COVID-19 და დასაქმებულები

ბექა შათირიშვილი

პირველი, რაც უკანა კარის შესასვლელში გხვდება კარფურის თანამშრომლის 10 მცნებაა, სადაც ჯვარცმული ქრისტეს ნაცვლად ფორმაში გამოწყობილი გაბადრული გოგოა გამოსახული. ჯვარცმული ქრისტე უფრო მარტივად წარმოსადგენია გაღიმებული და პოზიტიური, ვიდრე კარფურის თანამშრომელი. ეს ის წესებია, რომლებიც უნდა დაიცვა, თუ გინდა, რომ ღირსეული თანამშრომელი გახდე. წესები, რა თქმა უნდა, უღირსი და დამამცირებელია თვითონ თანამშრომლისთვის, მაგრამ ეს დიდი ხანია, გასაკვირი აღარაა მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანისთვის.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, საპოვნელია ოქროს შუალედი: ერთი მხრივ, მაქსიმალურად დავიცვათ პრევენციული ღონისძიებები და,  მეორე მხრივ, ტური ტანჯვად არ ვაქციოთ. თავისუფლებისა და სილაღის გარეშე ხომ ტურიზმი წარმოუდგენელია.  მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს მწვანე, უსაფრთხო და კომფორტული ტურიზმის ქვეყანა.

სალომე გორგოძე

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ „პუბლიკისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, დღესდღეობით პრაქტიკოსი ექთნის, საექთნო საქმისა და ექთნის თანაშემწის შემსწავლელ პროგრამებს დედაქალაქსა და რეგიონებში 23 კერძო და 7 საჯარო პროფესიული სასწავლებელი ახორციელებს.

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მოქალაქეების სოციო-ეკონომიკურ და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას თავისი კვალი დაატყო. შესაბამისად, სოციალური მუშაობის როლმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სოციალური მუშაკების სამუშაო დატვირთვა საგრძნობლად გაიზრდება.

სალომე გორგოძე

ექთნების შრომითი პირობები ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებამდეც არ იყო სახარბიელო,- ამას ხაზს უსვამენ დარგის სპეციალისტები. მძიმე სამუშაო დატვირთვა, დაბალი ანაზღაურება, კადრების დეფიციტი, გამოწვევები პროფესიული მომზადების კუთხით - არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლის - ექთნების საქმიანობაში უკვე წლებია დღის წესრიგში დგას.

კორონავირუსის პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა თითქმის ყველა პროფესიის, ასაკის თუ სოციალური ჯგუფის ადამიანი დააზარალა. მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც, რომელთა ცხოვრებაც პანდემიამ რამდენიმე მიმართულებით გაართულა – დისტანციური სწავლება, გადასახადები, ზოგიერთი მათგანისთვის – ქირაც. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სტუდენტები, რომლებიც თავიანთი ხელფასით ირჩენდნენ თავს და იხდიდნენ სწავლის საფასურს. ასეთი სტუდენტია ირაკლი, რომელიც „პუბლიკასთან“ თავისი გამოცდილების შესახებ საუბრობს.

შესაძლებელია თუ არა სრულფასოვანი უმაღლესი განათლების მიღება დასაქმების პარალელურად? რა პრობლემებს აწყდებიან ქართველი სტუდენტები ამ მხრივ და რა ხარვეზები აქვს სახელმწიფოს სტუდენტების დასაქმების პოლიტიკასთან დაკავშირებით? - ამ საკითხებზე „პუბლიკა“ განათლების საკითხების სპეციალისტს, სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.

მოკლედ, სირთულეების მიუხედავად, დღიდან შიდა ტურიზმი იხსნება და წესების დაცვით, ალბათ მაინც უნდა განვაახლოთ ქვეყანაში მოგზაურობა. ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა.

სალომე გორგოძე

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, მარტიდან, ქვეყნის მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. კერძო ბაღების ხელმძღვანელებსა და აღმზრდელებს დღემდე არ აქვთ კონკრეტული პასუხი, როდიდან და რა პირობებით შეძლებენ საქმიანობის განახლებას. მათი თქმით, არსებული გაურკვევლობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუ რამდენად მოახერხებენ მომავალში კერძო ბაღები ფუნქციონირებას,- მათ მძიმე ტვირთად აწევთ ფინანსური ვალდებულებები, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ მნიშვნელოვნად შეუმცირდეთ აღსაზრდელების რაოდენობა, ისევე როგორც დაკარგონ კვალაიფიციური ადამიანური რესურსი.

ქრისტინე მუჯირი

მეორე დღეა ბათუმში გადაუღებლად წვიმს. სანაპირო ცარიელია, ზღვაზე შტორმია. მხოლოდ აქა-იქ მოჩანს - რამდენიმე ადამიანი შტორმის სანახავად გასულა. ცარიელია ბულვარი, დაკეტილია სანაპიროსთან მდებარე კაფეები, მაღაზიები. ირგვლივ მხოლოდ წვიმისა და შტორმის ხმაურია. პორტის ტერიტორიაზე შეიმჩნევა ხალხმრავლობა. პორტის სანაპიროებზე, ტრადიციულად, მეთევზეები თევზაობენ.

ალექსანდრე ქეშელაშვილი

13 ივნისს კაფე-ბარების ნაწილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ წინა ღამით მათთან პოლიცია მივიდა და დაწესებულებების დაკეტვა მოითხოვა. თუმცა, მანამდე რესტორნების, კაფეებისა და ბარების დახურვაზე საკოორდინაციო საბჭოს წევრებს არაფერი უთქვამთ, ამიტომ ბარების მფლობელთათვის პოლიციის სტუმრობა მოულოდნელი აღმოჩნდა.

თათია ხალიანი

პანდემიის გამო ბევრი ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე. სამუშაო დაკარგა თითქმის ყველა სფეროში დასაქმებული ადამიანების ნაწილმა. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმედ აისახა ისედაც მოწყვლად, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებზე, რომლებიც დღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული.

  • 1
  • 2