთარი თავის სახე-ხატს, კაცობრიობის როგორც მთელის წარმოდგენას საკუთარ თავზე. Ჩემი პროგნოზით, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ უფრო და უფრო აღვიქვამთ საკუთარ თავებს, როგორც ჩაფლავებულ არსებებს. ჩვენ დავიწყებთ საკუთარი თავის დანახვას, როგორც  იმ არსებების, რომლებმაც კოლექტიურად და ჯიუტად განაგრძეს მოქმედება ცოდნის წინააღმდეგ და დროის წნეხის პირობებშიც, ფსიქოლოგიური მიზეზების გამო, ვერ შეძლეს ემოქმედათ ერთობლივად და ეფექტიანად აუცილებელი პოლიტიკური ნების განსახორციელებლად.  სახეობა ჰომო საპიენსის კოლექტიური ხატი გარდაიქმნება იმ სახეობის საკუთარი თავის კონცეფციად, რომელიც იმდენად გაიხლართა საკუთარი თავის მოტყუების ევოლუციურ მექანიზმებში, რომ საკუთარი ქმედებების მსხვერპლად იქცა. ეს იქნება კონცეფცია ბუნებრივად განვითარებული კოგნიტური სისტემებისა, რომლებსაც საკუთარი კოგნიტური სტრუქტურის თავისებურებების გამო არ შესწევთ უნარი ადეკვატური რეაქცია ჰქონდეთ გარკვეულ გამოწვევებზე – მაშინაც კი, როცა შეუძლია ინტელექტუალურად შეიმეცნოს მოსალოდნელი შედეგები და მაშინაც როცა ისინი ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ აღიქვამენ შედეგებს. 

ამავე დროს, ჩვენი მეცნიერულ-ფილოსოფიური კონცეფცია ჩვენი თავების შესახებ ფუნდამენტურ აღმასვლას განიცდის. ჩვენი თეორიები ჩვენი გონებების შესახებ იცვლება. მე ამას ვუწოდებ მეორე, თანადროულად მიმდინარე “კაცობრიობის ხატის ნატურალისტური გადახრის” პროცესს: გენეტიკა, კოგნიტური ნეირომეცნიერება, ევოლუციური ფსიქოლოგია და თანამედროვე გონების ფილოსოფია წარმატებით გვაწვდიან ჩვენი ღრმა კოგნიტური სტრუქტურის მზარდად დეტალურ თეორიას, თავისი ნეირონული საფუძვლებით და ბიოლოგიური ისტორიით. მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენ ვიწყებთ ჩვენი მენტალური უნარების ბუნებრივ თვისებებად აღქმას თავისი ბიოლოგიური ისტორიით; როგორც იმ თვისებების, რომელთა ახსნაც მეცნიერებას შეუძლია, რომლებიც  ტექნოლოგიურად გაკონტროლებადია და შესაძლოა არა-ბიოლოგიურ სისტემებშიც კი განხორციელდეს. აშკარაა, რომ ეს განვითარება ასევე წარმოადგენს ინტელექტუალურ გამოწვევას კაცობრიობისთვის, როგორც მთელისთვის. სუბიექტურად, ბევრი განიცდის ამას როგორც კიდევ ერთ საფრთხეს, ან შეურაცხყოფას ; რასაც ფროიდი ნარცისისტულ ჭრილობას უწოდებდა – შინაგანი სამყაროს მთლიანობის ახალ საფრთხეს.   ჯერ კიდევ ბუნდოვანია წარმოადგენს თუ არა ეს ახალი მიგნებები ახალ შესაძლებლობასაც, შეუძლია თუ არა მათ დაგვეხმაროს შევამციროთ ობიექტური პრობლემები გარეგან სამყაროში. მაგრამ არსებული გამოწვევის გლობალური მასშტაბის გათვალისწინებით ეს ნაკლებ სავარაუდო ჩენს. ასევე ბუნდოვანია, არის თუ არა შინაგანი კავშირი კაცობრიობის ამ ორ ინტელექტუალურ გამოწვევას შორის – ერთიანი, თანმიმდევრული სტრატეგიის სახით, ან სულ მცირე ინდივიდუალური ეთიკური პოზიციის მხრივ, რომელიც  დაგვეხმარებოდა ინდივიდუალურ დონეზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ კაცობრიობა, როგორც მთელი, ჩაფლავდება. 

ჩემი მონოგრაფიის “ეგოს გვირაბის” დასასრულს, რომელიც ზოგადი აუდიტორიისთვის დავწერე, ვთქვი, რომ ყველაზე დიდი თეორიული გამოწვევა ამ ისტორიული გარდაქმნის პროცესის საწყის ეტაპზე შეიძლება იყოს კითხვა“ ახალი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია  თუ არა საერთოდ და თუ კი,  როგორაა შესაძლებელი ინტელექტუალური კეთილსინდისიერების და სულიერების შეთავსება?”. ამ იდეას ბევრის ინტერესი მოჰყვა. ეს ესეი  შეიძლება ჩაითვალოს როგორც “ეგოს გვირაბის” ეპილოგი,  მაგრამ ასევე შეიძლება იყოს სრულიად ახალი აზროვნების ხაზის დასაწყისი. ამავე დროს ეს ესეი  ჩემ მიერ 2010 წლის 27 ნოემბერს, ბერლინში, ინტერდისციპლინურ კონფერენცია “მედიტაცია და მეცნიერება”-ზე წაკითხული ლექციის ყველაზე მნიშვნელოვანი იდეების პირველი წერილობითი შეჯამებაცაა.  ამ ლექციის ტრანსკრიპტი და ვიდეო უკვე დიდი ხანია, ინტერნეტში ცირკულირებს

ესეის პირველ ნაწილში მე მოკლედ მიმოვიხილავ, რას შეიძლება ნიშნავდეს “სულიერება” დღეს. მეორე ნაწილში კი მკითხველის ყურადღებას “ინტელექტუალური კეთილსინდისიერების” თემაზე ვამახვილებ. კონცეპტუალური განმარტებების შემდეგ, მესამე სექცია წამოჭრის საკითხს, შესაძლებელია თუ არა არსებობდეს  შინაგანი კონცეპტუალური კავშირი სულიერებასა და მკაცრად რაციონალისტურ, მეცნიერულ მსოფლმხედველობას შორის. ვინაიდან ეს კითხვა ყველას გვეხება, გადავწყვიტე ტექსტის იმდენად ხელმისაწვდომად ფორმულირება, რამდენადაც შესაძლებელია.  თუმცა, დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ამ სიმარტივეს ფასი აქვს: ქვემოთ მდებარე რეფლექსია აკადემიური ფილოსოფიაზე დაბალი სტანდარტისაა, როგორც ისტორიული ასევე სისტემატური თვალსაზრისით. სულიერების კონცეფციას საუკუნოვანი ისტორია აქვს ფილოსოფიაში და თეოლოგიაში და “ინტელექტუალური კეთილსინდისიერების” ჩემი ზერელე იდეალი არა მხოლოდ უგულებელყოფს მის ღრმა ისტორიულ განზომილებას, არამედ კონცეპტუალურ დონეზეც უფრო დანაწევრებულია  ვიდრე ანალიზის ის დონე, რომელსაც თანამედროვე გონების ფილოსოფია და ეპისტემოლოგია გვთავაზობს.  მკითხველებისთვის, რომლებსაც უფრო ღრმა და ტექნიკურ დებატებში შესვლა სურთ თან დავურთავ აკადემიურ ლიტერატურას სქოლიოში.  თუმცა, ამ ესეის წერისას, იმედს ვიტოვებ, რომ აქ გამოყენებული უფრო სუსტი და ნაკლებად ზუსტი მეთოდები ამოარჩევს ზუსტად იმ ასპექტებს, რაც ესეის ბოლოს განვითარებული მსჯელობისთვის იქნება შესაფერისი. 

ზემოთ აღწერილი ისტორიული გარდაქმნის კონტექსტში, ცენტრალური მნიშვნელობა აქვს მომდევნო კითხვას: შესაძლებელია თუ არა სეკულარიზებული სულიერების არსებობა?  თუ ეს იდეა შეუთავსებელია და წინააღმდეგობამდე მიგვიყვანს? ფილოსოფიური პრობლემა – სეკულარიზებული სულიერების სტრუქტურა და არსებობის პირობები – ბევრისთვის იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მას მცირე ნაბიჯებით და ფრთხილად უნდა მივუახლოვდეთ. ამიტომ, მსურს დავსვა სამი ძალიან მარტივი კითხვა სამ სექციაში: რა არის სულიერება? ზუსტად რა იგულისხმება ინტელექტუალურ კეთილსინდისიერებაში? და: არის თუ არა შინაგანი კავშირი ამ ორ პოზიციას შორის? 

რა არის “სულიერება”? 

მიუხედავად იმისა, რომ ეს არაა ფილოსოფიური ტექსტი, მე ვეცდები დავიცვა შემდეგი  სამი თეზისი. 

[1] რელიგიის საპირისპიროა არა მეცნიერება, არამედ სულიერება. 

[2] ინტელექტუალური კეთილსინდისიერების ეთიკური პრინციპი შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც სპირიტუალური პოზიციის ერთ-ერთი კერძო შემთხვევა. 

[3] ყველაზე წმინდა ფორმით, მეცნიერული და სპირიტუალური პოზიცია წარმოიშვა ერთი საბაზისო ნორმატიული იდეისგან. 

არგუმენტი თითოეული ამ თეზისისთვის ეტაპობრივადაა გაშლილი ამ ესეიში, ისევე როგორც პასუხები სამ თავდაპირველ კითხვაზე  და ისევე როგორც, ვიმედოვნებ, სრულიად ახალი პერსპექტივა ფონად მდებარე უფრო ღრმა პრობლემაზე.  

მოდი ახლა დავუბრუნდეთ “სულიერების” კონცეფციას. აქვს თუ არა ამ კონცეფციას ერთგვარი “ლოგიკური ბირთვი?”, არსებობს  თუ არა  სპირიტუალური პერსპექტივის არსი? დასავლური ფილოსოფიის ისტორიაში ლათინურ სიტყვა spiritualitas-ს სამი მნიშვნელობა აქვს. პირველი, ის ატარებს ერთგვარი სამართლებრივ ან კულტურულ შინაარსს – მიემართება “სპირიტუალიების” ერთობლიობას, ტემპორალური (დროითი) ინსტიტუციების, ანუ temporalia-ს საპირისპიროდ; ამრიგად spiritualia-დ, დროითი ინსტიტუციების საწინაღმდეგოდ, ითვლება ეკლესიები, საეკლესიო საიდუმლოები, სალოცავი ადგილები, საკულტო ობიექტები,  სასულიერო პირები და ადამიანები რომლებიც რელიგიურ წესრიგს მიეკუთვნებიან. Მეორე მნიშვნელობა რელიგიური სულიერების ადრეული განმარტებაა, რომელიც მიემართება რელიგიური ცხოვრების განსხვავებულ ასპექტებს და  ხორციელის (carnalitas) საპირისპიროა.  Მესამე სულიერების  ფილოსოფიური მნიშვნელობაა,  რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიემართებოდა არამატერიალური არსებების შემეცნებას. აქ საპირისპიროა corporalita და materialita. მე არ მსურს ისტორიაში უფრო ღრმად შეჭრა, არამედ მინდა დავსვა კითხვა, თუ სულიერების რა განმარტებას შეიძლება იზიარებდნენ დღეს დასავლეთში, იმ  ადამიანების უმრავლესობა , რომლებიც საკუთარ თავს სპირიტუალურებად მიიჩნევენ.  საინტერესო ფაქტია, რომ დასავლეთის ქვეყნებში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარდა ერთგვარი სულიერების კონტრკულტურა, მხარდაჭერილი იმ ხალხის მიერ, რომლებიც სპირიტუალურ პრაქტიკას ეკლესიებისგან და ორგანიზებული რელიგიებისგან მოშორებით მისდევდნენ.  დღეისდღეობით, სავარაუდოდ, ყველაზე გავრცელებული ფორმაა mindfulness მედიტაცია კლასიკურ ბუდისტურ vipassana ტრადიციაში. მედიტაციის ეს ფორმა იდეოლოგიურად ნეიტრალურია, თუმცა არსებობს მისი სრულებით სეკულარიზებული ვერსიებიც, როგორებიცაა MBSR (mindfulness based stress reduction). გარდა ამისა, არსებობს მედიტაციის ურიცხვი ფორმა, ბევრი მათგანი გულისხმობს მოძრაობას, როგორიცაა იოგა, რომელიც ინდუისტური ტრადიციიდან მოდის, არსებობს სპირიტუალური საბრძოლო ხელოვნებები, როგორიცაა ჩინური ჩრდილთან ბრძოლა ტაი-ჩი ჩუან, ან კინშინის სიარულის მედიტაცია, რომელსაც ზოგიერთი ძენ-სკოლა მიმართავს. ასევე არსებობს უფრო ახალი ქრისტიანული პრაქტიკები, მაგალითად წმინდა იგნაციუსის ტრადიცია. ბევრი ასეთი პრაქტიკა ატარებს იდეას, რომ რეგულარული და მკაცრი ფორმალური პრაქტიკა წარმოადგენს ყოველდღიური ცხოვრების  ეტაპობრივი ტრანსფორმაციის საფუძველს. ახლა უკვე გვაქვს პირველი განსამზღვრელი მახასიათებელი: სულიერების თანამედროვე, ცოცხალი ფორმების უმრავლესობა შეეხება პრაქტიკას და არა თეორიას, გარკვეული სახის შინაგან ქმედებებს და არა კონკრეტული შეხედულებების დოგმატურ რწმენას.  

