COVID-19 და საზოგადოებრივი ინიციატივები
„ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ადამიანებს ვეხმარებით - მეუბნება ნინო, ასეთ მომენტებში ბედნიერი ვარ“, - და ინტერვიუს გამო მოგვრილი უხერხულობისა და მორცხვობის დამალვას კისკისით ცდილობს. ნინო ადგილობრივი მღვდლის, მამა დავითის მეექვსე შვილია.
საღამოს სახლში მისული მარიამ გოგსაძე მომდევნო დღის გეგმას აწყობს. მანამდე მთელი დღის განმავლობაში პაციენტები ურეკავდნენ, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ. მარიამი მისამართებს ისეთი თანმიმდევრობით ალაგებს, რომ ერთი პაციენტიდან მეორესთან მისვლა გაუადვილდეს და თან გზაშიც ბევრი დრო არ გაეფანტოს. საღამოსვე გეგმავს, რომელ საათზე და სად გაჩერდება, იმისთვის, რომ დაგველაპარაკოს.
„სწორედ მაშინ უმეტესი მოთხოვნა იყო საკვებზე, უფრო ბავშვებისთვის ითხოვდნენ საკვებს. ამიტომ რა თანხაც გროვდებოდა, ძირითადად, 200 -300 ლარი ასეთ ოჯახებს ვეხმარებოდით, საკვები და ტანსაცმელი მიგვქონდა. ბევრი თანხა ვერ გროვდებოდა, რადგან იმ პერიოდში ყველას გაუჭირდა, შესაბამისად, დახმარების მსურველიც ბევრი აღარ იყო, "- ამბობს ანა.
„გარდა იმისა, რომ ჩვენ მოსწავლეებს სწავლა სწავლების პროცესში ვეხმარებით, ვასწავლით სიკეთესაც. უპირველეს ყოვლისა სკოლა ადგილია, სადაც აკადემიური განათლების გარდა, მოსწავლეებმა უნდა შეიძინონ ღირებულებები“
როცა საქართველოს მთავრობამ უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემა დააანონსა, მოსახლეობამ სატელეფონო შეტყობინებები ქვემო ქართლში აზერბაიჯანულ ენაზე მიიღო, მაგრამ რეგისტრაცია და სხვა ყველაფერი იყო ქართულ ენაზე.
ამ პროცესმა გამოაჩინა, რომ განათლების სისტემაში კომუნიკაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ვიცი, რომ რესურსცენტრების გავლით დირექტორებს გარკვეულ ინსტრუქციებსა და ინფორმაციას აწვდიან. ხშირად ჩივიან დირექტორები, რომ არც ისე ცხადი, მკაფიო და რეალისტურია ეს ინსტრუქციები, მაგალითად, სკოლების გახსნაზე.
ეს პროექტი ვერ შედგებოდა, თუ მოსწავლეების მხრიდან მას არ ექნებოდა მოწონება. პროექტი 17 ივნისს დასრულდა. როგორც იდეის ავტორები ამბობენ, სექტემბრიდან პროექტის გაფართოებას გეგმავენ, რათა მეტი საინტერესო კურსი შესთავაზოს მოსწავლეებს.
COVID-19-ის შედეგად გამოცხადებული პანდემიის დროს, პირველი, რაც გააკეთდა, ვიზიტების გაუქმება იყო. მოხუცებულებისთვის ვირუსის გადადების მაღალმა რისკმა ხელმძღვანელობა აიძულა, სხვა გზებზე ეფიქრა. ამიტომ, მოხალისეობრივმა აქტივობამ ონლაინრეჟიმში გადაინაცვლა.
პანდემიის პირობებში, სხვადასხვა სახეობის ყვავილებისა და ბოსტნეულის გაყიდვის შემდეგ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და სათამაშოები მიუტანეს. ასევე, გეგმავენ, დაეხმარონ სტუდენტს, რომელსაც უნივერსიტეტში გადასახდელი თანხის შეგროვება უჭირს.
დღეს საქართველოში 78 ათასამდე მოსწავლეს ინტერნეტი არ აქვს. Covid-19-ის დროს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი უმრავლესობა საგანმანათლებლო პროცესიდან გამოთიშული იყო.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, ისინი არ არიან მარტო და ხელისუფლების გარდა, რომლის უშუალო ვალდებულებაა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა, არიან ჩვეულებრივი ადამიანებიც, რომლებიც მზად არიან, მათ დახმარების ხელი გაუწოდონ მაშინ, როცა ეს ძალიან სჭირდებათ.
თითქმის ორი თვეა თელავში მოხალისე გოგოები მოხუცებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველებს საკვებით ეხმარებიან. 8 მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ახლა ის დროა როცა საკუთარი, პატარა ქალაქიდან უნდა დაიწყონ და ერთმანეთის დასახმარებლად გაერთიანდნენ. კრიზისის გამო მათ ირგვლივ ბევრი ადამიანი სამსახურისა და საარსებო შემოსავლების გარეშე დარჩა.
- 1
- 2