ავტორი
სტატია
განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები აღმოჩნდებიან, რომელთაც პროფესიული მოვალეობის შესრულება ყველაზე ცხელ წერტილში, საპოლიციო შენაერთების სიახლოვეს უწევთ. დაზარალებულთა სიმრავლისა და დაზიანებათა სიმძიმის გამო, ზოგჯერ მათ პირველადი დახმარების გამწევის როლის შესრულებაც უწევთ - განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს უკანასკნელი მათივე კოლეგაა.
სამედიცინო მეცნიერებისთვის 2023 წელი გამოწვევებით აღსავსე იქნება. ჩინეთში Zero-Covid პოლიტიკის შესუსტებამ ინფიცირების დრამატული ზრდა გამოიწვია. მიუხედავად პოტენციური საფრთხისა, დასავლეთში ბუსტერული ვაქცინაციის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო.
ცოტა ხნის წინ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროება ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ნანახმა საზოგადოება მაშინვე ორად გაყო, რაც ვიდეოს კომენტარებშიც ნათლად ჩანდა. ბევრისთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი მისი მძიმე მდგომარეობით გამოწვეული სიხარული იყო.
1982 წელს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ჟურნალის იმდროინდელმა რედაქტორმა, სტივენ ლოკმა გადაწყვიტა, რომ საშობაო გამოცემა სრულიად განსხვავებული ყოფილიყო, რათა მისი აკადემიური მკითხველის ყოველდღიურობა ცოტათი მაინც გახალისებულიყო.
ამერიკელ ინტელექტუალსა და მწერალს, კრისტოფერ ჰიტჩენს 2010 წელს საყლაპავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. შემდეგი 1,5 წლის განმავლობაში მან დაავადების მიერ მოტანილი ფიზიკური და ემოციური განსაცდელი რამდენიმე ესეიში დეტალურად აღწერა. მისი სიკვდილის შემდეგ ეს ჩანაწერები წიგნად გამოიცა.
ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს უსვამენ, რაც მათ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. ონკოლოგიური დაავადებების კვლევა ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სამეცნიერო მიმართულებად ითვლება, რისი დამსახურებაცაა, რომ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდოლოგია უწყვეტად იხვეწება.
მეცნიერთა მთავარ საზრუნავად ცირკულაციაში არსებული ვაქცინების ეფექტიანობის საკითხი იქცა. აქამდე თუ ბუსტერული ვაქცინაცია დელტა შტამის შესაკავებლად იყო გამიზნული, ახალმა ვარიანტმა არსებული სტატუს-კვო თავდაყირა დააყენა. ომიკრონთან დაკავშირებულ უამრავ კითხვაზე პასუხების ძიება უკვე დაწყებულია.
ინფიცირების საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, ვაქცინაციის პროცესი მაინც დუნედ მიმდინარეობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოებაში არსებული სკეპტიციზმია, რასაც ზოგჯერ აცრასთან დაკავშირებული არასწორი ინფორმაცია უწყობს ხელს.
კორონავირუსის „დელტა“ შტამმა უკვე 124 ქვეყანაში შეაღწია. იგი ეტაპობრივად ანაცვლებს მის წინამორბედ ბრიტანულ შტამს, რომელმაც დომინანტი ვარიანტის სტატუსი გასულ წელს მოიპოვა. პრესაში შემაშფოთებელი სათაურები აქამდეც გამოჩენილა და მეცნიერებს ახალი, უფრო საშიში ვარიანტების შესახებ აქამდეც უსაუბრიათ, თუმცა მათი პროგნოზები არ გამართლებულა. სამწუხაროდ, ამჯერად ასე არ მოხდა.
სულ მალევე ნათელი გახდა, რომ ასიმპტომური თუ პრესიმპტომური მტარებლობა პანდემიის მართვის პოლიტიკის აქილევსის ქუსლი გახლდათ და მთელ ამ ამბავს WHO-ს არამკაფიო პოზიციაც ართულებდა. თავდაპირველად მათ აღნიშნეს, რომ ასიმპტომური ინფიცირებულები სხვებს ძალზედ იშვიათად აინფიცირებდნენ.
