ავსტრალიის მოქალაქის საქმეს შსს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავსტრალიის მოქალაქის საქმის გამოძიების მუხლი გადაკვალიფიცირდა და უწყება ახლა განზრახ მკვლელობას იძიებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ.

სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებან ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით“, – აცხადებს უწყება.


30 ივლისს, თბილისში ავსტრალიის მოქალაქე, შანეი ბრუკი გაუჩინარდა.

როგორც გაუჩინარებული ქალის მეგობრები აცხადებენ, ბრუკი საღამოს მთაწმინდისკენ წავიდა სასეირნოდ. მეგობრები ფიქრობენ, რომ მას მთაწმინდაზე სეირნობისას თავს დაესხნენ. მათივე ცნობით, ღამით შანეი ბრუკმა მეგობარს დაურეკა, ტელეფონში კი ისმოდა, როგორ ითხოვდა შველას.

ბრუკის ცხედარი 31 ივლისს, საღამოს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.

შანეი ბრუკი საქართველოში ინგლისურის პედაგოგად მუშაობდა.

LB loan image desktop LB loan image mobile