ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან გადარჩენილი 37 წლის კაცი კლინიკიდან გაწერეს

პუბლიკა

დღეს, 23 ოქტომბერს, ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან გადარჩენილი ერთადერთი ადამიანი კლინიკა „მედცენტრიდან“ გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ მისმა ექიმმა მედეა ქაჯაიამ დაუდასტურა.

37 წლის კაცმა კლინიკაში ორი კვირა დაჰყო. როგორც ექიმი ამბობს, იგი ჯერ რეანიმაციაში იმყოფებოდა, შემდეგ კი მკურნალობა პალატაში გააგრძელა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვის. კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულია სამი პირი. მათ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.