ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

პუბლიკა

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი, 63 წლის ტრავმატოლოგი გარდაიცვალა. მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი იყო და ამავე კლინიკაში მკურნალობდა. მას თანმდები დაავადება ჰქონდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის განცხადებით, ქრონიკული დაავადების გამო ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის გუშინ საღამოს გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ აჭარაში კორონავირუსით ჯამში 6 ექიმი და 1 მედდაა გარდაცვლილი.


ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 3893 ადამიანი და გარდაიცვალა 36.