COVID-19 და დასაქმებულები
თითქმის სამი წელია, ჰამიდ სადიკოვის ძველი წიგნებით სავსე, პატარა მაღაზია რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარეობს. პანდემიის გამო ჰამიდს რამდენიმე თვის განმავლობაში მაღაზიის დაკეტვა და საქმიანობის შეჩერება მოუხდა, ისევე როგორც მის ნაცნობ ბევრ სხვა ბუკინისტს, რომლებიც ძირითადად მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე ძველი წიგნებით ვაჭრობდნენ.
„არაფერს არ ნიშნავს ეს 300 ლარი, მაგრამ უბრალოდ უხარია ადამიანს, რომ გაჭირვების დროს მას ვიღაც დაეხმარა. თორემ ეს 300 ლარი, ამდენი გაწვალების მერე და ამდენი ამბის მერე... იცი რა არის? 300 ლარი არის მათხოვრის დახმარება, მეტი არაფერი. 3 თვე სახლში ვიჯექით, არაფერი გაგვიკეთებია, ზემოთ ქვემოთ დავრბოდით, გაიხსნებოდა ჩვენი ბაზრობა, თუ არ გაიხსნებოდა საეჭვო იყო, ნერვიულობაც ბევრი შეგვხვდა, ჰოდა, რა გახდა ასეთი ეს 300 ლარი, თუ ეს დაშვებული იყო მთავრობოსგან რომ დახმარება მიგვეღო?“, - ამბობს დალი ციცხვაია.
- 1
- 2