COVID-19 და დასაქმებულები
ექთნების შრომითი პირობები ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებამდეც არ იყო სახარბიელო,- ამას ხაზს უსვამენ დარგის სპეციალისტები. მძიმე სამუშაო დატვირთვა, დაბალი ანაზღაურება, კადრების დეფიციტი, გამოწვევები პროფესიული მომზადების კუთხით - არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლის - ექთნების საქმიანობაში უკვე წლებია დღის წესრიგში დგას.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, საპოვნელია ოქროს შუალედი: ერთი მხრივ, მაქსიმალურად დავიცვათ პრევენციული ღონისძიებები და, მეორე მხრივ, ტური ტანჯვად არ ვაქციოთ. თავისუფლებისა და სილაღის გარეშე ხომ ტურიზმი წარმოუდგენელია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს მწვანე, უსაფრთხო და კომფორტული ტურიზმის ქვეყანა.
- 1
- 2