ამრიგად, სულიერება, შინაგანი ქმედების გარკვეული მახასიათებელია. მაგრამ,  რა არის ის, რაც ამ თვისებას ატარებს? Შეიძლება ითქვას, რომ სულიერება არის ცნობიერ მდგომარეობათა ჯგუფის, კერძოდ გარკვეულ მედიტაციურ ცნობიერი მდგომარეობათა მახასიათებელი. თუმცა, სპირიტუალური გამოცდილება არ უმიზნებს მხოლოდ ცნობიერებას როგორც ასეთს, არამედ ასევე  ემსახურება სხეულებრივ დამიწებას, განსხეულებას.  მიზანია ყოველთვის ადამიანი, როგორც მთელი. ამ მიზეზის გამო, მე მინდა სულიერების, როგორც მთელი პიროვნების თვისების, როგორც გარკვეული ეპისტემური პოზიციის კონცეპტუალიზება. რას ნიშნავს ეს? ეპისტემე (ἐπιστήμη) ბერძნული სიტყვაა, რომელიც ცოდნას, მეცნიერებას, ან შემეცნებას აღნიშნავს; ეპისტემოლოგია, იგივე  ცოდნის თეორია,  აკადემიური ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დისციპლინაა, რომელიც ჭეშმარიტი რწმენების ათვისებასა და სარწმუნო ცოდნის მიღებას შეეხება.  პოზიცია არის რაღაც, რაც ადამიანს აქვს რაღაცასთან, მაგალითად გარკვეულ მიზანთან მიმართებით. შეიძლება ითქვას, რომ ეპისტემური პოზიციია ქონა გულისხმობს მიმართულებას გარკვეული მიზნისკენ, კერძოდ ეპისტემური მიზნისკენ და ის გულისხმობს გარკვეული ცოდნის მოპოვების სურვილს. ამრიგად, სპირიტუალური პოზიცია გულისხმობს ცოდნის მოპოვებისკენ სწრაფვას.  სულიერება არსებითად  ეპისტემური პოზიციაა. სპირიტუალურ ადამიანებს არ სურთ, რომ სწამდეთ, არამედ სურთ, რომ იცოდნენ. სულიერება გამოცდილებაზე დაფუძნებულ შემეცნებას ისახავს მიზნად, რომელიც შინაგან ყურადღებასთან, სხეულებრივ გამოცდილებებთან და ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის სისტემატურ კულტივირებასთანაა დაკავშირებული – მაგრამ შემდეგი ნაბიჯი კიდევ უფრო რთულია. როდესაც ესაუბრები ადამიანს, რომელიც გარკვეულ პრაქტიკას მისდევს, მაგალითად, ვინც დიდი ხანია რაც მედიტაციითაა დაკავებული ვიპასანას ან ძენ ტრადიციაში, ნათელი ხდება, რომ ამ ცოდნის ფარგლების და მასთან ასოცირებული ეპისტემური და შემეცნებითი მიზნების  მკაფიო  და ერთმნიშვნელოვანი ტერმინოლოგიით აღწერა შეუძლებელია. 

ეს მიზნები ნაწილობრივ თანხვდება იმ იმ მიზნებს, რომელსაც რელიგიები და  ტრადიციული მეტაფიზიკები; და კერძოდ, მისტიკოსები მისდევენ. ხშირად ეს გულისხმობს “ხსნის იდეალს”, ზოგიერთი ამას “გათავისუფლებას” უწოდებს, სხვები “გასხივოსნებას”. ჩვეულებრივ, სამიზნე ცოდნა ხშირად თვითშემეცნების ტერმინებით აღიწერება, რაც მიუთითებს არა მხოლოდ მის განმათავისუფლებელ ბუნებაზე, არამედ, რომ ის  რეფლექსიურად მიმართულია პრაქტიკოსის ცნობიერებაზე. უხეშად რომ ვთქვათ, მიზანია ცნობიერება როგორც ასეთი, რომელიც მიიღწევა სუბიექტ-ობიექტის სტრუქტურის რღვევით და ინდივიდუალურ პირველი პირის პერსპექტივაზე ამაღლებით. ეს მიზანი ხშირად დაკავშირებულია  ცნობიერების  შეცვლილი მდგომარეობის სისტემატური კულტივირებასთან. თუ შესაბამის ლიტერატურას წავიკითხავთ, მალევე შენიშნავთ, რომ  საუკუნეების განმავლობაში ასეთი ცოდნის მოპოვების შესახებ მხოლოდ სპირიტუალური ტრადიციების მიმდევრები არ კამათობდნენ. იგივე კლასიკური კითხვები ისმება დღესაც: არის თუ არა მედიტაცია სპირიტუალური პრაქტიკის მეთოდი, თუ ის ზუსტად საპირისპიროს, მეთოდებზე და მიზნებზე უარის თქმას ნიშნავს?  სჭირდება თუ არა მას ძალისხმევა, თუ ის აუცილებლად უძალისხმევო პროცესია? რაში მდგომარეობას ნამდვილი პროგრესი, ვის შეუძლია მისი ამოცნობა და რა არის ილუზიების, დელუზიების (delusions) და საკუთარი თავის მოტყუების ნამდვილი სულიერი შემეცნებისგან გარჩევის კრიტერიუმი? არსებობს კლასიკური პასუხი, რომელიც სხვადასხვა კონტექსტში ვლინდება: კრიტერიუმია ეთიკური მთლიანობა (ethical integrity),  გულწრფელი სწრაფვა პროსოციალური, ეთიკურად თანმიმდევრული ცხოვრების გზებისკენ. ამავე დროს, თითქმის არაფრის თქმა შეგვიძლია თავად ცოდნის შესაბამისი ფორმის შესახებ; მისი ლინგვისტური კომუნიკაცია და არგუმენტაციული გამართლება შეუძლებელია და არ არსებობს დოქტრინა, რომელიც ფართოდ იქნებოდა აღიარებული. 

მოდი შევაჯამოთ: სულიერება (სპირიტუალობა) არის  იმ ადამიანების ეპისტემური პოზიცია, რომელთა სამიზნე ცოდნაც  არ არის თეორიული. ეს ნიშნავს, რომ მიზანია არა ჭეშმარიტება სწორი თეორიის ფლობის თვალსაზრისით, არამედ გარკვეული სახის პრაქტიკა, სპირიტუალური პრაქტიკა. კლასიკური მედიტაციური პრაქტიკის მაგალითი რომ ავიღოთ, ეს შინაგანი ქმედების სისტემატური ფორმაა, რომელიც მეორე შეხედვით გარკვეული სახის ყურადღებითი არა-ქმედებაა. სამიზნე ცოდნა არ არის დებულებითი, ის არ შეიცავს ჭეშმარიტ წინადადებებს და რადგან მას აკლია ინტელექტუალური შემეცნების კომპონენტი, შეუძლებელია მისი კომუნიკაცია ენის მეშვეობით, არამედ საუკეთესო შემთხვევაში მასზე მინიშნება ან მისი დემონსტრირება შეგვიძლია.   მეორე მხრივ, ასევე აშკარააა, რომ სულიერება არ არის უბრალოდ თერაპიის  დახვეწილი ფორმა, არამედ თვითშემეცნებით მოპოვებულ ეთიკურ მთლიანობასა და საკუთარი თავისკენ მიმართული შემეცნებით  გათავისუფლების რადიკალურად ეგზისტენციალური ფორმაა,  ასევე აშკარაა, რომ არაერთ ტრადიციაში ეს მოიცავს მენტალურ ვარჯიშებს და პრაქტიკას, შინაგანი სიქველის კულტივირებას და  თვითგაუმჯობესებას. ამრიგად, საწყის ეტაპზეც, მოცემულია ცოდნის ასპექტი და ასევე ნორმატიული ასპექტიც და ეს ნიშნავს, რომ სულიერება  გულისხმობს შემეცნებასაც და ეთიკასაც. სპირიტუალური პოზიცია არის შინაგანი ქმედების ეთიკა, რომლის მიზანიც თვითშემეცნებაა.

შემდეგი ასპექტი, რომელიც მნიშვნელოვანია სულიერების სეკულარიზებული ფორმისთვის განსახიერებულია გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არა-აკადემიური ფილოსოფოსის, ჯიდუ კრიშნამურტის მიერ. კრიშნამურტი არა მხოლოდ უარყოფდა პრაქტიკის ერთი კონკრეტული გზის და მეთოდის იდეას, არამედ ასევე უარყოფდა ნებისმიერი სახის ტრადიციას, სპირიტუალურ ორგანიზაციას და მასწავლებელი-მოსწავლის ურთიერთობის იდეასაც.  თუმცა, რომ არსებობდეს ისეთი დისციპლინა, როგორიცაა “მედიტაციის თეორია”, ის ერთ-ერთი კლასიკური წყაროდ ჩაითვლებოდა, როგორც დისციპლინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორი. 1929 წლის აგვისტში, როდესაც მან გააუქმა “აღმოსავლეთ ვარსკვლავის წესრიგი” (რომელიც მისთვის დაფუძნდა), მან თქვა “მე ვამტკიცებ, რომ სულიერების ერთადერთი ფორმა არის “მე”-ს შეურყვნელობა” და ეს არის სულიერების სწორედ ის ერთადერთი ელემენტი,  რომელიც მე მაინტერესებს. “შეურყვნელობა” ნამდვილი ფილოსოფიური სულიერების სემანტიკური ბირთვია.  თუ ჩვენი მიზანია გამოივკვლიოთ სეკულარიზებული, მაგრამ მაინც არსებითი სულიერების შესაძლებლობა, მაშინ ჩვენ გვჭირდება შეურყვნელობა რამდენიმე მიმართულებით: მეტაფიზიკური რწმენათა სისტემის წარმომადგენელთა მიმართ, რომლებიც ცდილობენ მედიტაცია გარკვეულ თეორიას მიაბან, რაც არ უნდა იყოს ის, ასევე რაციონალისტური რედუქციონიზმის დოგმატური ფორმების მიმართაც, რომლებიც ცოდნის მიპოვების ყველა არამეცნიერული გზის დისკრედიტაციას ცდილობენ წმინდად იდეოლოგიური მიზეზების გამო. მაგრამ, ყველაფერზე მეტად, ჩვენ გვსურს აღმოვაჩინოთ შეურყვნელობა საკუთარი თავის მიმართ ყოველგვარი იდეოლოგიური ან თეორიული ერთგულებისგან დამოუკიდებლად. 

მაგრამ, რისგან შედგება ეს შეურყვნებლობა? რას ნიშნავს, იყო შეურყვნელი, განსაკუთრებით, საკუთარი თავის მიმართ? არსებობს თუ არა სულიერების ფორმა, რომელიც თვითკმაყოფილი კიჩი არაა და  არ გულისხმობს ინტელექტუალური სუიციდის ჩადენას და როგორც რაციონალური კრიტიკული სუბიექტის ღირსების დაკარგვას? არსებობს თუ არა ისეთი რამ, როგორიცაა “შინაგანი კეთილსინდისიერება”, ეთიკური მთლიანობის მკაფიოდ დასახელებადი მახასიათებელი – თუ ყოველთვის უნდა დავუბრუნდეთ ლუდვიგ ვიტგეინშტაინის კლასიკურ გაფრთხილებას: “რისი თქმაც შესაძლებელია, უნდა ითქვას მკაფიოდ; და რის შესახებაც საუბარი შეუძლებელია, იმის შესახებ დუმილი უნდა ვარჩიოთ.”  

ინტელექტუალური კეთილსინდისიერება

ინტელექტუალური კეთილსინდისიერება ნიშნავს არ გსურდეს, რომ მოატყუო საკუთარი თავი. ის ახლო კავშირშია ძველმოდურ ღირებულებებთან, როგორებიცაა წესიერება, სამართლიანობა და გულწრფელობა. ის არის ერთგვარი “შინაგანი წესიერება.” მაგრამ, ინტელექტუალური კეთილსინდისიერება ასევე შეიძლება იყოს ზუსტად ის, რაც შეუძლებელია, რომ რელიგიის წარამომადგენლებს და თეოლოგებს ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საპირისპიროს ამტკიცებდნენ. ინტელექტუალური კეთილსინდისიერება ნიშნავს არ მოიკატუნო თავი, რომ იცი მაშინ, როცა შეუძლებელია იცოდე შეუცნობელი ისე, რომ შეინარჩუნო ჭეშმარიტებისკენ და ცოდნისკენ სწრაფვის უპირობო ნება. მაშინაც კი, როცა საქმე თვით-შემეცნებასთან გვაქვს და  მაშინაც, როცა თვით-შემეცნება არ არის ასოცირებული სასიამოვნო შეგრძნებებთან და შეუსაბამობაშია მიღებულ დოქტრინებთან. 

