ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი ამოასვენეს - მედია

პუბლიკა

ბათუმში მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოასვენეს. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვია.

ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურშიც დაუდასტურეს. შსს ოფიციალურად ადასტურებს, რომ გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

ასევე, რამდენიმესაათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.