2020 წლის მაისში ჭანგ ჭანი უბრალოდ გაქრა და წლის ბოლომდე მის ადგილსამყოფელს ვერავინ მიაკვლია. როგორც მოსალოდნელი იყო, ის პოლიციამ დააკავა. ჟურნალისტს პროვოცირებით ჩხუბის გამოწვევა ედებოდა ბრალად. სასამართლოზე ჭანი ეტლით შეიყვანეს, რადგან ფეხზე დგომა აღარ შეეძლო.
კორონავირუსის გამოჩენიდან დღემდე მოვლენათა განვითარების უამრავი სცენარი მოვისმინეთ თუ წავიკითხეთ, მაგრამ მათში ბოლომდე გარკვევა, შეიძლება, ვერც კი მოვახერხეთ. პანდემიის დასაწყისში მთავარი პროგნოზები ვირუსების გავრცელებაზე, ლოქდაუნის ეფექტიანობასა და მოსალოდნელ ეკონომიკურ ზარალზე კეთდებოდა.
მაინც რატომ იყო პანდემიის მიმდინარეობა ყველა ქვეყნისთვის ასეთი უნივერსალური? როგორ მოხდა, რომ ევროპის ქვეყნების დაცარიელებულ დახლებზე ირონიულად მომღიმარნი ჩვენც აურაცხელი ტუალეტის ქაღალდით ხელში აღმოვჩნდით სალაროს რიგში? ან როგორ მოხდა, რომ სხვა ქვეყნებში შემთხვევების ექსპონენციური ზრდის შემხედვარეებს პირბადის გაკეთება მაინც გვეზარება და ყოველდღიური ათასობით ახალი შემთხვევის მიუხედავად, ღამით მეტ-ნაკლებად მშვიდად გვძინავს?
კორონავირუსის ვაქცინის პირველი კლინიკური კვლევიდან 7 თვის თავზე ჩვენთვის ბევრი რამ უფრო ცხადი გახდა. ყველა იაზრებს, რომ სასწორზე პანდემიის დასრულება დევს და ახლა დაშვებული თითოეული შეცდომის ფასი კოლოსალურად დიდია. სამეცნიერო წრეები საზოგადოების ლუპის ქვეშ წარმოუდგენელი სიჩქარით ცდილობენ, მიაღწიონ შეუძლებელს - მედიცინის ისტორიაში პირველად, რეკორდულად მცირე დროში შექმნან ვაქცინა და მასობრივი იმუნიზაციის გზით მიმდინარე პანდემიას ბოლო მოუღონ.
ზუსტად 9 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ჩინეთში, ქალაქ ვუხანში, უცნობი წარმომავლობის პნევმონიის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. აქედან მოყოლებული დღემდე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები პანდემიის დასამარცხებლად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. კვლევების პარალელურად იზრდება ჩვენი, საზოგადოების განსწავლულობაც, რაც პანდემიის დასრულებასთან სულ უფრო მეტად გვაახლოებს.
„ეს დანის პირზე სიარულს ჰგავს”, - ამბობს მკვლევარი ჯონათან ჰიინი და ამგვარად ეფექტიანი ვაქცინის შექმნისთვის გაჩაღებულ სამეცნიერო რბოლას აღწერს. კანადელი მეცნიერი ერთ-ერთია იმ 124 ფარმაკოლოგიური ფირმის ათასობით მკვლევარს შორის, ვინც Covid-19-ის დასამარცხებელ ვაქცინაზე მუშაობს. ამათ შორის ყველაზე დაწინაურებული მხოლოდ 10 ლაბორატორია გახლავთ - ისინი უკვე ვაქცინის კლინიკური კვლევის ფაზაზე არიან.
„ჩვენ ყველამ, როგორც ინდივიდებმა, საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ პასუხიმგებლობა. მთავრობა ყველაფერს ვერ დაარეგულირებს და აკრძალავს. ეს საღი აზრისა და კარგი მანერების საკითხია“- ამ სიტყვებით მიმართა მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა და ქვეყანაში 50 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალა. მხოლოდ ეს 3 წინადადება აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ შვედეთში კარანტინი არ გამოცხადებულიყო.
5G ფიჭური უკაბელო ქსელის მეხუთე თაობა გახლავთ. ეს ტექნოლოგია ჩვენს მომავალს კარდინალურად შეცვლის – ინტერნეტის სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზრდება და კომუნიკაცია უფრო უხარვეზო გახდება. 5G-ს დახმარებით შესაძლებელი იქნება დისტანციური ქირურგიული ოპერაციები და ავტომობილების უპილოტო მართვა.