ზოგიერთ ფილოსოფოსს ინტელექტუალური კეთილსინდისიერება ესმის, როგორც სიქველე, უფრო ზუსტად, როგორც “ინტელექტუალური სიქველე”, ან ეთიკური პოზიცია საკუთარ აზრებთან და შინაგან ქმედებებთან  მიმართებით. ამ შემთხვევაშიც, ეს გულისხმობს გარკვეულ მორალურ მთლიანობას. ეს ნიშნავს, რომ  ადამიანის ქმედებები, იმდენად ხშირად, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა იყოს შესაბამისობაში  იმ ღირებულებებთან, რომელიც მან აღიარა, როგორც საკუთარი – და ეხმიანება იმ კითხვასაც, თუ რისი უნდა გვჯეროდეს პირველ რიგში. რაღაც რწმენის აღიარება შინაგანი ქმედების ისეთი ფორმაა, რომლისგან თავშეკავების უნარიც გვაქვს. ერთია რწმენის სპონტანური წარმოშობა, მაგრამ მეორეა მისი აქტიური მხარდაჭერა. ემოციური თვით-რეგულაციის (ემოციურ მდგომარეობაზე მიზანმიმართულად ზემოქმედების უნარი) და ყურადღების ფოკუსის კონტროლის უნარების გარდა არსებობს რწმენის შინაგანი თვითრეგულაცია. საინტერესო ფაქტია, რომ ახალშობილები ეტაპობრივად სწავლობენ ემოციური მდგომარეობების კონტროლს და ყურადღების ფოკუსს. თუმცა, ისეთი სახის თვითრეგულაცია, რომელიც გულისხმობს რწმენების ათვისებას, როგორც საკუთარის, ისეთი რამაა, რასაც ზოგიერთი ზრდასრულიც არასდროს ითვისებს.  შესაძლებელია თუ არა,  ასეთი სახით თვით-კონტროლის ვარჯიშიებით ადამიანის მენტალური ავტონომიის და შინაგანი თავისუფლების გაუმჯობესება? ეს ზუსტად ისაა, რაც ინტელექტუალურ კეთილსინდისიერებს განსაზღვრავს. საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ მედიტაციაც უმიზნებს ზუსტად ასეთი სახის მენტალური ავტონომიის ზრდას – კერძოდ, სპეციფიკური, ძალისხმევისგან დაცლილი შინაგანი ცნობიერების სისტემატური კულტივირებით. მედიტაცია  კულტივირებს მენტალურ მდგომარეობებს, რომლებიც შესაძლებელს ხდის რაციონალურობას. ის მოიცავს შინაგან უნარს, შევიკავოთ თავი ქმედებისგან, იმპულსების კონტროლის ფაქიზ, თუმცა ზუსტ მექანიზმს. აზროვნება არ არის სასიამოვნო შეგრძნებების შესახებ. ეს არის საუკეთესო შესაძლო თანხმობა ცოდნასა და შეხედულებებს შორის; აზროვნება ნიშნავს მხოლოდ მტკიცებულებებზე, და არა  ემოციურ საჭიროებებზე დაფუძნებულ შემეცნებას.  Შენიშნეთ, რომ ბოლო ორი პუნქტი გვაფიქრებინებს, რომ ყოველივე ეს გულისხმობს თავშეკავებას, ან გარკვეული სახის მენტალურ ასკეპტიზმს? და ეს ამყარებს პირველ კავშირებს სპირიტუალურ პოზიციასთან. თუმცაღა, ცენტრალური მიგნება ისაა, რომ ინტელექტუალური მთლიანობისკენ გულწრფელი სწრაფვა მორალური მთლიანობისკენ სწრაფვის მნიშვნელოვანი კერძო შემთხვევაა. მალე ამას უფრო განვავრცობთ.

ყველამ, ვისაც სურს გახდეს “მთლიანი” ეტაპობრივად ყველა იმ კონფლიქტის მოგვარებით, რომელიც მათ ქმედებებს და ღირებულებებს შორის არსებობს, უნდა მისდევდეს ამ პრინციპს შინაგანი ქმედებებითაც.  ეს მოთხოვნა განსაკუთრებით მართალია ეპისტემურ, ცოდნისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვმოქმედებთ “ეპისტემურად”, როდესაც ცოდნისკენ, ჭეშმარიტი და გამართლებული რწმენისკენ, ან ან თუნდაც ავთენტური თვით-შემეცნებისკენ მივისწრაფვით. როგორც ყველა მედიტატორმა იცის, არსებობს შინაგანი ცოდნის ერთზე მეტი ფორმა, შინაგანი ეპისტემური ქმედების ინტელექტამდე დაყვანა შეუძლებელია. ეს შესაძლოა იყოს პირველი ხიდი სპირიტუალურ პრაქტიკას და გონივრულ, რაციონალურ აზრს შორის: ორივე მოიცავს შინაგანი ქმედების ეთიკას ცოდნის მოსაპოვებლად. მეტიც, ორივე შემთხვევაში მიზანი მენტალური ავტონომიის სისტემატური გაძლიერებაა. საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ სპირიტუალური პრაქტიკა უფრო ღრმა, დახვეწილი და უკეთ განვითარებულია აზიაში, ვიდრე დასავლეთში. დასავლური კულტურები, განმანათლებლობის სულისკვეთების შესაბამისად, მზარდად ფოკუსირდებოდნენ და ინტენსიურად ავითარებდნენ ინტელექტუალური კეთილსინდისიერების იდეალს. მოდი, შევხედოთ დასავლური იდეების ისტორიის ოთხ ეტაპს, რათა უფრო მკაფიოდ დავინახოთ ეს კავშირი. 

ბრიტანელი ფილოსოფოსის, ჯონ ლოკისთვის, ცოდნისკენ სწრაფვა იყო რელიგიური ვალდებულება ღმერთის წინაშე:   “ის, ვისაც სწამს ისე, რომ რწმენის მიზეზი არ აქვს, შესაძლოა  შეყვარებული იყოს საკუთარ ფანტაზიებზე; მაგრამ იგი არც ჭეშმარიტებას ეძებს, როგორც ჰგონია და არც შემქმნელს ემორჩილება, რომელიც ისურვებდა, რომ გამოეყენებინა აზროვნების უნარი, რომელიც მან მიანიჭა, რათა შეცდომისგან დაიცვას.  თუ ღმერთი მართლა პიროვნებაა ისეთი ადამიანური მახასიათებლებით, როგორიცაა “განზრახვები”, მაშინ შეუძლებელია მას სურდეს, რომ ჩვენ უბრალოდ გვწამდეს მისი არსებობის. მას ენდომებოდა, რომ ჩვენ ვიცოდეთ მისი არსებობის შესახებ. “ ეს კარგად წარმოაჩენს იმ ფილოსოფიურ იდეას, რომ საწყის ეტაპზე, ინტელექტუალური კეთილსინდისიერება და ცოდნისკენ სწრაფვა თავად იყო რელიგიური ვალდებულება ღმერთის წინაშე.  მეორე მხრივ, ლოკისთვის ეს ასევე გულისხმობდა ცოდნის მკაფიო საზღვრების აღიარებას – და ამ საზღვრებიდან გასვლა (მაგალითად სულის უკვდავების შესახებ პასუხის გაცემას) ცდება ღმერთის მიერ  ჩვენთვის ბოძებულ ინტელექტუალურ უნარებს. ფილოსოფიური კეთილსინდისიერება გულისხმობდა ზომიერებას.  იმანუელ კანტი კეთილსინდისიერების შესახებ წერდა: “კეთილსინდისიერი საქმის” მთავარი მახასიათებელია “გონება გადატანილი სოციალურ პრაქტიკაში,” რადგან ეს ქმნის ორმხრივი ნდობის წინაპირობებს საზოგადოების წევრებს შორის და ამრიგად, საზოგადოებრივი წესრიგის საფუძველს. ვფიქრობ, იგივე შეიძლება ითქვას ჩემი შინაგანი სცენის, ჩემი შინაგანი ცხოვრების პროტაგონისტების შესახებ (რაც, როგორც ყველამ ვიცით, ხშირად წააგავს სამოქალაქო ომს, ან თუნდაც სრულად არაცივილიზებულ ბუნებით მდგომარეობას, ომს ყველას ყველას წინააღმდეგ). როგორ შეიძლება მშვიდობიანად დასრულდეს ეს ბარბაროსობა ჩემ ცნობიერში? რა არის აუცილებელი, მენტალური ცივილურობის, “შინაგანი ცივილიზაციის” მდგომარეობის მოსაღწევად? შეიძლება ითქვას, რომ  “ერთგულება საკუთარი თავის მიმართ” არის ის, რაც გონების შინაგან წესრიგს უზრუნველყოფს. 1793 წელს კანტმა ეს მოსაზღება განსაკუთრებით ლამაზად გამოთქვა თავის ნაშრომში “რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში”, თუმცა  ოდნავ განსხვავებულ კონტექსტში.  “რაც გვჭირდება” წერდა ის, “არის გულწრფელი განზრახვა, რომ იყო პატიოსანი საკუთრ თავთან.  სურვილის ეს “გულწრფელობა” ან “სიწმინდე ” ცენტრალური მნიშვნელობის მიგნებაა, რომელიც აგებს მეორე ხიდს სულიერებასთან: ამ მომენტისთვის შენ, სულ მცირე, უნდა იგრძნო, რომ რაციონალიზმის მკაცრ და ძველმოდურ ფორმას ბევრი საერთო აქვს სპირიტუალობასთან. 

კანტი იმასაც გვეუბნება, რომ ინტელექტუალური კეთილსინდისიერების ეს ფორმა არის მორალის შინაგანი ბირთვი. ის არის ეთიკური მთლიანობისკენ სწრაფვის არსი. მან ეს აზრი ასე გამოხატა 1793 წელს: ეს არის “მორალური სიკეთის იდეა მისი აბსოლუტური სიწმინდით”.  მორალის მეტაფიზიკაში (1797), მან ეს მკაფიოდ და ზუსტად გამოხატა: “…ადამიანის ვალდებულება საკუთარი თავის, როგორც მორალური არსების წინაშე…არის…კეთილსინდისიერება.”  კანტს ასევე შეუძლია ახსნას, თუ რა რა ინტელექტუალური არაკეთილსინდისიერება, როგორც “შინაგანი ტყუილი”. კანტისთვის არაკეთილსინდისიერება conscientiousness-ის ნაკლებობაა. ეთიკური თვალსაზრისით შინაგან ქმედებებში conscientiousness- ის ნაკლებობა კი სხვა არაფერია, თუ არა არაცნობიერების მდგომარეობა, ცნობიერების ნაკლებობა – კიდევ ერთი საინტერესო კავშირი არა მხოლდო სპირიტუალურ პოზიციასთან, არამედ “ცნობიერების” კონცეფციის ისტორიასთან დასავლურ ტრადიციაში

ფრიდრიხ ნიცშესთვის ინტელექტუალური კეთილსინდისიერება იყო “სინდისი სინდისის მიღმა”. 1883 წელს ზარატუსტრაში ის წერს:”სადაც ჩემი კეთილსინდისიერება წყვეტს არსებობს, მეც ბრმა ვარ და მსურს ბრმა ვიყო. მაგრამ სადაც მსურს, რომ ვიცოდე, ასევე მსურს ვიყო კეთილსინდისიერი, სახელდობრ  შხამიანი, ზუსტი, ძლიერი, სასტიკი და შეუდრეკელი.” ნიცშე ერთ-ერთი  პირველი ფილოსოფოსი იყო იყო, რომელიც ინტელექტუალურ კეთილსინდისიერებაას განიხილავდა, როგორც “გონების სინდისს” და კოგნიტური ქმედებების ეთიკას. საინტერესოა კიდევ ერთხელ იმის აღნიშვნა, რომ ეს საჭიროებს გარკვეული სახის ასკეტიზმს, თავის დანებებას, უარის თქმას.  ნიცშესთვის, ინტელექტუალური კეთილსინდისიერება გრეკო-ქრისტიანული იდეების ისტორიიის “კულმინაცია და “საბოლოოს სიქველეა”, ვინაიდან მას მივყავართ ჭესმარიტების რელიგიურ-მორალური ინტერპრეტაციის თვით-განადგურებამდე. ზუსტად რას ნიშნავს ეს? თავისი უმაღლესი ფორმით, ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა აძლევს საშუალებას მავანს აღიაროს, რომ არ არსებობს ღმერთის არსებობის არავითარი ემპირიული მტკიცებულებები, და ფილოსოფიის ისტორიის ოთხი ათასი წლიან ისტორიაში არ გაჟღერებულა ღმერთის არსებობის დამაჯერებელი არგუმენტი. ეს გვაძლევს საშუალებას უარი ვთქვათ ემოციური უსაფრთხოების და სასიამოვნო გრძნობების ძიებაზე, რომელიც ჩვენ გონებაში და ტვინებში ევოლუციის განმავლობაში ჩამოყალიბდა და ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვართ რადიკალურად მოკვდავი არსებები, რომლებსაც განუვითარდა საკუთარი თავების მოტყუების რადიკალური ტენდენცია.   გულწრფელობა საკუთარ თავთან გვაძლევს საშუალებას აღმოვაჩინოთ სასრულობის სისტემატური, დელუზიური უარყოფა, რომელიც გამოხატულია ჩვენ ცნობიერ მე-მოდელში. ამ საკითხს მოგვიანებით კიდევ განვავრცობ. 

ფილოსოფიური დებატები ანგლო-საქსონურ კულტურაში გაცილებით უფრო სიღრმისეული, ანალიტიკურად მკაფიო და არსებითი იყო. მოდი შევხედოთ მეოთხე მაგალითს “ინტელექტუალური კეთილსინდისიერების” კონცეფციის ისტორიიდან. დღეისდღეობით ამ საკითხზე  მიმდინარეობს ტექნიკური დებატები სახელწოდებით “რწმენის ეთიკა”, რაც უკვე ამჟღავნებს საკითხის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს: როდისაა დასაშვები, ეთიკური და მორალური პერსპექტივიდან, გჯეროდეს რაღაც კონკრეტულის, აღიარო გარკვეული რწმენა, “როგორც საკუთარი?” 

ბრიტანელი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი უილიამ კინგდონ კლიფორდი იყო ერთ-ერთი პირველი მოაზროვნე, ვინც ეს კითხვა დასვა  და შემდეგ დისკუსიის დამფუძნებელ მამად იქცა. მისი ორი მთავარი პრინციპია: 

  • ყოველთვის, ყველგან და ყველასთვის მცდარია, გჯეროდეს რაღაცის არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. 
  •  ნებისმიერ დროს და ადგილას, ყველა ადამიანისთვის, არასწორია უგულებელყოს და უარყოს შესაბამისი მტკიცებულებები. 

