რელიგია
აქ და ახლა, რა არის ჩვენი და ჩვენი სამღვდელოების ვალდებულება? ეს არის არჩევანის გაკეთება, სახელმწიფოებრივ-საეკლესიო თავისუფლებასა ან რუსული იმპერიალიზმის მანიფესტის ერთგულებას შორის!
სწორედ ამას გამოხატავს მაკა სულაძის ჯვარი - მისი ოჯახის, მეგობრების, მოყვასის, მშობლიური მხარის, მომხრეების და ბოლოს მთელი ქვეყნიერების ყოველი ცოცხალი არსების, ბუნებისა თუ ადამიანის მოფრთხილებასა და პატივისცემას.
მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 11 თებერვლის გადაწყვეტილებებს თეოლოგები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, სინოდის მიმდინარე წლის სხდომის განჩინების მთელი რიგი დებულებები არსებით წინააღმდეგობაში მოდის როგორც სახარებისეულ, ასევე მის საფუძველზე შექმნილ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებთან.
რას ნიშნავს დღეს, 21-ე საუკუნის ორ ათწლეულგამოვლილ მსოფლიოში დასავლური ტიპის ინტეგრაცია და რაგვარად გვმართებს გავიაზროთ ჩვენი ქრისტიანული მოწოდება დღევანდელ სამყაროში? ამ კითხვაზე პასუხს მოითხოვს სწორედაც რომ ჩვენივე ქრისტიანული მოწოდება, ვინაიდან რწმენა მოცემულობა როდია, ის პროცესია და საჭიროა ყოველ ჯერზე ხელახლა ვიწამო, თუკი არ მსურს, რომ გზაში დამეკარგოს ის, რის მნიშვნელობასაც ასე გულმოდგინედ ვაღიარებ ხოლმე.
მიწიერებისა და სულიერების სინთეზის მცდელობის მიუხედავად, დასავლურ აზროვნებაში აქვინელის ფილოსოფიამ ეთიკის თეორიას მატერიალიზმისკენ უბიძგა. განსაკუთრებით განმანათლებლობის ეპოქაში აღორძინდა ავტონომიური ზნეობრივი ადამიანის იდეალი, რომელიც ღმერთისაგან დამოუკიდებლად არსებობს და მისიი ზნეობრივი ცხოვრების საბოლოო მიზანი მარადიული ცხოვრება კი არა, არამედ კაცობრიობის ამქვეყნიური აყვავებული ცხოვრებაა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, ქალებისა და განსაკუთრებით მათი სექსუალობის მაქსიმალური რეპრესირების (საინტერესოა, რომ სახელი ხჰაავა იგივე ევა חַוָּה- ებრაულად სიცოცხლეს, მაცოცხლებელს ნიშნავს), ხაზი ეკლესიის მხრიდან, რომელიც ათასგვარ ქალთმოძულე ქადაგებასა თუ პერფორმანსში გამოიხატება ხოლმე.
კითხვაზე, უნდა იდგეს თუ არა, ნარიმან, ნარიმანოვის ძეგლი მარნეულში? იურიდიულად არგუმენტირებული პასუხია - არა! თუმცა თუ კითხვას კულტურული მეხსიერების კუთხით გადმოსახედიდან ამოვალთ, ცალსახა პასუხის გაცემა ჭირს
მაინც რა არის ის მთავარი აცდენები, რომელთაც გარდასახვის მაძიებელი, გზააბნეული ადამიანები უარეს სულიერ მდგომარეობამდე მიყავს ან სულაც ახალი დონის კრიმინალურ კარიერას აწყებინებს?
მიზეზი მარტივი გახლდათ, იმ დროისათვის ევროპაში გავრცელებული შავი ჭირი ემართებოდა ყველას, ებრაელების გარდა. შესაბამისად, ქალაქის არაებრაელი მოსახლეობისათვის ყველაფერი ცხადი იყო: მათი აზრით, ეპიდემიას სწორედ ებრალები ავრცელებედნენ ქრისტიანთა დასახოცად.
ტყის კოდექსის პროექტი, რომელიც ტყესა და მის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტყის გადაცემის შესაძლებლობას ადგენს. მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი დისკრიმინაციულია. რა წერია კანონში და რა პოზიცია აქვთ გარემოს დაცვის სამინისტროში?
ქართველთა ჭეშმარიტი და მარადიული ტოლერანტობის ამბავი ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიამაყეა, რომელიც ისეთ პათეტიკურ ლოზუნგებში ცოცხლდება, როგორიცაა: „ქართველები ისტორიულად ტოლერანტი ერი ვართ!“
დავიწყებულმა და ოქროვერცხლში ჩაკეტილ-დადუმებულმა სახარებამ ვერ შემოკრიბა ღვთის ხალხი ქრისტეს მისტიურ სხეულში საეკლესიო საიდუმლოებებში თანამონაწილეობით, რომელიც შემდგომში თითოეულ ადამიანში იქნებოდა ნაპერწკალი ღვთივსათნო ცხოვრების და იმავდროულად ღირსეული და პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქედ გარდაქმნისა.