აშშ-ის მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერს“ სრული ავტორიზაცია მიანიჭა

პუბლიკა

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) „ფაიზერის“ ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა და მისი ორი დოზის გამოყენება 16+ ასაკობრივ ჯგუფზე დაამტკიცა.

აქამდე „ფაიზერს“ „მოდერნასა“ და სხვა მწარმოებლების ვაქცინებს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაციის პორტალზე Booking.moh.gov.ge „ფაიზერის“ 210 ათასზე მეტი დოზაა დარჩენილი.