აკადემიურ ფილოსოფიაში ამ პოზიციას “ევიდენსიალიზმი” ეწოდება. რაც ნიშნავს, გჯეროდეს მხოლოდ იმ რაღაცების, რისთვისაც არგუმენტები და მტკიცებულებები არსებობს. მისი ფილოსოფიური ანტონიმი არის რაღაც, რასაც ყველა ვიცნობთ, კერძოდ დოგმატიზმი და ფიდეიზმი.  დოგმატიზმი არის თეზისი, რომ “ლეგიტიმურია ინარჩუნებდე რწმენას მხოლოდ იმიტომ, რომ ის უკვე გაქვს”, ხოლო ფიდეიზმი არის თეზისი, რომ სრულიად ლეგიტიმურია გქონდეს რწმენა, როცა  არც საკმარისი მიზეზები  და მტკიცებულებები გაქვს და მეტიც, იმ შემთხვევაშიც თუ არსებობს დამაჯერებელი კონტრარგუმენტები. ფიდეიზმი არის წმინდა რწმენის პოზიცია. ფიდეისტისთვის, ლეგიტიმურია გქონდეს რწმენები, რომლებსაც აკლია არა მხოლოდ პოზიტიური არგუმენტები და მტკიცებულებები მის სასარგებლოდ, არამედ  სწამდეს მტკიცე კონტრარგუმენტების და ემპირიული მტკიცებულებების მიუხედავადაც კი.  საინტერესოა, რომ ფიდეიზმი შეიძლება აღვწეროთ, როგორც უარი გქონდეს  გარკვეული სახის ეთიკური პოზიცია შინაგან ქმედებებზე. ის გულისხმობს შინაგანი კეთილსინდისიერების ნაკლებობას და ეს არის ორგანიზებული რელიგიის კლასიკური საყრდენი განსხვავებით სულიერებისგან.  თუ ამ ორ ეპისტემოლოგიას წმინდად ფსიქოლიგიური პერსპექტივიდან გავაანალიზებთ, შეიძლება ითქვას, რომ ფიდეიზმი საკუთარი თავის მიზანმიმართულად მოტყუებას გულისხმობს, სისტემატურ სასურველ-აზროვნებას (wishful thinking) ან პარანოიას. ასეთი რწმენის ეთიკის ფსიქოლოგიური მიზანი არის გარკვეული სახის ფსიქიკური ჯანმრთელობა. ასეთი ტიპის ფსიქიკურ ჯანმრთელობას “ინტელექტუალურ მთლიანობას” ვუწოდებ.  თუ საკუთარ თავს დართავ ნებას, რომ გქონდეს რწმენები მტკიცებულებების და პოზიტიური და თეორიული პრაქტიკული მტკიცებულებების გარეშე, შენ უკვე დანებებული ხარ შინაგანი ქმედების ეთიკის მთელ იდეაზე. ამით შენ უარყოფ ინტელექტუალური კეთილსინდისიერების მთელ პროექტს, და ინდივიდუალურ დონეზე, შენ უარყოფ არა მხოლოდ რაციონალურობას, არამედ მორალსაც.  ეს არა მხოლოდ ცვლის შენ შეხედულებებს და რწმენებს, არამედ განაპირობებს შენი, როგორც პიროვნების ეთიკური მთლიანობის დარღვევას. და ეს არის რაც ვიგულისხმე ესეის დასაწყისში, რომ ინტელექტუალური კეთილსინდისიერება არის რაღაც, რაც თეოლოგებს და ორგანიზებული რელიგიის წარმომადგენლებს შეუძლებელია, რომ ჰქონდეთ. ეს წინადადება შესაძლოა ჟღერდეს, როგორც იაფფასიანი და მიზანმიმართული პროვოკაცია პროვოკაციისთვის. მაგრამ სინამდვილეში ეს მარტივი, მკაფიო და ობიექტური დებულებაა “საკუთარი თავის პატივისცემის პრინციპი”-ს შესახებ, თუ როგორ არ დავკარგოთ ღირსება და მენტალური ავტონომია. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს დებულება შეეხება არა მხოლოდ ტრადიციულ ეკლესიებს, არამედ “ალტერნატიული სპირიტუალური კულტურის” დიდ ნაწილსაც. არაერთმა მოძრაობამ, რომელიც გასული ათწლეულების განმავლობაში  გავრცელდა ევროპაში და აშშ-ში დაკარგა პროგრესული იმპულსი და ხასიათდება ინტელექტუალური არაკეთილსინდისიერების მრავალი ფორმით. ნებისმიერი, ვინც სერიოზულად დაინტერესებულია სეკულარიზებული სპირიტუალობის შესაძლებლობით, უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი ემპირიული მონაცემები და შესაძლო კონტრარგუმენტები. 1977 წელს, ფილოსოფოსმა უილიამ კლიფორდმა ასეთ ადამიანების ცხოვრება, ვინც მაგალითად მიზანმიმართულად არ წაიკითხავს წიგნებს და არ გაიცნობს ადამიანებს, ვინც კითხვებს სვამს და ეჭვქვეშ აყენებს მათ წინასწარ შეხედულებებს,  შეადარა “იმ კაცის სიცოცხლეს, ვისი ცხოვრებაც ერთი დიდი ცოდვაა კაცობრიობის წინააღმდეგ,”.

სამი კონკრეტული მაგალითი:

ღმერთი, სიკვდილი სიცოცხლის შემდეგ და გასხივოსნება

არსებობს თუ არა ღმერთი? 

იმისთვის, რომ მკაფიოდ დავინახოთ კავშირი სულიერებასა და ინტელექტუალურ კეთილსინდისიერებას შორის უფრო კონკრეტულები უნდა გავხდეთ. განვიხილოთ სამი მაგალითი, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს არ მოატყუო საკუთარი თავი  XXI საუკუნის დასაწყისში. დავიწყოთ ღმერთის არსებობის განხილვით. დასავლური ფილოსოფიის 2500 წლიან ისტორიაში არ არსებობს ღმერთის არსებობის არცერთი დამაჯერებელი არგუმენტი. ღმერთის არსებობის დამამტკიცებელი ყველა არგუმენტი ჩაფლავდა. აგნოსტიციზმზე მიკედლება – რაც ბევრმა გააკეთა – და იმის თქმა, რომ “მე უბრალოდ არ ვიცი არაფერი ამის შესახებ, მსჯელობისგან თავს ვიკავებ” ისეთი მარტივი გამოსავალიც არაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს. ეს პოზიცია პრობლემატურია, რადგან მტკიცებულებების მთელი წნეხი მოდის თეისტებზე, მათზე ვისაც პოზიტიური დებულება სათანადო მტკიცებულებების და და რაციონალური არგუმენტების გარეშე შემოაქვთ. 

თუ, მაგალითად, ჩვენი საუკეთესო თეორიები და ხელმისაწვდომი მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ სააღდგომო ბოცვერი (eastern bunny) არ არსებობს, არ იქნება ინტელექტუალურად კეთილსინდისიერი იმის თქმა, რომ “მე ვარ სააღმდგომო ბოცვერის აგნოსტიკი, ამას ღია კითხვად მივიჩნევ!” ესაა კლასიკური შეცდომა argumentam ad ignorantiam-ის კონტექსტში. უცოდინრობის არგუმენტის ლოგიკური შეცდომა მდგომარეობას იმ დაშვებაში, რომ რაღაც, რაც არ დამტკიცებულა, რომ მცდარია ავტომატურად ჭეშმარიტად უნდა ჩავთვალოთ.  ჩვენ მაგალითს რომ მივუბრუნდეთ, კლასიკური შეცდომა აზროვნებაში იქნებოდა შემდეგი:”მანამ სანამ სააღდგომო ბოცვრის არარსებობის დამტკიცება არ მოხდება, უნდა ვაღიაროთ ის, როგორც მიღებული ფაქტი!” ჩვენ ყველა ვართ მიდრეკილები ამ ცთომილებისკენ ფსიქოლოგიური მიზეზების გამო, რადგან ის გვაძლევს საშუალებას დავეთანხმოთ კულტურულ ტრადიციას, რომელსაც უცოდინრობისგან დასკვნების გამოტანის ფარული მოტი გასდევს, თუმცაღა სინამდვილეში არაფერი საინტერესო არ გამომდინარეობს იქედან, რომ ვიღაცამ რაღაც არ იცის. 

რაციონალური არგუმენტაციის პერსპექტივიდან, აგნოსტიციზმი შესაძლოა საერთოდ არ აღმოჩნდეს სასურველი ვარიანტი, რადგან მტკიცებულებების წნეხი უთანასწოროდაა განაწილებული და არ არსებობს  ღმერთის არსებობის დამაჯერებელი, პოზიტიური არგუმენტი.თუმცა,  არსებობს ბევრი სხვადასხვა სახის აგნოსტიციზმი. ორი მათგანი შესაძლოა საინტერესო იყოს ზემოთ განხილული სპირიტუალური პოზიციისთვის. პირველია წმინდად  თეორიული მიგნება, რომ ყველა კითხვა, რომელიც ღმერთის არსებობას ან არ-არსებობას შეეხება უშინაარსოა მანამ, სანამ არ არსებობს ღმერთის ცნების ერთი თანმიმდევრული განმარტება – ეს ასევე შეეხება მათაც ვინც საკუთარ თავს ათეისტს უწოდებს და ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი პასუხი აქვს კითხვაზე. არსებობს  კი ღმერთის შინაგანად თანმიმდევრული და არა-წინააღმდეგობრივი კონცეფცია? პირველი ტიპის აგნოსტიკი გეტყოდათ  “ მე არც კი ვიცი რას გულისხმობს ღმერთის კონცეფციაში და არ შემიძლია რაიმე მტკიცების გაკეთება მისი არსებობის ან არ-არსებობის შესახებ. ინტელექტუალურად არაკეთილსინდისიერი იქნება ასეთი ტიპის დისკუსიაში მონაწილეობაც კი.” ხოლო მეორე ტიპის აგნოსტიკს შეუძლია უბრალოდ მიუთითოს, რომ კითხვები ღმერთის არსებობის და არარსებობის შესახებ უინტერესოა და ამ აზრით, უმნიშვნელოა, რადგან არ თამაშობს როლს სპირიტუალურ პრაქტიკაში. ბოლობოლო, პრაქტიკა  შეეხება არა სწორი თეორიის ძიებას, არამედ ემოციური უსაფრთხოების  და განსაზღვრულობის მუდივად ძიების დასრულებას, შინაგანი სტრუქტურის სიღრმისეული გაგებით. 

კონცეპტუალურ დონეზე, არ არსებობს ღმერთის არსებობის დამაჯერებელი არგუმენტი. ასევე საკმაოდ მარტივია აზროვნების ცთომილებებსა და უადგილო დისკუსიებში დაიკარგო.  თუმცა, რას ვიტყვით ემპირიულ მტკიცებულებებზე? ემპირიულად, და ეს საკმაოდ ტრივიალური მტკიცებაა, ღმერთის არსებობს მტკიცებულებები არ არსებობს. ცხადია, მისტიკური გამოცდილებები ან ცნობიერის შეცვლილი მდგომარეობი  ვერ ჩაითვლება ემპირიულ მტკიცებულებად ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. თუმცა, დღეისდღეობით არსებობს რელიგიური რწმენის ევოლუციის შესახებ მზარდი ოდენობით დამაჯერებელი თეორიები.   ევოლუციური ფსიქოლოგია გვაწვდის მეტაფიზიკური რწმენათა სისტემების განვითარების პირველ მოდელებს და მეცნიერება იკვლევს, როგორ წარმოიშვა რელიგიურობის ფენომენი.  ეს კვლევითი პროგრამები მხოლოდ ნაწილია იმ მოძრაობების, რომლებიც შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც რელიგიის “ნატურალიზების” მცდელობები და ისინი წარმოადგენენ კაცობრიობის ხატის გარდაქმნის მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელზეც დასაწყისში ვსაუბრობდი. 

ამ შეხედულების თანახმას, რომელიც ეტაპობრივად წარმოიშვა თანამედროვე კვლევებიდან, რწმენას კავსირი აქვს ევოლუციასთან და ის წარმოადგენს საკუთარი თავის მოტყუების სასარგებლო ფორმას. ცნობიერების წარმოშობამ მოიტანა არა მხოლოდ აღქმის, აზროვნების და ფიქრის უფრო და უფრო გაუმჯობესებული ფორმები, არამედ ასევე წარმოშვა ყალბი, მაგრამ სასარგებლო რწმენები, პოზიტიური ილუზიები და მთელი ბოდვითი სისტემები, რომლებიც გადარჩნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ზრდიდნენ ინვიდის რეპროდუქციული წარმატებას და ამრიგად აძლევდნენ საშუალებას გადაეცათ თავიანთი გენები უფრო წარმატებულად.  ყველა მშობელი აღიქვამს თავის ბავშვს როგორც საშუალოზე მაღალი გარეგნობის და ინტელექტის მქონეს. ისინი ამაყობენ თავიანთი შვილებით და ამტკიცებენ, რომ მშობლად ყოფნამ გაზარდა მათი ცხოვრების ხარისხი და ზოგადი კმაყოფილება. ამის საპირისპიროდ, ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ მშობლებს უფრო დაბალი ემოციური ცხოვრების ხარისხი აქვს, ვიდრე მათ ვისაც არ ჰყავთ შვილები, რომ მშობლები განიცდიან პოზიტიურ გრძნობებს უფრო იშვიათად და უარყოფით ემოციებს და დეპრესიის პერიოდებს უფრო ხშირად და მათ კმაყოფილება ქორწინებით და პარტნიორით უფრო დაბალია. ზოგადად, ადამიანების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ უფრო მეტი პოზიტიური და ნაკლები ნეგატიური გამოცდილება ჰქონია, ვიდრე სინამდვილეში ჰქონიათ. საკუთარი თავის მოტყუების უნარი გვაძლევს საშუალებას დავივიწყოთ წარსულის მარცხები, გავიზარდოთ მოტივაცია და თავდაჯერებულება. შეხედულება, რომლის თანახმადაც ბუნებრივი გადარჩევა საკუთარი თავის ზუსტ სახე-ხატებს ანიჭებდა უპირატესობას მოძველებულია. ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ბევრ შემთხვევაში, ევოლუციამ წარმოშვა რეალობის სისტემატური მისრეპრეზენტაციები. 

