მეცნიერება
სტატიის მეორე ნაწილში მიმოვიხილავთ, როგორ აღმოაჩინა დოროთიმ ქოლესტეროლ იოდიდის, პენიცილინის, ვიტამინ B12-ის (კობალამინის), ინსულინის სტრუქტურა და როგორ ისახელა თავი საზოგადოებრივი მოღვაწეობით.
სტატიის მესამე ნაწილში მიმოვიხილავთ, როგორ მოიპოვა მან ნობელის პრემია ქიმიის დარგში; როგორ მიიღო მრავალი საპატიო ჯილდო და მედალი; როგორი იყო მისი პოლიტიკური იდეოლოგია და საზოგადოებრივი მოღვაწეობა; როგორ იბრძოდა სამართლიანობისათვის, თავისუფლებისათვის, მშვიდობისათვის, დემილიტარიზაციისათვის, განიარაღებისა და თანასწორობისათვის.
კორონავირუსის „დელტა“ შტამმა უკვე 124 ქვეყანაში შეაღწია. იგი ეტაპობრივად ანაცვლებს მის წინამორბედ ბრიტანულ შტამს, რომელმაც დომინანტი ვარიანტის სტატუსი გასულ წელს მოიპოვა. პრესაში შემაშფოთებელი სათაურები აქამდეც გამოჩენილა და მეცნიერებს ახალი, უფრო საშიში ვარიანტების შესახებ აქამდეც უსაუბრიათ, თუმცა მათი პროგნოზები არ გამართლებულა. სამწუხაროდ, ამჯერად ასე არ მოხდა.
გერმანელი ფილოსოფოსი, მაინცის უნივერსიტეტის პროფესორი თომას მეცინგერი გონებისა და ცნობიერების ფილოსოფიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მკვლევარია. ის ხელმძღვანელობს გონების ფილოსოფიის კვლევით გუნდს მაინცის უნივერსიტეტსა და ფრანკფურტის ინსტიტუტში, გამოქვეყნებული აქვს ასეულობით სტატია და კვლევა კოგნიტური მეცნიერების ფილოსოფიაში, ეთიკაში, ცნობიერების ანალიტიკურ ფილოსოფიასა და ფენომენოლოგიაში.
აიცერით! თუ უკვე აცრილი ხართ, წაახალისეთ თქვენი ოჯახი, მეგობრები და მეზობლები, რომ აიცრან. ვაქცინაცია შეანელებს ყველა შტამის გავრცელებას და ამცირებს იმის ალბათობას, რომ კიდევ უფრო სახიფათო შტამი წარმოიქმნას.
კორონავირუსის გამოჩენიდან დღემდე მოვლენათა განვითარების უამრავი სცენარი მოვისმინეთ თუ წავიკითხეთ, მაგრამ მათში ბოლომდე გარკვევა, შეიძლება, ვერც კი მოვახერხეთ. პანდემიის დასაწყისში მთავარი პროგნოზები ვირუსების გავრცელებაზე, ლოქდაუნის ეფექტიანობასა და მოსალოდნელ ეკონომიკურ ზარალზე კეთდებოდა.
მაინც რატომ იყო პანდემიის მიმდინარეობა ყველა ქვეყნისთვის ასეთი უნივერსალური? როგორ მოხდა, რომ ევროპის ქვეყნების დაცარიელებულ დახლებზე ირონიულად მომღიმარნი ჩვენც აურაცხელი ტუალეტის ქაღალდით ხელში აღმოვჩნდით სალაროს რიგში? ან როგორ მოხდა, რომ სხვა ქვეყნებში შემთხვევების ექსპონენციური ზრდის შემხედვარეებს პირბადის გაკეთება მაინც გვეზარება და ყოველდღიური ათასობით ახალი შემთხვევის მიუხედავად, ღამით მეტ-ნაკლებად მშვიდად გვძინავს?
2008 წელს ოზლემ ტიურეჩთან ერთად დაარსა სამდიცინო ფირმა, რომელსაც დღეს 1300 თანამშრომელი ჰყავს და რომელიც სხვადასხვა მძიმე დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატების შექმნაზე მუშაობს.
კორონავირუსის ვაქცინის პირველი კლინიკური კვლევიდან 7 თვის თავზე ჩვენთვის ბევრი რამ უფრო ცხადი გახდა. ყველა იაზრებს, რომ სასწორზე პანდემიის დასრულება დევს და ახლა დაშვებული თითოეული შეცდომის ფასი კოლოსალურად დიდია. სამეცნიერო წრეები საზოგადოების ლუპის ქვეშ წარმოუდგენელი სიჩქარით ცდილობენ, მიაღწიონ შეუძლებელს - მედიცინის ისტორიაში პირველად, რეკორდულად მცირე დროში შექმნან ვაქცინა და მასობრივი იმუნიზაციის გზით მიმდინარე პანდემიას ბოლო მოუღონ.
მეოცე საუკუნის ოთხ ყველაზე დიდ ოკეანოლოგს შორის დასახელებული, პიონერ-კარტოგრაფად და რევოლუციონერ-გეოლოგად აღიარებული მარი თარპი 1920 წლის 30 ივლისს აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ერთ პატარა ქალაქში დაიბადა. მისი მამა მეცნიერი იყო. პატარა მარი თავიდანვე შეეჩვია „ჩემოდნებზე“ ცხოვრებას და ხშირად დაჰყვებოდა მშობელს ექსპედიციებში. გამუდმებულმა მოგზაურობამ და ცხოვრების „მომთაბარე“ წესმა გაუღვიძა ინტერესი გეოლოგიისადმი.
5G ფიჭური უკაბელო ქსელის მეხუთე თაობა გახლავთ. ეს ტექნოლოგია ჩვენს მომავალს კარდინალურად შეცვლის – ინტერნეტის სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზრდება და კომუნიკაცია უფრო უხარვეზო გახდება. 5G-ს დახმარებით შესაძლებელი იქნება დისტანციური ქირურგიული ოპერაციები და ავტომობილების უპილოტო მართვა.
- 1
- 2