Border circle

თინათინ მოსიაშვილი

ავტორი

სტატია

თინათინ მოსიაშვილი

ჩვენ კი ხშირად ვივლით ამ ხევსურულ სოფელში. ციხე-სახლ „ხახაბოში“  ღიმილიანი დიასახლიდი გვიმასპინძლებს. პაატა კი ცხენით შემოგვატარებს ხახაბოს გარშემო მთებს.  

მოკლედ, სირთულეების მიუხედავად, დღიდან შიდა ტურიზმი იხსნება და წესების დაცვით, ალბათ მაინც უნდა განვაახლოთ ქვეყანაში მოგზაურობა. ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, საპოვნელია ოქროს შუალედი: ერთი მხრივ, მაქსიმალურად დავიცვათ პრევენციული ღონისძიებები და,  მეორე მხრივ, ტური ტანჯვად არ ვაქციოთ. თავისუფლებისა და სილაღის გარეშე ხომ ტურიზმი წარმოუდგენელია.  მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს მწვანე, უსაფრთხო და კომფორტული ტურიზმის ქვეყანა.

26 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტში სემესტრი უკვე დაწყებული გვქონდა, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაციისამებრ, ხელისუფლებამ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ორკვირიანი არდადეგები გამოაცხადა.

14 აპრილზე ბევრი იწერება, მაგრამ ნაკლებად საუბრობენ იმაზე, რა და როგორ დაიწყო ის დღე. ჩვენ, ცხადია, ვიცოდით, რომ არსებობდა კონსტიტუციის კანონპროექტი. საპროტესტო ტალღაც დაწყებული იყო. ამ საქმეს კი  უნივერსიტეტში ფილოლოგები ედგნენ სათავეში: იმართებოდა  შეხვედრები.

არღუნს გაღმა ააგეს აკლდამები და ადამიანები, რომელთაც ავადმყოფობის სიმპტომები აღმოაჩნდებოდათ, თავიანთი ფეხით გადიოდნენ სოფლიდან, პატარა სარკმლიდან ძვრებოდნენ აკლდამაში და იქ, სოფელს გარიდებულნი,  სიკვდილს ელოდნენ.  (ცხადია, ახლა სიკვდილის ლოდინზე საუბარი არაა).

საქართველოში გადაიდო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია. დროებით დაიკეტა ბევრი მუზეუმი, მუზუმ-ნაკრძალი, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები. ტურისტულმა კომპანიებმა და სასტუმროებმა, აეროპორტებმაც დროებით შვებულებაში გაუშვეს თანამშრომლები.

თინათინ მოსიაშვილი

მოკლედ ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სიტყვების „ტურიზმის“ და „გიდის“ მნიშვნელობა ეცოდინებოდათ, ჩვენი როსტომი თბილისში მრავალმხრივ ტურისტულ საქმიანობას ეწეოდა. უფრო ძველი თბილისელი გიდის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ გვაქვს, თუმცა ალბათ ჯერჯერობით...

თინათინ მოსიაშვილი

კაკო და ელენე ბუქვაიძეების ოჯახი იმ  იშვიათ ოჯახებს მიეკუთვნება, რომელიც,  წინაპრების  მსგავსად, თუშეთში ცხოვრობს და  მეურნეობას მისდევს: კარტოფილს, ბოსტნეულსა და ქერს თესავს, ცხვარ-ძროხა, ქათმები, ცხენები ჰყავს... ბუქვაიძეები მხოლოდ ფქვილსა და ბურღულეულს ყიდულობენ, სხვა პროდუქტებს უმეტესად  თავად აწარმოებენ.

თინათინ მოსიაშვილი

ბოლო წლებია, ყოველ 25 იანვარს, ზამთრის თოვლისა თუ სუსხის მიუხედავად, უამრავი ადამიანი დადის ჩარგალში. ამ დღეს პატივს მიაგებენ თავისუფლებისთვის მებრძოლი პოეტის - მიხა ხელაშვილის ხსოვნას. ის ჩარგლის სასაფლაოზე, ტაძრის გვერდით არის დაკრძალული.

სიახლე