ბაზაზე 18 წლის სამხედრომ პირველადი ინფორმაციით, თავი მოიკლა - თავდაცვის სამინისტრო

პუბლიკა

მარნეულის სამხედრო ბაზაზე 2005 წელს დაბადებულმა ჯარისკაცმა, პირველადი ინფორმაციით, თავი მოიკლა. – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა

ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

„მიმდინარე წლის 8 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის რიგითი სამხედრო მოსამსახურის იუსიფ ნასიბოვის (დაბ. 2005 წ.) გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განწესში იმყოფებოდა, მასზედ მიმაგრებული საშტატო იარაღით. გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება და ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი ი.ნასიბოვი.

პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა”, – წერს სამინისტრო.