პოლიტიკა
საქართველოს ისტორიაში ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ სულ ორჯერ შეიცვალა ხელისუფლება, 2003 და 2012 წელს, აქედან ერთხელ რევოლუციით და მასობრივი პროტესტით და მეორედ, არჩევნებით. თუმცა, არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში ხელისუფლება არ იყო წინასწარ მარცხს შეგუებული.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია ვერ დააინიციირა. რეზოლუციის ჩავარდნა ხელისუფლებამ დელეგაციის ოპოზციონერ წევრებსა და უკრაინის დელეგაციას დააბრალა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი მის ჩავარდნაში მმართველ პარტიას ადანაშაულებენ. რის გამო ჩავარდა რეზოლუციის ინიციატივა და რატომ არ მოაწერეს მას ხელი ქართველმა და უკრაინელმა დეპუტატებმა?
ტიკტოკის პლატფორმას, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული პანდემიის დროს გახდა, მსოფლიოს მასშტაბით მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ტიკტოკი პოპულარულია საქართველოშიც. სოციალურ ქსელს 150 ათასზე მეტი ადამიანი იყენებს, დაახლოებით 50% კი 18-24 წლამდეა.
მთავრობა „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით“ უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნას გეგმავს
ირაკლი ბებუა უკვე სამ წელზე მეტია, ოკუპირებულ სოხუმში იხდის სასჯელს. პატიმრობისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ბებუას ოჯახი ხელისუფლებას სთხოვს, ყველაფერი იღონოს ირაკლის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. თუმცა ბებუა ჯერჯერობით ისევ სოხუმის ციხეში რჩება. როგორ მუშაობს ხელისუფლება, რისი გაკეთება შეუძლია მის გასათავისუფლებლად და რა ფორმალური თუ არაფორმალური გზები არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებულების მდგომარეობის შესამსუბუქებლად?
„ქართული ოცნების“ ლიდერების ათასობით განცხადების ანალიზმა თუ აჩვენა, რომ ისინი არაერთ ანტიდასავლურ გზავნილს საკმაოდ ორგანიზებულად ავრცელებენ, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფები კიდევ უფრო მეტი აქტიურობითა და აგრესიული გამოსვლებით გამოირჩევიან. 58 802 ახალი ამბის გააანალიზების შემდეგ გაჩვენებთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რა ტიპის გზავნილებს ავრცელებენ.
უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, არაერთმა ადამიანმა აქტიურად დაიწყო მანიპულაციურად იმის განხილვა, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოში ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს აჭარბებდა, რომ საქართველოს წარმატებას „მშვიდობა“ უზრუნველყოფდა, ხოლო მშვიდობა „ქართული ოცნების“ დამსახურება იყო. ვინ ამბობს იმას, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები არასდროს ამბობენ?
ბოლო წლებში არაერთი ორგანიზაცია საქართველოში ანტიდასავლური გზავნილების მზარდ ტენდენციაზე წერს. ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ მიმართული მანიპულაციური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებით მომძლავრდა გასულ წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ანტიდასავლური რიტორიკა და მედია - როგორ მუშაობს მანიპულაციური სტრატეგია უკრაინის ომის ფონზე?
პოლიტიკოსის, ექსპერტის ან ნებისმიერი საჯარო პირის გამოსვლები ხშირად ხდება ხოლმე კრიტიკისა და განხილვის საგანი. ცალკეული გამონათქვამები ბევრს ამბობს ადამიანის ფასეულობებსა და პრიორიტეტებზე, მაგრამ ათასობით განცხადების საფუძველზე მათი რიტორიკის ანალიზი კიდევ უფრო ნათელი სურათის დანახვის შესაძლებლობას იძლევა. რა სიტყვებსა და ფრაზებს იყენებენ ყველაზე ხშირად, ვის აკრიტიკებენ და ვის არა, რა პერიოდში არიან განსაკუთრებით აქტიური, როდის ერიდებიან კომენტარის გაკეთებას, პასუხები ამ შეკითხვებზე ხშირად საუკეთესო გზაა, გავიგოთ მეტი მათ მეთოდებსა და სტრატეგიაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა CANVAS-ის წინამორბედი მოძრაობა Otpor!-ის ლიდერები ძალადობრივი რევოლუციის მომხრეებად გამოაცხადა. არადა, Otpor!-ისა და CANVAS-ის იდეოლოგია სწორედ ძალადობრივ რეჟიმებთან არაძალადობრივი გზებით ბრძოლას ეფუძნება. სწორედ არაძალადობრივი გზაა CANVAS-ის დამფუძნებლის, სრჯა პოპოვიჩის აზრით, ყველაზე ეფექტური ძალადობრივ რეჟიმებთან ბრძოლაში. რას ჰყვება CANVAS-ის დამფუძნებელი, სრჯა პოპოვიჩი თავისი მოძრაობის იდეასა და ბრძოლის შესახებ?
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ანდრია ფარცხალაძე ააიპ „კონსერვატორთა კავშირის" დამფუძნებელია. ანდრია ფარცხალაძე ასევე დაკავშირებულია ორგანიზაციასთან - „სოლიდარობა მშვიდობისთვის“. „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავის სტრატეგიაში საგარეო პოლიტიკის შესახებ წერს, რომ მათი მიზანია საქართველო გახდეს სამხედრო ნეიტრალური ქვეყანა. „სამხედრო ნეიტრალიტეტის გარანტად მივიჩნევთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ აქტორებს“
მას შემდეგ, რაც უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის (EU) წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო საქართველომ ვერა, ქვეყნის მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ თავდაცვის რეჟიმზე გადაერთო. ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე აქტიურად იმართლებენ თავს ხალხისა თუ მედიის წინაშე და იყენებენ რიტორიკას, რომელიც, ხშირად, ევროკავშირის წინააღმდეგაა მიმართული.