პოზიტიურ ილუზიებს, რეპრესიის და დელუზიის მოდელებს  აქვთ არა მხოლოდ დამცავი ფუნქცია, რომელიც აძლიერებს ადამიანის შინაგანი მოდელის მთლიანობას და იცავს გარკვეული უარყოფითი ინფორმაციისგან. არამედ, ისინი ასევე წარმოადგენენ კონტროლის ეფექტურ სტრატეგიას, თუ რა სახის ინფორმაციაა უნდა იყოს ხელმისაწვდომი სხვა ადამიანებისთვის, რათა უფრო ეფექტურად მოვატყუოთ — მაგალითად, სხვების იმაში დარწმუნებით, რომ არსებობს უფრო ეთიკური, ძლიერი, ინტელექტუალური, მიმზიდველი რეალობა. თვით-მოტყუების მიზანია არა მხოლოდ თავდაცვა, არამედ ასევე აგრესია, როცა სოციალური სტატუსის გაუმჯობესებას ვცდილობთ

თვით-მოტყუების ზოგიერთი ფორმა მართლაც ეფექტიანია ჯგუფებში. ხელს უწყობს შიდა იერარქიების და ექსპლოატაცის არსებული ფორმების სტაბილიზაციას, ისინი ზრდიან დიდი ჯგუფების შინაგან ერთიანობას (მაგალითად, როცა სხვა კლანებს, ხალხებს ან რელიგიურ საზოგადოებებს უპირისპირდებიან). ყველა ეს ფუნქცია  შეთავსებულია რელიგიის მიერაა. ამ მომენტისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვიკითხოთ, შესაძლებელია თუ არა სეკულარიზებული სპირიტუალობა:  განსაზღვრულობის სუბიექტური გამოცდილება არაა იგივე, რაც ნამდვილი განსაზღვრულობა. თანამედროვე კვლევები გვაწვდის ურიცხვ მტკიცებულებებს, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ნებისმიერ დროს, ჩვენ შეიძლება შეუმჩნევლად მოვტყუვდეთ ჩვენივე ცნობიერების შინაარსის მიერ.  ინტუიციებს ხანგრძლივი ბიოლოგიური ისტორია აქვთ.  ის ვინც საკუთარი თავის შეცნობის პროექტს სერიოზულად უყურებს უნდა გაითვალისწინოს შესაძლებლობა, რომ ინტუიციური განსაზღვრულობები შესაძლოა სისტემატურად შეცდომაში შემყვანი იყოს და “პირდაპირ დაკვირვებას ცნობიერებაზე” ყოველთვის შეუძლია ინტროსპექციული ილუზიების გამოწვევა. 

ჩვენი სახეობის ახალი, მაგრამ ფუნდამენტური პრობლემა არის ჩვენი ცნობიერად განცდილი მოკვდავობა. ეგრედ წოდებული ტერორის მართვის თეორია ამბობს, რომ საკუთარი მოკვდავობის გაცნობიერების პროცესი წარმოშობს კონფლიქტს თვითგადარჩენის ინსტინქტსა და პოტენციურად ტერორის და დამბლის გამომწვევი მოკვდავობის ეგზისტენციალურ შიშს შორის. ჩვენ ვცდილობთ გადავლახოთ ეს შიში იდეოლოგიაში უსაფრთხოების და სტაბილურობის ძიებით, ჩვენ მას ერთგვარ “შფოთვის ბუფერად” ვიყენებთ. სტაბილური იდეოლოგიური ჩარჩო ემოციურ დონეზე თვით-შეფასების სტაბილიზაციის საშუალებასაც გვაძლევს, მაგალითად, რელიგიური რწმენების, გარკვეული ფასეულობების მიმართ საზიარო ერთგულების და რიტუალების მეშვეობით, რომელიც დაფუძნებულია მეტნაკლებად  მკაცრ წესებზეა დაფუძნებულ და გაზიარებულია მორწმუნეებს შორის. ემპირიული კვლევები აჩვენებს: რაც უფრო ნაკლებად შეუძლია ცდისპირს საკუთარი მოკვდავობის შესახებ ინფორმაციის რეპრესია, მით უფრო ძლიერად ვაიგივებთ საკუთარ თავს ჩვენ არჩეულ იდეოლოგიურ სისტემასთან

ამ კონტექსტში, მსურს შემოვიტანო “ადაპტაციური დელუზიური სისტემის” კონცეფცია. ეს ისევ შეიძლება ჟღერდეს, როგორც მიზანიმართულად პროვოკაციული, მაგრამ მე ამ პოლემიკით დაინტერესებული არ ვარ, არამედ მსურს მკაფიოდ გამოვთქვა ფაქტობრივად მნიშვნელოვანი მიგნებები. ფსიქიატრიაში “დელუზია” არის აშკარად მცდარი შეხედულება, რომელსაც თან ახლავს დარწმუნებლობის ძლიერი სუბიექტური შეგრძნება, რომლის კორექტირებაც ვერ ხერხდება რაციონალურ არგუმენტებთან და ემპირიულ მტკიცებულებებთან შეპირისპირებით. დელუზიების სისტემა არის ურთიერთდაკავშირებული რწმენათა მთელი ქსელი, რომელსაც შეიძლება იზიარებდეს ერთდროულად ბევრი ადამიანი. ფსიქიატრიაში, დელუზია არის რაღაც, რაც ამცირებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და ჩვეულებრივ, გამოწვეულია ფსიქოლოგიური დეფორმაციით – რელიგიაში, ამ კავშირის მავნე ეფექტები ტრადიციულად უარყოფილია (დიპლომატიურად იგნორირებული). მაგრამ ახლო დათვალიერებით, ეს უარყოფაც, რა თქმა უნდა, არასწორია. მთავარი იდეაც ესაა: ინტელექტუალური კეთილსინდისიერების შემცირებას მივყავართ ავტონომიის და ინტელექტუალური დრეკადობის დაკარგვამდე. ისტორიულად, ამას განმეორებით მივყავართ პოლიტიკურ და სამხედრო კატასტროფებამდე, დიქტატუურებამდე და ომებამდე. მართალია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ასეთი რწმენათა სისტემები ეფექტიანია ინდივიდების ტანჯვის სუბიექტური განცდის შესამცირებლად. ისინი წარმოადგენენ კომფორტის წყაროს და გვაძლევენ ინტენსიურ კომუნალურ გამოცდილებებს და უსაფრთხოების შეგრძნებას  საფრთხეებით სავსე სმაყაროში.  გარკვეული აზრით, ისინი ეგზისტენციალური პალიატიური მკურნალობისთვის გამოყენებულ მეტაფიზიკურ პლაცებოს წარმოადგენენ.  კაცობრიობისთვის, როგორც მთელისთვის კი ეს სტრატეგია ობიექტურად არამდგრადია: თვითშეფასების ადგილობრივი, მოკლევადიანი სტაბილიზაცია კვლავ და კვლავ,  გლობალურ დონეზე ტანჯვის უსაზღვრო რაოდენობის საფუძველი ხდება.

რატომ ვსაუბრობ “ადაპტაციურ” დელუზიურ სისტემებზე? დელუზიური სისტემისთვის “ადაპტაციურის” წოდება ნიშნავს, რომ ისინი ეტაპობრივად განვითარდნენ და გარკვეულ პოზიტიურ ფუნქციებს ასრულებენ. ადაპტაციური დელუზიური სისტემები არის მცდელობა, ვადაპტირდეთ მოულოდნელ ცვლილებასთან, შიგნიდან და გარედან მომავალ ახალ საფრთხეებთან. ასეთი საფრთხე შეიძლება იყოს, მაგალითად, საკუთარი მოკვდავობის მყისიერი, მოულოდნელი და ცნობიერი განცდა. ისტორიულად, რელიგია წარმოიშვა დასაფლავების რიტუალებში, სამარხავ ობიექტებში, წინაპრების კულტებში, რაც არის, მოკვდავობის უარყოფის სისტემატური ფორმა – გამკლავების მექანიზმი ჩვენ საკუთარ სასრულობასთან მიმართებაში. ადაპტაციურ დელუზიურ სისტემაზე საუბრით, ადამიანი ასევე არაპირდაპირ საუბრობს მენტალურ ჯანმრთელობაზე და ავადმყოფობაზე. რელიგია სოციოკულტურულ დონეზე წარმოშობს მენტალური დაავადებების წარმატებულ ფორმებს. 

ეს საინტერესოა ვინაიდან პირდაპირ კავშირშია მთლიანობისკენ სწრაფვასთან: შესაძლოა ჩვენ მეტწილად არაცნობიერი მექანიზმებისგან შევდგებით, შინაგანი პროცესებისგან, რომლებიც რყვნის “მე”-ს, იმ აზრით რაც კრიშნამურტის ზემოთ მოყვანილ გამონათქვამშია განხილული. ისინი დაბადებიდან გვრყვნიან იმის მეშვეობით, რასაც კანტი “შინაგან ტყუილს” უწოდებდა. ახალი კვლევები უმეტესობა ამ მიმართულებისკენ მიგვითითებს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ პირველი, ჩვენ არ ვართ ეთიკურად პასუხისმგებლები ამ ფაქტზე, რადგან ეს პროცესები პროგრამირებულია ჩვენი ტვინების ფუნქციურ არქიტექტურაში და ამრიგად ჩვენ გონებებში ევოლუციის მიერ, ქვემოდან ზემოთ, ბრმა პროცესის მეშვეობით, რომელსაც არც მიმართულება აქვს და არც მიზნები და შედეგად რომელსაც ვერასდროს შევცვლით. შედეგად, მორალური თვალსაზსრისით  ჩვენი ბრალი არაა. ევოლუციურ ფსიქოლოგიაში არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა “პირველქმნილი ცოდვა”. მეორე, როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ ამ ფაქტებს, ეს მიგნებები გვაკისრებს პირდაპირ ეთიკურ პასუხისმგებლობას, რომ გავიგოთ საკუთარი თავის მოტყუების სხვადასხვა მექანიზმები იმდენად ზუსტად, რამდენადაც შეგვიძლია გამოკვლევის და ეპისტემური ქმედების ყველა ხელმისაწვდომი მეთოდით.  ამით, ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ საკუთარი თავის მოტყუების ყველა ფორმა წმინდად ბიოლოგიური ქვემოდან ზემოთ პროცესი არაა:  სოციალურ და კულტურულ დინამიკას – რომელზეც ჩვენ, როგორც ინვიდებს საზიარო პასუხისმგებლობა გვაკისრია -ასევე შეუძლია ადამიანის გონების დამონება ზემოდან ქვემოთ, მაგალითად განსხვავებული მსოფლმხედველობებით ან იდეოლოგიებით.  მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ არსებობს უფრო დახვეწილი საფრთხე, რომ ინტელექტუალური კთილსინდისიერების მიზანი არ გადაიზარდოს იდეოლოგიში ან ახალ რელიგიაში. ისინი, ვინც ერთგულები არიან თვით-შემეცნების ფილოსოფიური იდეალის,  ეცდებიან პირისპირ შეხედონ მექანიზმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის მათ შინაგან მთლიანობა და ამის გაკეთება განმეორებით მოუწევთ ახლიდან, კვლავ და კვლავ. ეს შეიძლება მოხდეს შიგნიდანაც და გარედანაც. 

არსებობს თუ არა სიკვდილი სიცოცხლის შემდეგ? 

რას ვიტყვით სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე? შესაძლებელია თუ არა, რომ გონება და სხეული იყოს ორი ონტოლოგიურად ავტონომიური ერთეული, რომლებსაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობა შეუძლიათ? რელიგიის ევოლუციის მეცნიერება არ არის პირდაპირ კავშირში ღმერთის არსებობის საკითხთან, რადგან ეს ყველაფერი შესაძლოა აღმოჩნდეს სიმართლე, მაგრამ ღმერთი შეიძლება მაინც არსებობდეს: ფუნდამენტური მეტაფიზიკური კითხვა ამ თეორიებთან კავშირში არაა. თუმცა, ანალოგიური კითხვაა, ამჟამინდელი კონტექსტის გათვალისწინებით, არსებობს თუ არა ტვინის და ცნობიერების სწორი კონცეპტუალური ინტერპრეტაცია, რომელიც სამეცნიერო მონაცემებზეა დაფუძნებული?  თანამედროვე ნეირობიოლოგიური კვლევების რეზულტატების გათვალისწინებით, რა არის უფრო გონივრული და უფრო ინტელექტუალურად კეთილსინდისიერი მოდელი გონებისა და სხეულის ურთიერთმიმართების? რა არის ყველა მონაცემის საუკეთესო კონცეპტუალური ინტერპრეტაცია? თანამედროვე გონების ფილოსოფიაში უკვე დიდი ხანია, რაც სუბსტანციური დუალიზმს უკიდურესად მცირე მხარდამჭერი ჰყავს. უფრო ახალ დებატებში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განვითარდა გონების და სხეულის მიმართების ცხრა განსხვავებული მოდელი, მაგრამ არცერთი მათგანი არ უშვებს ისეთ რამეს, როგორიცაა სიკვდილის შემდეგ გადარჩენა. თანამედროვე გონების ფილოსოფიაში, ანტი-რედუქციონისტებიც კი, ანტი-ნატურალისტები და თვისებრივი დუალისტები იშვიათად ამტკიცებენ სიკვდილისგან შემდეგ პიროვნულად გადარჩენის შესაძლებლობის რეალურობას.. 

