ლიკა ზაკაშვილი

24 მაისს სიმონ ჯანაშიას მუზეუმიდან 22 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს ხელს დირექტორის მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი აწერს, რომელიც სამუზეუმო სისტემაში რამდენიმე თვის წინ თეა წულუკიანის მიერ დაინიშნა.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, რომლის ორგანიზაციაც ივერი მელაშვილს იცავს, „პუბლიკასთან“ საუბრობს, რატომ მისდევდა კომისია აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმებისას მაინცდამაინც 1938 წლის შეთანხმებას და არ იყენებდა რუკას, რომლითაც შეიძლებოდა დამატებით გარკვეული ტერიტორიები მიგვეღო.

მიხეილ სააკაშვილს 2014 წელს პროკურატურამ რამდენიმე ბრალი წაუყენა - 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ვალერი გელაშვილის ცემის, საბიუჯეტო ქონების გაფლანგვისა და გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა შეწყალების საქმეებზე. თუმცა, სააკაშვილის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მესამე პრეზიდენტის დევნა პოლიტიკური მოტივით დაიწყო, რასაც მოწმობს, მათი თქმით, სხვადასხვა დროს მმართველი გუნდის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები.

სწორედ „ჯდჯ პალასი“ აშენებდა სასტუმროს მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე. მშენებლობის დროს 2018 წელს კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 2018 წელს კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა და დამკვეთს ახალი გეოლოგიური კვლევის ჩატარება, კონსტრუქციული ნახაზებისა და შეფასების მომზადება დაევალა. გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად სამშენებლო პროცესი გაგრძელდა.

თათია ხალიანი

მაგალითად, სანდრო ბრეგაძის ნათესავებმა „ქართულ ოცნებას” 2016 წელს, წინასაარჩევნოდ 85,000 ლარი შეწირეს; მისმა სიძემ (დის ქმარი), გოჩა ძნელაძემ 2016 წლის 13 სექტემბერს მმართველ პარტიას 60,000 ლარი შესწირა; ბიძაშვილმა, დავით ბრეგაძემ კი 2016 წლის 4 ოქტომბერს “ქართულ ოცნებას” 25,000 ლარი ჩაურიცხა.

დავით ზურაბიშვილი

სხვანაირად რომ ვთქვა, სახელისუფლო სტრუქტურებისა და უწყებებისთვის პრიორიტეტია ერთი კაცის მსახურება, რომლის ექსკლუზიური პრეროგატივაა ქვეყნის მართვის თაობაზე გადაწყვეტილებათა მიღება.

პუბლიკა

საბოლოო ჯამში, „სააჩევნო კომპასი - საქართველოს“ მეშვეობით, შესაძლებელია პარტიების პოზიციებისა და ასევე საკუთარი პოზიციების უკეთესად გარკვევა. თუმცა პარტიები მხოლოდ საგარეო პოლიტიკური დაპირებებით არ შემოიფარგლებიან და სხვა ისეთ სფეროებშიც განსხვავდება მათი პოზიციები, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, მართლმსაჯულება და სხვა. შესაბამისად, მნიშნელოვანია, ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს საარჩევნო ყუთთან და იცოდეს, რა მოლოდინი ჰქონდეს მის მიერ არჩეული ახალი მთავრობისგან, რათა უკეთესად მოხდეს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.

სალომე გორგოძე

„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „პუბლიკასთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების იდეა გერმანული პრინციპების საფუძველზე შედგენილი კანონპროექტის ნაწილია, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას წარუდგინა და პარლამენტშია დარეგისტრირებული.

პუბლიკა

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ანდრია ფარცხალაძე ააიპ „კონსერვატორთა კავშირის" დამფუძნებელია. ანდრია ფარცხალაძე ასევე დაკავშირებულია ორგანიზაციასთან - „სოლიდარობა მშვიდობისთვის“. „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავის სტრატეგიაში საგარეო პოლიტიკის შესახებ წერს, რომ მათი მიზანია საქართველო გახდეს სამხედრო ნეიტრალური ქვეყანა. „სამხედრო ნეიტრალიტეტის გარანტად მივიჩნევთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ აქტორებს“

პუბლიკა

„ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები, “– დღეს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერილი გაავრცელა.

პუბლიკა

როგორც ვხედავთ, განათლების და ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიებს საკმაოდ განსხვავებული და მრავალფეროვანი შეხედულებები გააჩნიათ, რომლებიც იშვიათი გამონაკლისების შემთხვევაში, ტრადიციულ მემარჯვენე-მემარცხენეობის თუ ლიბერალ-კონსერვატორობის ჩარჩოებშიც ჯდება.

პუბლიკა

ბელარუსში მიმდინარე მშფოთვარე მოვლენები, რომლებმაც მთლიანად გადაფარეს სხვა სიახლეები, როგორც ჩანს, კრემლსა და რუსულ სპეცსამსახურებს მოულოდნელად დაატყდნენ თავს. ეს სტრუქტურა ესენგეს ქვეყნებში შეიქმნა, ე.წ. „ფერად რევოლუციებთან“ საბრძოლველად, და დღეს მას ხელმძღვანელობს СВР-ის მივლენილი გენერალი, ვლადიმერ ჩერნოვი.