ბატონმა ბიძინამ ეს არავინ აქცია კაცად, ჩააცვეს, დაახურეს - ღარიბაშვილი გახარიაზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას „შეცდომა“ და „არავინ“ უწოდა. მისი თქმით, გახარია ბიძინა ივანიშვილმა აქცია კაცად.

„გიორგი გახარია არის შეცდომა, მე თუ მკითხავთ და ძალიან სამწუხაროა. […] ეს კაცი იყო არავინ. ჩამოვიდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ხუხაშვილმა მოიყვანა, რეკომენდაცია გაუწია და მაშინ დაინიშნა ჯერ ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ ეკონომიკის მინისტრად, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრად, შემდეგ პრემიერმინისტრად. ეს ყველაფერი ხდება, რა თქმა უნდა, პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნდობით. ამხელა ნდობა გამოუცხადა კაცმა და ეს არავინ აქცია კაცად, რომ იტყვიან ჩააცვეს, დაახურეს, კაცად აქციეს, გადაეფარნენ მას, მთელი გუნდი გადაეფარა მას, გადაარჩინეს და ამ დროს ასეთი ღალატი ჩაიდინა”, — თქვა ღარიბაშვილმა.