რა მდგომარეობაა თანამედროვე ცნობიერების ნეირომეცნიერებაში? დღეისდღეობით, ძალიან მცირე ოდენობით  ცნობიერების თანამედროვე ემპირიულ კვლევაში  ჩართულ მკვლევარს სჯერა სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ. ადამიანებში, ფუნქციური ტვინი აუცილებელი პირობაა ცნობიერების წარმოსაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტური შინაგანი პერსპექტივის სრული კონცეპტუალური რედუცირება ამ ეტაპზე შეუძლებელია,  აშკარაა, რომ ჩვენი ცნობიერი გამოცდილების შიგთავსი  ტვინის მიერ ქვემოდან ზემოთაა განსაზღვრული. ერთ-ერთი სერიოზული თანამედროვე კვლევითი პროგრამა ეძებს “ცნობიერების ნეირონულ კორელატებს”, რაც ნიშნავს ყველაზე მცირე ტვინის თვისებათა წყებას, რომელიც საკმარისი იქნებოდა სუბიექტური გამოცდილების წარმოსაქმნელად. მეცნიერება ცდილობს ამ თვისებების იზოლირებას იმდენად ზუსტად, რამდენადაც შესაძლებელია და გარკვეულ პროგესსაც მიაღწია. ამ სფეროში, თითქმის არავის სჯერა, რომ სენსორული აღქმა, მეხსიერება, აზროვნება ან ყურადღება განაგრძობს არსებობას მათი ნეირონული კორელატების გარეშე, სიკვდილის შემდეგ. ადამიანებში განვითარებულ მედიტაციურ მდგომარეობებსაც უნდა ჰქონდეთ აუცილებელი ნეირონული კორელატებიც, რომლის გარეშეც ის ვერ იარსებებდა.  სპირიტუალურ პრაქტიკაში კულტივირებული ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები, მარტივად რომ ვთქვათ, იდენტურია ჩვენ თავებში მიმდინარე ფიზიკური მდგომარეობების. ვინაიდან ჩემი ტვინი არის სხეულის ნაწილი, მედიტაციური გამოცდილების ობიექტებიც კი – მეხსიერების ეპიზოდები, მომავლისკენ მიმართული ფნატაზიები, სპონტანური აზრები და გრძნობები – საბოლო ანგარიშით სხეულის პროცესებია, მიუხედავად იმისა, რომ ნორმაში სუბიექტურად ასე არ განიცდება. 

რას ნიშნავს ეს ყველაფერი ინტელექტუალური კეთილნსინდისიერების და სეკულარიზებული სულიერების საკითხისთვის? პირველ რიგში, არავინაა ვალდებული სჯეროდეს, რომ ყველა ეს ჰიპოთეზა და თეორია ჭეშმარიტია. ყველა ეს თეორია შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს, თითქმის ყველა თეორია, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში არსებულა დღეს გამცდარებულია. მაინც, ეს არ გვაძლევს უფლებას მივეკედლოთ argumentum ad ignorantiam-ს იმის მტკიცებით, რომ :”არავის დამაჯერებლად არ დაუმტკიცდებია, რომ ისეთი რამ, როგორიცაა უკვდავი სული არ არსებობს, შესაბამისად დიდი ალბათობით არსებობს!” ინტელექტუალური კეთილსინდისიერება უფრო მარტივს რაღაცას გულისხმობს: იყო კეთილსინდისიერი საკუთარ თავთან და უბრალოდ ვაღიაროთ ფაქტი, რომ ამ მომენტში, ეს არის მეცნიერების და ფილოსოფიის status quo. თუ გვსურს რაციონალურად და “შინაგანი კეთილსინდისიერებით” ვიმოქმედოთ, ჩვენ არაფერი გვაქვს ამჟამინდელი მომენტის, ახლა-ს გარდა და ეს მოიცავს ცნობიერების ემპირიული კვლევის ამჟამინდელ სტატუსს და მეცნიერების “ახლას”. თუმცა, ამ მომენტისთვის, ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ მეორე დასკვნაც სეკულარიზებული სპირიტუალობის იდეასთან დაკავშირებით. ამას კავშირი აქვს ხსნის ან განთავისუფლების იდეალთან, რომელიც თავიდან განვიხილე: ამ მომენტში, როგორც ჩანს განთავისუფლება მიწიერი განთავისუფლებაა. ეს ნიშნავს, რომ სულიერება არ არის საიქიოს ან საიქიოში შესაძლო ჯილდოს შესახებ, არამედ აწმყოში განცდილი მომენტის, “ახლა”-ს შესახებ. 

გასხივოსნება

რას ვიტყვით გასხივოსნების იდეაზე? ბევრისთვის, ვინც სპირიტუალურ პრაქტიკაშია ჩართული ეს საბოლოო მიზანივითაა, ყველაზე ღრმა მიგნება, ყველა ტანჯვის დასასრული. და რა თქმა უნდა, არსებობს ასეულობით მონაცემი ბევრი კულტურაში ასეთი “გასხივოსნების” გამოცდილებებზე. მაგრამ, ახლო დაკვირვებისას, ეს მოხსენებები მხოლოდ ემსგავსება გარკვეული მახასიათებლებით, მაგრამ არა ყველაფრით ერთად: გამოცდილებები, რასაც ქრისტიანი მისტიკოსები აღწერენ თავისთავად ძალიან განსხვავებულია ქრისტიანული ტრადიციისგან, მაგრამ ასევე არაფრით ჰგავს თავისი აღწერებით იოგების ან იაპონელი ძენ ბერების გამოცდილებას. ფილოსოფიური პერსპექტივიდან არ არსებობს კარგი არგუმენტები იმის საჩვენებლად, რომ არსებობს გასხივოსნების ცნობიერი მდგომარეობის ერთი, კარგად განსაზღვრული, კულტურულად ინვარიანტული თეორია. ბუდისტური ფილოსოფიიის არცერთ ეტაპზე, მაგალითად, არ ყოფილა ფუნდამენტური თანხმობა თუ რა არის გასხივოსნება და რა შეიძლება იყოს. მხოლოდ რამდენიმე მილიონმა ადამიანმა დასავლურ ქვეყნებში “ზუსტად იცის”, რა არის გასხსივოსნება, იმიტომ რომ ეს აკმაყოფილებს მათ ემოციურ მოთხოვნილებებს ახალი დროის წიგნების მაღაზიებში და ექსპლუატირებენ სხვა კულტურების სპირიტუალურ ტრადიციებს. “ალტერნატიული სპირიტუალური კულტურის” დიდი ნაწილი რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში განვითარდა გადაიქცა ინტელექტუალურად არაკეთილსინდისიერ და რეაქციონერულ მოძრაობებად. 

მეორე, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს არ არის უბრალოდ ლოგიკური პრობლემა. თუ მავანი კონცენტრირდება მხოლოდ გასხივოსნების გამოცდილების მთავარ ფენომენოლოგიურ მახასიათებლებზე – კერძოდ, მე-ს დაშლაზე, მე-ს შეგრძნების სრულ გაქრობაზე – მაშინ არ არსებობს მიზეზი, რომ სარწმუნოდ ჩავთვალოთ ასეთი მდგომარეობების აღწერები, რადგან ისინი თვით-წინააღმდეგობრივია. თუ “მე” არ არსებობს, მაშინ ვინ გვაწვდის ასეთ გამოცდილებებს პირველ რიგში? თუ განმცდელი სუბიექტი მართლაც გაქრა, როგორ შეიძლება არსებობდეს შესაბამისი ეპიზოდის ავტობიოგრაფიული მეხსიერება? როგორ უნდა მახსოვდეს მდგომარეობა, რომელშიც მე საერთოდ არ ვარსებობდი, როგორც ცნობიერი სუბიექტი? ეს არის მეორე მიზეზი რატომაც გასხივოსნების გამოცდილებების აღწერები შეიძლება არ იყოს იმდენად საინტერესო, როგორც ბევრი ფიქრობს. მაგრამ კვლავ, ეს ის არგუმენტია, რომელიც აკავშირებს სპირიტუალურ პრაქტიკაში ჩართულებს მეცნიერულ მსოფლმხედველობასთან. 

ამ მომენტში, ჩვენ მედიტაციის აკადემიური, ემპირიული კვლევების რენესანსს განვიცდით. თუმცა, ამ დრომდე, ემპირიულ კვლევები არ მიუთითებს, რომ არსებობს ერთი, კარგად განსაზღვრული ცნობიერების  მდგომარეობა, რომელიც ყველა საზოგადოებაში და კულტურაში არსებობს და რომლიც ობიექტური მახასიათებლებსაც შეიძლება დაერქვას “გასხივოსნებული” აღწერის ყველა თეორიის და სისტემისგან დამოუკიდებლად. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს შეიცვლება როცა ნეირომეცნიერება განვითარდება და  სამეცნიერო მეთოდი მისტიკური გამოცდილების სტატისტიკურ-მათემატიკური მოდელირებას  შეძლებს. თუმცა, უფრო ღრმა კითხვაა: შეუძლია თუ არა ემპირიულ კვლევას ასეთი რამის ჩვენება საერთოდ? ლინგვისტური აღწერები , სულ მცირე, აუცილებლად “თეორიით-ინფიცირებულია”, ისინი ირეკლავენ ცალკეული სუბიექტის აღწერის სისტემას. 

კიდევ  უფრო მნიშვნელოვანია, რომ  ეგზისტენციალური “გათავისუფლების” კომპონენტის – რაც დასაწყისში მივიჩნიე ხსნის იდეალად, რომელიც სხვადასხვა სპირიტუალურ ტრადიციებს აკავშირებს-  ოპერაციონალიზაცია და მეცნიერულად წარმოადგენა შეუძლებელია მისი გამოუხატველობიდან გამომდიანრე. მეცნიერულად, ეს ასპექტი შეიძლება მხოლოდ გავიაზროთ, როგორც გამოცდილების ფორმა, რომელიც დამოკიდებულია ტვინის ფიზიკურ პროცესებზე და არა როგორც ცოდნის ტრანსცენდენტური ფორმა. სეკულარიზებული სპირიტუალობის ჩვენ კითხვას რაც შეეხება, ეს ნიშნავს, რომ ხსნის ტრადიციული იდეალი და ტრანსცენდენტული ცოდნა ახლებურ ინტერპრეტაციას საჭიროებს. ვისაც ცოდნაზე აქვს პრეტენზია, უნდა ახსნას  ზუსტად რა არის შესაბამისი მიგნება გამოცდილების უკან, ზუსტად რას ნიშნავს რომ გარკვეული ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობებს ახასიათებს განსხვავებული სახის შემეცნება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ენასთან, თეორიებთან და რაციონალურ არგუმენტებთან. ყველაზე საინტერესო აღმოჩენაა, რომ ეს წარმოადგენს პრობლემას  მხოლოდ რელიგიური რწმენათა სისტემების და ტრადიციების მიმდევრებისთვის, რომლებიც უკვე მტკიცე დოგმატურ ორგანიზაციებში არიან გაჭედილები. ჭეშმარიტად გასხივოსნებული სულიერების სეკულარულ ფორმას – ამ მომენტისთვის შეიძლება მკაფიოდ გამოითქვას – არ შექმნებოდა საფრთხე თანამედროვე ფილოსოფიაში და მეცნიერებაში არსებული განვითარებები, არამედ, ამის საპირისპიროდ, მათთან ერთიანობის პოტენციალი ექნებოდა. 

სულიერება და ინტელექტუალური კეთილსინდისიერება

ჩვენ ახლა მზად ვართ დავუბრუნდეთ იმ სამ შეკითხვას, რომელიც ესეის დასაწყიში დავსვით. მე გავაკეთე სულიერების მოკლე მონახაზი და თუ რას შეიძლება ვგულისხმობდეთ “ინტელექტუალური კეთილსინდისიერებაში”. საწყის ეტაპზე, მიმოვიხილეთ ჩვენი ინტელექტუალური ისტორიის ზოგადი სურათი. ისტორიულად, პირველი რამ, რაც არსებობდა იყო რელიგია: რწმენათა სისტემები, რომლებიც უფრო და უფრო დიდი ადამიანების ჯგუფების მიერ იყო გაზიარებული, ამან წაართვა ადამიანებს სიკვდილის შიში და გააძლიერა ამ ჯგუფების სოციალური ერთიანობა. ეს სისტემები არ იყო გაძლიერებული გარედან, არამედ შიგნიდან, ინდივიდუალური თვით-შეფასების სტაბილიზაციით და მოკვდავობის სისტემატური უარყოფით, არსებული იერარქიების ეფექტური გაძლიერებით, მაგალითად სხვა ჯგუფებთან კონფლიქტისას. ფიდეისტურ-დოგმატური მოდელები განვითარდა სამარხავებში, წინაპრის კულტებში და შამანიზმში. ინტელექტუალურ კეთილსინდისიერება, განამნათლებლობა და თვით-კრიტიკული რაციონალიზმი ისტორიულად უფრო ახალი განვითარებებია. ინტელექტუალური კეთილსინდისიერების იდეალი არის რაღაც სრულიად ახალი, რაც მხოლოდ ახლა განვითარდა ჩვენი პლანეტის მხოლოდ  რამდენიმე ადგილას, ძალიან მცირე ოდენობით საზოგადოებებში. თუმცა, რამაც გახადა ინტელექტუალური კეთილსინდისიერება შესაძლებელი იყო თავდაპირველი რელიგიური იდეალები უპირობო ერთგულების და გულწრფელობის ღმერთის მიმართ. ამ იდეალებმა დღეს განიცადა შიგნით შებრუნება, რეფლექსიური შემობრუნება ჩვენივე თავებზე, ინდივიდიალურ ადამიანზე და საბოლოოდ მოიტანა საკუთარი თავის მიმართ გულწრფლეობის, ღიაობის, ცოდნის ზრდის მიმართ ერთგულების იდეალი. თუმცა, სპირიტუალური პოზიციის საფუძველი ყოველთვის იყო, რომ არსებობს ცოდნის ერთ ფორმაზე მეტი, და ეპისტემური პროგრესის ერთზე მეტი სახე. 

