Border circle

სამირა ბაირამოვა

ედიტორი

ადამიანის საკუთარ თავთან გაცნობის პირველი ეტაპი სკოლაში იწყება, სადაც ის იწყებს სწავლას და უყალიბდება იდენტობა, ადამიანი სწავლობს საკუთარი ქვეყნის წარსულს. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა - სკოლაში სულ სხვა რამ ვისწავლეთ, მერე კი სხვა გარემოში სხვა რეალობაში ყოფნა მოგვიწია.

სამირა ბაირამოვა

სახელმწიფოსა და ეთნიკური უმცირესობების თემს შორის ძალიან სუსტი კავშირია. ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და მოგვარების პროცესში თვითონ ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა ძალიან ზედაპირულია.

გაუნათლებელი ადამიანის ასეთი ბნელი დამოკიდებულება, შეიძლება ვთქვათ, ნორმალურია, მაგრამ უნივერსიტეტის ლექტორის მსგავსი დამოკიდებულება თავისი აზერბაიჯანელი სტუდენტების მიმართ - მიუღებელი. ნუთუ განათლების სამინისტროში არ არსებობს შესაბამისი კონტროლის მექანიზმი? და თუ არსებობს როგორ მუშაობს ის?

სამირა ბაირამოვა

სამართლიანობა და თანასწორობა არის ადამიანის მორალური მოთხოვნილება, რის დაკმაყოფილებასაც იგი სხვადახვა გზებით ცდილობს. დემოკრატიულ ქვეყნებში ყველა მოქალაქის თანასწორობა სამართლებრივი ნორმა და კანონია.

სამირა ბაირამოვა

მე სკოლა აზერბაიჯანულ ენაზე დავამთავრე. რატომ? ოფიციალური პასუხია – „მხარეები იღებენ ვალდებულებას, აღიარონ, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, აქვს უფლება ისწავლოს თავისი უმცირესობის ენაზე“, – „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ კანონი“ 2006 წელი.

სამირა ბაირამოვა

მე და ჩემი თაობის ადამიანები საბჭოთა კავშირის ბოლო, ახალი საქართველოს კი პირველი ბავშვები ვართ, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, ვინ ვართ და სად ვცხოვრობთ. მშობლებსაც კი არ ვეკითხებოდი. ჩემი მშობლები მარტო ჩვენი ოჯახის გადარჩენას ცდილობდნენ და, შესაბამისად, მეც სოციალური საკითხების გარდა, შეკითხვები არ მქონია.