სათემო უსაფრთხოება

პუბლიკა

„ვიცით, რომ არსებობს მანკიერი პრაქტიკა არჩევნების წინ კრიმინალური მენტალიტეტის ხალხის მობილიზების, რათა მათ გავლენა მოახდინონ უბნის არჩევნების შედეგებზე. და ეს მანკიერი პრაქტიკა თუ არ გადაისინჯა, მხოლოდ სკოლის, მხოლოდ ოჯახის დონეზე ჩვენ პრობლემას ვერ დავძლევთ“

პუბლიკა

გვინდა, რომ შეიქმნას სისტემა, სადაც ადამიანები მოვლენ დაღვრემილები ან ბედნიერები, დამუხტულები და ამ ენერგიას გარდაქმნიან - ვიღაც თიხასთან მუშაობისას, ვიღაც - მცენარეებთან...

პუბლიკა

„სახელმწიფომ უნდა გამოიკვლიოს დანაშაულის სოციალური მსაზღვრელების გავლენა მთლიან კრიმინოგენურ მდგომარეობაზე და აწარმოოს სოციალური პოლიტიკის თანმდევი სისხლის სამართლის პოლიტიკა ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, დანაშაულის პრევენციის პოლიტიკა ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაისინჯოს და განისაზღვროს"

პუბლიკა

„ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპები, რომ „გამოსწორებული და გამოჯანმრთელებული დამოკიდებული პირი არ არსებობს". ჩვენ კი გვინდა, ვთქვათ, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და ვფიქრობთ, ჩვენნაირი ცენტრები ასეთი წამოწყებებით ხელს შეუწყობენ ადამიანების გამოჯანმრთელების პროცესს"

პუბლიკა

რა არის ონლაინ სექსზე დამოკიდებულება, რა გამოწვევების წინაშე აყენებს ის ადამიანს და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მართვა/მოგვარება  – ამ საკითხებზე „პუბლიკას“ გერმანელი პროფესორი კლაუს ვოლფლინგი ესაუბრა.

პუბლიკა

დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე - როგორი მიდგომები აქვთ გერმანიაში და როგორ ეხმარებიან ადამიანებს ამ გამოწვევასთან გამკლავებაში? - ამ საკითხებზე „პუბლიკას" გერმანელი პროფესორი კლაუს ვოლფლინგი ესაუბრა

ნათია ამირანაშვილი

საქართველოს საგანმანათლებლო სექტორში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისკენ მიმართულ პროგრამებს სისტემური ხასიათი არ აქვს და, გარდა ფრაგმენტული აქტივობებისა, მოზარდებზე ზრუნვის ეს საფეხური კვლავ გამოტოვებულია, მაშინ როცა, საგანმანათლებლო სექტორს ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისგან ახალგაზრდა თაობის დაცვაში

პუბლიკა

„გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა გაიგონ, რომ ფსიქოსოციალური პროგრამები ყველაზე ეფექტურია და ეს იქნება კარგი ინვესტიცია. ამიტომ ამ მიმართულების განვითარებაზე ფიქრი აუცილებელია, რადგან ესაა გამოსავალი"

„პრევენცია საქართველოში ხშირად გაგებულია, როგორც პიარი, ხმამაღალი ლოზუნგები - „ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნარკოტიკის, ნარკოტიკი ცუდია“. ეს არ არის პრევენცია, ძალიან ხშირად ეს უნებლიე პოპულარიზაციასაც უწევს ნარკოტიკებს. პრევენციის დანერგვიდან 10 წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ დადებითი შედეგები მოვიმკათ. ამიტომ, მისი დაფინანსება გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის არ არის მომხიბლავი"

პუბლიკა

ჯანმრთელობის პედაგოგმა, ლუიზა ვესტერჰაუსმა და სოციალურმა მუშაკმა, იანა ჰიუბნერმა ქართველ კოლეგებს მოზარდებთან ფსიქოკონსულტაციის გამოწვევებზე, მოტივაციის შექმნაზე, ინტერნეტის ჭარბად მომხმარების რისკებსა და კონსულტირების სპეციფიკაზე გამოცდილება გაუზიარეს.

ნათია ამირანაშვილი

პრევენცია არ უნდა დავიყვანოთ კამპანიურ ღონისძიებებზე, არც მარშ-გარბენებზე, რომელიც ეძღვნება ცხოვრების ჯანსაღ წესს, არც ფსიქოაქტიური ნივთიერებების რისკის თაობაზე ინფორმირებასა და შესაბამის ლოზუნგებზე. პრევენცია უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი იმისათვის, რომ დავძლიოთ სიღარიბე, შევქმნათ სამუშაო ადგილები, სკოლა იყოს კარგი, ბავშვებისა და მოზარდებისთვის იყოს ხელმისაწვდომი განვითარების შესაძლებლობები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, არსებობდეს ფსიქოლოგიური და სოციალური ზრუნვის სერვისები.

ნათია ამირანაშვილი

რა არის პრევენციული პროგრამის მიზანი, როგორ დანერგეს ის გერმანიაში და რა გამოცდილებას უზიარებენ ქართველ კოლეგებს – პრევენციულ პროგრამაზე უფრო დეტალურად „პუბლიკასთან“ ელენ ჰიპი და პიტერ აიხინი საუბრობენ

  • 1
  • 2