დავიწყოთ რელიგიის და სულიერების მოკლე შედარებით. რელიგია შედგება დელუზიური სისტემების მიზანმიმართული კულტივირებისგან და შინაგანი ქმედების ეთიკის დოგმატური და ფიდეისტური უარყოფისგან.  ამისგან განსხვავებით, სულიერება არის ეპისტემური პოზიცია, რომელიც ცოდნის მოპოვებაზეა ფოკუსირებული. რელიგიის მიზანია ემოციური სარგებლის მაქსიმიზება – ხელს უწყობს თვითშეფასების სტაბილიზაციას, არის კომფორტის წყარო, აძლევს ინდივიდებს უფრო დიდის საზოგადოების ნაწილად ყოფნის გამოცდილებას და უსაფრთხოების სასიამოვნო შეგრძნებას. რელიგია საკუთარ რაციონალურობას ემოციურ მთლიანობას სწირავს. რელიგია, თავისი ფუნდამენტური სტრუქტურიდან გამომდინარე, არის დოგმატური და ამრიგად ინტელექტუალურად არაკეთილსინდისიერი.   სპირიტუალური ადამიანები ყოველთვის ღია იქნებიან რაციონალური არგუმენტების მიმართ, მათ არ აქვთ მიზეზები, რომ დამალონ ეს საკუთარი თავებისგან.  რელიგიები ორგანიზდებიან და მოძღვრებას ავრცელებენ. ხოლო სულიერება რაღაც რადიკალურად ინდივიდუალური და უფრო ჩუმია.

ამ მომენტისთვის უკვე მკაფიო უნდა იყოს, თუ რას ნიშნავს, რომ რელიგია არის სულიერების საპირისპირო. გახსოვთ ორი ეპისტემოლოგიური კონცეფცია, რომელიც ახასიათებს იმას,  რასაც მე რელიგიას ვუწოდებ? “დოგმატიზმი” არის თეზისი, რომ ის ლეგიტიმურია გქონდეს რწმენა, მხოლოდ იმიტომ რომ უკვე გაქვს- წმინდა ტრადიცია, მტკიცებულებების და არგუმენტების გარეშე. ფიდეიზმი არის წმინდა რწმენის პოზიცია. ფილოსოფიაში, ფიდეიზმი არის თეზისი, რომ არა მხოლოდ სრულებით ლეგიტიმურია გქონდეს რწმენა მტკიცებულებების და არგუმენტების გარეშე, მაგრამ ასევე მტკიცებულებების და არგუმენტების წინააღმდეგ. მავანი მყისიერად ამოიცნობს, რომ უმეტესობა რაც დღეს ხდება “სპირიტუალობის” საფარქვეშ, რა თქმა უნდა, სხვა არაფერია თუ არა საკმაოდ პრიმიტიული რელიგია.   ამავე დროს, მსხვილს და მკაცრ რელიგიურ სისტემებშიც გვხვდება სპირიტუალური პრაქტიკის მცირე ნიშები და იშვიათი შემთხვევები.

რაც შეეხება ინტელექტუალური კეთილსინდისიერების ეთიკური პრინციპს, როგორც სულიერების კერძო შემთხვევას? სულიერება ეპისტემური პოზიციაა, რომელიც ცოდნისკენ, დოგმების და თეორიების მიღმა თვით-შემეცნების გამოცდილებისკენ მიისწრაფვის.  მსგავსად ამისა, მეცნიერებაში რაციონალური მეთოდოლოგია სისტემატურად ცდილობს ახალი ცოდნის მიღების მაქსიმიზებას. ერთ მხარესაა პირდაპირი გამოცდილებით ცოდნის ძიება, მაგალითად სისტემატური მედიტაციის პრაქტიკაში. მეორე მხრივ, მონაცემების შეგროვებაზე ორიენტირებული პრაქტიკები. ერთ შემთხვევაში, ადგილი აქვს ფენომენალური მეს დაშლა, მეორე შემთხვევაში თეორიების რეალობის წინააღმდეგ შემოწმების განმეორებითი პროცესი. 

სპირიტუალობა რადიკალურად ინდივიდუალური და შეუძლებელია მისი ევანგელიზება მაშინ, როცა თანამედროვე მეცნიერება გლობალიზებული ინდუსტრიაა, უკიდურესად პროფესიონალურად ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც ახალ მიგნებებს და კვლევის შედეგებს კომუნიცირებს და ამრიგად აშენებს სისტემატურ ცოდნას, მაგალითად მასმედიაში. მაინც, ყველა ის მკითხველი, ვინც მართლა იცნობს სერიოზულ და პატივსაცემ მეცნიერებს, დაადასტურებს, ისინი სინამდვილეში ყველაზე სპირიტუალური ხალხია,  მიუხედავად იმისა, რომ თავს ასე არ აღწერენ. ბევრი მეცნიერი პირდაპირ უარყოფდა ამ მტკიცებას. ამის მიუხედავად, მეცნიერის სერიოზულობა და გულწრფელობა, რადიკალური ღიაობა კრიტიკისადმი და მკაცრი, გამოცდილებაზე დაფუძნებული ფორმალური ელეგანტურობის და სიმარტივის ძიება, საფუძველში იგივეა, რაც სპირიტუალური პრაქტიკა.   

სულიერების მაგალითები მეცნიერების ფილოსოფიაშიც გვხვდება. მაგალითად კარლ პოპერი, გამოჩენილი მეცნიერების ფილოსოფოსი, ეთანხმებოდა ამ იდეას: ჩვენ ვიმყოფებით პირდაპირ კონტაქტში რეალობასთან ზუსტად იმ მომენტში, როცა ჰიპოთეზის ფალსიფიკაციას ვცდილობთ; გამცდარებისის მომენტი ზუსტად  მომენტია, სადაც სინამდვილეს ვეხებით.  ეს არის, რაც მან თქვა იდეოლოგიად ქცეული რაციონალიზმის შესახებ: “უკრიტიკო და ყოვლისმომცველი რაციონალიზმი შეიძლება დავახახასიათოთ, როგორც იმ ადამიანის დამოკიდებულება, ვინც ამბობს: მე არ ვარ მზად, რომ მივიღო ნებისმიერი რამ, რასაც ვერ დავიცავ არგუმენტებით ან გამოცდილებით…  მარტივი დასანახია, რომ ასეთი რაციონალიზმი არათანმიმდევრულია; რადგან თავის მხრივ შეუძლებელია თავად ეს პოზიცია შეუძლებელია არგუმენტებით და გამოცდილებით დავამტკიცოთ, ამრიგად თავად ის უნდა გაუქმდეს.” ეს კრიტიკული რაციონალიზმის იდეაა, ინტელექტუალური კეთილსინდისიერების კარგი მაგალითი. კრიტიკული რაციონალიზმი რაციონალიზმის სუსტი და ზომიერი ფორმაა, ის – განსაკუთრებით პოლიტიკური ქმედების დონეზე- აქეზებს გონივრული არგუმენტაციის უპირატესობებს და ინარჩუნებს კავშირს მკაცრ მტკიცებულებზე დაფუძნებულ პროცედურასთან, თუმცა ასევე მწვავედ აცნობიერებს, რომ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, აღიაროს რაციონალური მეთოდი საბოლოო და გადამწყვეტი გამართლება არ აქვს. როდესაც მეცნიერება ნებდება ინტელექტუალური კეთილსინდისიერების პრინციპზე, იგი ზუსტად იმ მიზეზის გამო აღარ არის მეცნიერება, არამედ ახალი ფორმის რელიგია.  მე მინდა მოკლედ შევახსენო მკითხველს იდეა, რომელიც აქამდეც ამოტივტივდა: ერთ-ერთი საფრთხეა, რომ ინტელექტუალური კეთილსინდისიერების პრინციპი, თავად არ გახდეს იდეოლოგიური. მუდმივად უნდა ვთქვათ უარი  ემოციური უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის ძიების პროცესზე ყველა დონეზე და ყველა მომენტში. მას დასასრული არ აქვს.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ინტელექტუალური კთილსინდისიერება სულიერების გამოვლინებაა. ის მეცნიერებამდე ბევრად ადრე, მაგრამ რელიგიის შემდეგ განვითარდა. ეს არის ეპისტემური ქმედების თვით-კრიტიკული პრაქტიკა, რომელსაც არ აქვს კავშირი ადაპტაციურ დელუზიურ სისტემასთან. ეს პრაქტიკა ფილოსოფიურ სკეპტიციზმს გულისხმობს.  მას შემდეგ, რაც სოკრატე ათენის ახალგაზრდობის გარყვნაში დაადანაშაულეს, მან თავის აპოლოგიაში 501 ათენელის წინაშე თქვა: მე არც ვიცი, და არც ვფიქრობ, რომ ვიცი. სკეპტიციზმის ფილოსოფიური ღირებულებაა უნარი, მუდმივად ეჭვქვეშ დააყენო განსაზღვრული, დამტკიცებადი ცოდნის შესაძლებლობა და ეს გააკეთო პროდუქტიულად (დოგმატიზმისგან განსხვავებით). სკეპტიკოსები სახიფათოები არიან, მაგრამ ისინი შეურყვნელები არიან, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ. 

ახლა უკვე სპირიტუალობას და მეცნიერებას შორის შინაგანი კავშირის მკაფიოდ ფორმულირება. რას ნიშნავს იმის თქმა, რომ მეცნიერებას და სპირიტუალურ პოზიცია წარმოიშვა ერთი საბაზისო ნორმატიული იდეისგან, ან საზიარო ღირებულებისგან? ეს იყო მესამე თეზისი ამ ესეში. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ ამ ნორმატიულ პოზიციას ორი ასპექტი აქვს: პირველი, უპირობო სწრაფვა ცოდნისკენ და არა რწმენისგან და მეორე, საკუთარი თავის მიმართ კეთილსინდისიერების ნორმატიული იდეალი. მეორე იდეალი რელიგიისგან წარმოიშვა, ღმერთის მიმართ უპირობო ერთგულებიდან და შემდეგ გადაიზარდა რეფლექსიურ შემობრუნებაში, სადაც სწრაფვას ჭეშმარიტებისკენ საკუთარი თავისკენ მივმართავთ. გახსოვთ conscientia-ს ლამაზი კლასიკური კონცეფცია დასავლური ფილოსოფიის ისტორიიდან, რომელიც ერთდოულად განიმარტებოდა როგორც ცნობიერება და სინდისი? გაცნობიერება არის მომენტი, რომელშიც შემეცნების პროცესი თავად რეფლექსიური ხდება. ამ შინაგან შემობრუნება თავად ცოდნისკენ სწრაფვის პროცესისგან არის ის, საიდანაც სულიერება  და მისგან იტნელექტუალური კეთილსინდისიერება  წარმოიშვა და საბოლოოდ  მეცნიერული მეთოდის და თვით-კრიტიკული რაციონალიზმის არსებითი ინგრედიენტად იქცა.  ეს არის არა მხოლოდ კონცეპტუალური კავშირი სულიერებასა და მეცნიერებას შორის, არამედ ასევე ფსიქოლოგიური. საინტერესოა, რომ ეს არის რაღაც რისი იძულება, ჩაბეჭდვა და ორგანიზება შეუძლია. ეს არის რასაც იმენუელ კანტმა უწოდა მიზნების გულწრფელობა, საკუთარი თავის მიმართ გულწრფელობა და “მორალური სიკეთის იდეა აბსოლუტური სიწმინდის ფორმით.” 

და მაინც: თუ ეს ყველაფერი სიმართლეა და არ არსებობს რაციონალურ არგუმენტები და ემპირიული მტკიცებულებები ღმერთის ან სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის სასარგებლოდ, თუ ჩვენ ბოლომდე გულწრფელები ვიქნებით საკუთარ თავებთან და ვაღიარებთ, რომ არცერთმა ჩვენგანმა არ იცის არსებობს თუ არა ისეთი რამ როგორიცაა “გასხივოსნება – რა არის დარჩენილი სულიერებისგან? შესაძლებელია თუ არა, რომ ხსნის იდეალი, რომელიც სხვადასხვა სპირიტუალურ პრაქტიკებს აკავშირებს, სეკულარიზდეს განმანათლებლობის მეორე ფაზაში? Ხომ არ არის განმანათლებლობა 2.0-ის პროექტი უბრალოდ რომანტიკული ილუზია ან ეს სიკვდილის უარყოფის კიდევ ერთი ფორმაა? შეგვიძლია მშივდად ვაღიაროთ:  მეცნიერების ისტორიაში და ფილოსოფიაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნეირომეცნიერების და ევოლუციური ფსიქოლოგიის ხანაში, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების საფრთხის წინაშე, საერთოდ არ არის მარტივი, ემოციურ დონეზე, ფაქტებთან გამკლავება. ინტელექტუალურ კეტილსინდისიერებას აშკარა ფასი აქვს. რისი გაკეთება შეგვიძლია ამ სიტუაციაში? ვფიქრობ, პასუხი აშკარაა: თვითშემეცნების პროექტის მომავალი ღიაა და არავინ იცის, სად მიგვიყვანს შინაგანი და გარეგანი ცოდნის მოპოვების პროცესი.

ეთიკური პოზიცია არ არის დამოკიდებული ქმედების წარმატებაზე. მაშინაც კი, როცა გარეგან სამყაროში მიმდინარე მოვლენები გაურბის ჩვენ კონტროლს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, რასაც “საკუთარი თავის პატივისცემის პრინციპს” ვუწოდებ:  ცოდნისკენ სწრაფვა ერთადერთი გამოსავალია, თუ ღირსების შენარჩუნებ გვსურს. საკუთარი თავი პატივისცემა ნიშნავს არა მხოლოდ ჩვენი თავების, როგორც სუბიექტების პატივისცემას, რომელსაც შეუძლია ტანჯვა, ერთგულება, და მორალური პასუხისმგებლობას აღება და რაციონალურობა. არამედ,  საკუთარი თავის პატივისცემაზე ასევე ნიშნავს იმ ფაქტის დაფასებას, რომ ჩვენ ვართ ცოდნის შემქმნელი არსებები, რომლებსაც შეუძლიათ სამყაროზე და თავიანთ თავებზე ახალი ცოდნების გენერირება. ამიტომაც უნდა დავეყრდნოთ ეპისტემური ქმედებას, მაგრამ ერთდროულად ორ დროში და ორ დონეზე და არა მხოლოდ ერთ ასპექტში.

