რუსეთის ომი უკრაინაში

პუბლიკა

პუტინის ომს, სამხედრო მობილიზაციასა და დასავლეთის სანქციებით გამოწვეულ კრიზისს გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები თავს მეზობელ სახელმწიფოებს აფარებენ. მიგრანტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად, უვიზო რეჟიმისა თუ სხვა მრავალი ხელსაყრელი ფაქტორის გამო, საქართველოც იქცა. 24 თებერვლის შემდეგ რუსები ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარს მოაწყდნენ, რამაც საქართველოს მსგავს პატარა ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

პუბლიკა

რა სახის და რამდენ ტანკს მიიღებს უკრაინა დასავლეთისგან? რატომ არის მნიშვნელოვანი მათი გადაცემა და შეცვლის თუ არა ის რაიმეს ბრძოლის ველზე? ამ საკითხებზე „პუბლიკა“ შეიარაღების სპეციალისტ გიგა ინაშვილს ესაუბრა.

ალექსანდრე ქეშელაშვილი

რა იყო რუსეთის მიზნები მაშინ, როცა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს გეგმავდნენ და წარმატების რა შანსი აქვს კრემლს? რა იქნება უკრაინის გამარჯვება ამ ომში და რამდენად შესაძლებელია ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში? ამ საკითხებზე „პუბლიკა“ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილ მეთაურს გენერალ ბენ ჰოჯესს ესაუბრა.

ოლჰა ბულგაკოვა ხარკივში ცხოვრობს, მოხალისეა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციას უძღვება. ის და მისი გუნდი ცდილობს, რომ უკრაინელ მოქალაქეებსა თუ საერთაშორისო საზოგადოებას მიაწვდინონ ხმა, თუ რა სჭირდება ხალხს, ვინც ომისგან დაზარალდა. ოლჰა ამბობს, რომ ხარკივის რეგიონის დიდი ნაწილი ისევ რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება, დაბლოკილია გზების ნაწილი და მოხალისეებს დიდი რისკის ქვეშ უწევთ მუშაობა.

ბერკლის უნივერსიტეტის ბლოგზე უკრაინელმა ეკონომისტებმა ღია წერილით მიმართეს ამერიკელ ფილოსოფოსს, ნოამ ჩომსკის და მის თანამოაზრე ინტელექტუალებს. „პუბლიკა“ წერილის თარგმანს გთავაზობთ.

58 წლის გოჩა შუკვანი 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში დაწყებულ ბრძოლას დღეს უკრაინაში აგრძელებს. „პუბლიკის“ მკითხველმა მისი სახელი პედაგოგ ნანა მგალობლიშვილის ნაამბობიდან გაიგო. როგორც მასწავლებელი „პუბლიკის“ მიერ მომზადებულ ვიდეოში იხსენებდა, 9 აპრილის ღამეს რუსი ჯარისკაცი ხელკეტით სცემდა, როდესაც მისთვის სრულიად უცნობი ბიჭი, გოჩა შუკვანი გადაეფარა და სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიიყვანა.

საერთაშორისო ჟურნალისტები მხოლოდ ჩვენ ვიყავით მარიუპოლში. ბლოკადას ორ კვირაზე მეტ ხანს ვაშუქებდით. საავადმყოფოს ვიღებდით, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა დერეფნებში სიარული დაიწყეს. ექიმმა შესანიღბად თეთრი ხალათები მოგვცა.