დაბოლოს, მინდა ვიკითხო: რა რჩება, თუ სურათი, რომელიც დავხაზე მართალია? შესაძლებელია თუ არა არსებობდეს თანამედროვე სპირიტუალური თვით-შემეცნება , რომელიც პატივს სცემს შეცვლილ პირობებს და შეთავსებადია ინტელექტუალურ კეთილსინდისიერებასთან? მე არ მაქვს მზა,  სახლში წასაღები საბოლოო პასუხი. მაგრამ, ახლა უკვე გვაქვს იმ ისტორიული პროცესების  და მრავალმხრივი გამოწვევების უკეთესი ცოდნა, ვიდრე საწყის ეტაპზე. ასევე მკაფიოა, რომ არსებობს სულიერების და მეცნიერების რამდენიმე დამაკავშირებელი  ხიდი. Ხიდების უმეტესობა ორივე მიმართულებით შეიძლება აიგოს.  ამ მიზეზით, მე დანამადვილებით არ მინდა გამოვრიცხო, რომ მომავალში ჩვენ სრულიად ახალ გზებს აღმოვაჩენთ, რომელიც  ადამიანის გონების მეცნიერული კვლევის უფრო დახვეწილ, ეფექტურ და ღრმა ფორმებს შეათავსებს სპირიტუალურ პრაქტიკასთან. წარსულში, პირველი ამ უკანასკნელისგან წაარმოიშვა, რადგან ორივე ეპისტემური ქმედებების ფორმები არიან, ცოდნის მიზნით მოქმედების.  ჩვენი საზიარო მიზანია გასხივოსნების პროექტი, ჩვენი მენტალური ავტონომიის სისტემატური გაუმჯობესება. არსებობს ორი ფუნდამენტური ეპისტემური ქმედება: ქვესიმბოლური და კოგნიტური, დუმილით და ფიქრით – რომელიც გულისხმობს ძალისხმევისგან დაცლილი ყურადღების ფორმებს (პარადიგმული მაგალითია  mindfulness)  და კრიტიკულ რაციონალურ დონეზე მეცნიერებით.  მაგრამ, უნდა ავირჩიოთ ამ ორი სახის ცოდნას შორის? Ჩემი აზრით საპირისპიროა სიმართლე: შინაგანი ქმედების ეთიკა არის საბაზისო ნორმატიული იდეა, რომელიც საფუძვლად უდევს სეკულარუზებულ სპირიტუალურ პრაქტიკასაც და ინტელექტუალური კეთილსინდისიერებასაც.  ჩვენ უკვე ვიცით, რომ მედიტაცია კულტივირებს შინაგან პირობებს კრიტიკული, რაციონალური აზრისთვის. განსაკუთრებით საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ ორივე პოზიცია ასევე უმიზნებს ცივილიზაციის სტანდარტების ამაღლებას, როგორც შინაგანი ქმედებებით გაუმჯობესებულ სოციალურ პრაქტიკას. დღეს, ეს შინაგანი კავშირი უნდა გამოვიძიოთ უფრო დეტალურად კოგნიტური მეცნიერების და ნეირომეცნიერების მეშვეობით, გავაანალიზოთ თვითშემეცნების ფილოსოფიური იდეალის განხორციელების ახალი იერი, სრულიად ახალი სიზუსტით და კონცეპტუალური დეტალებით.  მაგრამ მისი ფორმულირება უფრო ტრადიციული ტერმინებითაც შეიძლება. არსებობს  ძველმოდური ფილოსოფიური სიტყვა, რომელიც აღნიშნავს უნარს ამოვიცნოთ სიკეთე და ამით განვიცადოთ სიხარული. ეს ძველ-მოდური ტერმინია “სიქველე”, ამრიგად მავანს ასევე შეუძლია თქვას: კეთილსინდისიერება ინტელექტუალური სიქველეა, დროის განმავლობაში კულტივირებული,  შინაგანი სიქველეა მედიტაციის და თანაგრძნობის უნარებიც და მათი აქტიურად ათვისებაც შეგვიძლია. ამრიგად, ეს ყველაფერი არის არა სულიერებისა და ინტელექტუალური კეთილსინდისიერების ახალი სინთეზი, არამედ იმის დანახვა, რაც უკვე არის: სიქველეების შინაგანი მთლიანობა. 

ლიტერატურა: 

Alicke, M. D. i Sedikides, C. 2009. Self-enhancement and self-protection: What they are and what they do. European Review of Social Psychology, 20: 1–48. 

Atran, S. 2002. In Gods We Trust: The Evolutionary Landscape of Religion. New York: Oxford University Press. Bach, K. 2009.

Self-Deception. In B. P. McLaughlin, A. Beckermann i S. Walter, red. The Oxford Handbook of Philosophy of Mind. Vol. 1: 781–796.

Oxford: Oxford University Press. Bourget, D. i Chalmers, D. J. Forthcoming. What Do Philosophers Believe? Philosophical Studies. Boyer, P. 2001. 

Religion Explained; The Evolutionary Origins of Religious Thought. New York: Basic Books. Bromand, J. i Kreis, G. , red. 2011. Gottesbeweise von Anselm bis Gödel. Berlin: Suhrkamp. Cf. Clifford, W.K. 1877/1999. 

The ethics of belief. T. Madigan, red. The ethics of belief and other essays: 70–96. Amherst, MA: Prometheus. Chiesa, A. i Serretti, A. 2010.

A systematic review of neurobiological and clinical features of mindfulness meditations. Psychological Medicine, 40, 1239–1252. Chignell, A. 2010. 

The Ethics of Belief. The Stanford Encyclopedia of Philosophy (Fall 2010 Edition), E.N. Zalta, red. URL = . Cox, D., La Caze, M. i Levine, M. 2012. 

Integrity. The Stanford Encyclopedia of Philosophy (Spring 2012 Edition), E.N. Zalta, red. URL = . Dawkins, R. 2007. The God Delusion. 

New York: Bantam Press. Dennett, D.C. 2006. Breaking the Spell. New York: Viking. Duchowość a uczciwość intelektualna 400 Egner, R.E. i Denonn, L.E. red. 2010. 

The Basic Writings of Bertrand Russell  London & New York: Routledge. Eichbach, R.P. i Mock, S.E. 2011. Idealizing parenthood to rationalize parental investments. 

Psychological Science 22: 203-208. Grau, G.-G. 1992. Redlichkei. J. Ritter / K. Gründer, red. Historisches Wörterbuch der Philosophie (Bd. 8). 

Basel: Schwabe: 365–369.  Polskie wydanie 1995 Poznań: Zysk i ska: 227. Greco, J. i Turri, J. Virtue Epistemology. 

The Stanford Encyclopedia of Philosophy (Winter 2011 Edition), Edward N. Zalta, red. URL = . Greenberg, J., Solomon, S., Pyszczynski, T. 1992. 

Why do people need self-esteem? Converging evidence that self-esteem serves an anxiety-buffering function. Journal of Personality and Social Psychology, 63(6): 9: 913-922. Gregor, M., red. 1991. 

The Metaphysics of Morals, Part 2, Chapter II, $9: Man’s Duty to Himself Merely as a Moral Being. Cambridge University Press. Kant, E. 1793. 

Die Religion innerhalb der Grenzen der bloßen Vernunft. 1793. 

Angielski przekład w: Religion Within the Boundaries of Mere Reason: And Other Writings. 1998. A. Wood i G. Di Giovanni, red. Cambridge University Press: 53. Polskie wydanie: 2011 Toruń: Wydawnictwo UMK: 33. 

Krishnamurti, J. 1991. Collected Works. Vol. 9. 1955-1956. Conversation 532. Dubuque: Kendall/Hunt. Levin, S.A., red. 2009. Games, Groups, and the Global Good. 

Springer Series in Game Theory. Berlin: Springer: 169-180. 

Locke, J. 1996. An Essay Concerning Human Understanding. Book IV, chapter XVII, §24. Red. K. Winkler. Indianapolis: Hackett Publishing. Lutz, A, Dunne, J. D. i Davidson, R.J. 2007. 

Meditation and the neuroscience of consciousness: An introduction. Zelazo, Moscovitch i in., red. 

The Cambridge Handbook of Consciousness. Cambridge: 499-551. McKay, R. i Dennett, D.C. 2009. 

The evolution of misbelief. Behavioral and Brain Sciences 32: 493–561. Metzinger, T. 2005. Out-of-body experiences as the origin of the concept of a “soul”. 

Mind and Matter,31: 57-84. Metzinger, T. 2009. 

The Ego Tunnel. New York: Basic Books. Metzinger, T. 2009. Grundkurs Philosophie des Geistes. Band 1: Phänomenales Bewusstsein 22009; Paderborn: Mentis. Metzinger, T., red. 2000. 

Neural Correlates of Consciousness: Empirical and Conceptual Questions. Cambridge, MA: MIT Press. Metzinger, T. 2003. 

Being No One – The Self-Model Theory of Subjectivity. Cambridge, MA: MIT Press. AVANT Volume IV, Number 2/2013 www.avant.edu.pl 

401 Metzinger, T. 2007. Grundkurs Philosophie des Geistes. Band 2: Das Leib-Seele-Problem. Paderborn: Mentis. Metzinger, T. 2011. The No-Self-Alternative. S. Gallagher, red. 

The Oxford Handbook of the Self. Oxford, UK: Oxford University Press: 287. Michael, M., red. 2007. 

The Cambridge Companion to Atheism. Cambridge: Cambridge University Press. Nisbett, R. E., i Wilson, T. D. 1977. 

Telling more than we can know: Verbal reports on mental processes. Psychological Review, 84: 231–259. 

Paulhus, D. i Buckels, E. 2012. Classic self-deception revisited. S. Vazire i T. Wilson, red. Handbook of Self-Knowledge: 363–378. 

New York: Guilford Publications. Platon. 2008. Obrona Sokratesa, Kriton, Uczta. Przeł. W. Witwicki. Warszawa: Hachette. Popper, K. 1945/2013. 

The Open Society and Its Enemies. Routledge.Vol II; 2013. Princeton, One-volume edition: 435. Pronin, E. 2009. 

The introspection illusion. In M. P. Zanna, red. Advances in Experimental Social Psychology41: 1-67. Burlington: Academic Press. Pust, J. 2012. Intuition. 

The Stanford Encyclopedia of Philosophy (Winter 2012 Edition). E. N. Zalta, red. URL = . Robbins, P. i Aydede, M. 2009. 

The Cambridge Handbook of Situated Cognition. Cambridge: Cambridge University Press. Rounding, 

K., Lee, A. Jacobson, J.A. i Ji, L.-J. 2012. Religion replenishes selfcontrol. Psychological Science 23(6): 635-642. Schloss, J. P. i Murray, M. J. 2011. 

Evolutionary accounts of belief in supernatural punishment: a critical review. Religion, Brain & Behavior 11: 46-99. Schooler, J.W. i in. 2012. Meta-awareness, perceptual decoupling and the wandering mind. 

Trends in Cognitive Sciences, 15(7): 319-326. Seth, A. 2007. Models of consciousness helpful. Scholarpedia, 21: 1328. Shapiro, L. 2013. 

The Routledge Handbook of Embodied Cognition. London: Routledge. Sharot, T., Korn, C.W. i Dolan, R.J. 2011. 

How unrealistic optimism is maintained in the face of reality. Nature Neuroscience 14 11: 1475–1479. Sheldrake, P. 2013.

 A Brief History of Spirituality. Malden: Blackwell. Sobel, J. H. 2004. Logic and Theism. Arguments for and against Beliefs in God. Cambridge: Cambridge University Press. Solignac, 

  1. 1995. Spiritualität. J. Ritter / K. Gründer, red. Historisches Wörterbuch der Philosophie (Bd. 9). Basel: Schwabe: 1415–1422. Solomon, S., Greenberg, J. i Pyszczynski, T. 2004. The cultural animal.

Twenty years of terror management theory and research. J. Greenberg, S. L. Koole i T. Pyszczynski, red. 

Handbook of Experimental Existential Psychology: 13-34. New York: Guilford Press. Duchowość a uczciwość intelektualna 402 Solomon, S., Greenberg, J. i Pyszczynski, T. 1991. 

A terror management theory of social behavior: the psychological functions of self-esteem and cultural worldviews.

 Advances in Experimental Social Psychology, 24: 93-159. Thompson, E., Siderits, M i Zahavi, D. 2011. Self, No Self? Oxford: Oxford University Press. Trivers, R. 1985. Social Evolution. Menlo Park: Benjamin/Cummings. Trivers, R. 2011. 

The Folly of Fools: The Logic of Deceit and Self-Deception in Human Life. New York: Basic Books. Vas, L.S.R., red. 1971. 

The Mind of J. Krishnamurti. Bombay: Jaico Publishing House. Voland, E. i Schiefenhövel, W. red. 2009. 

The Biological Evolution of Religious Mind and Behaviour. Berlin: Springer. Von Hippel, B. i Trivers, R. 2011. 

The evolution and psychology of self-deception. Behavioral and Brain Sciences, 34: 1–56. 

Wittgenstein, L. 1922. Tractatus logico-philosophicus. London: Routledge & Kegan Paul, Ogden trans. 

Wood, A. i Di Giovanni, G. 1998. Religion Within the Boundaries of Mere Reason: And Other Writings. Cambridge University Press.