ფასიანი განთავსება

კითხვის მოყვარულები ზაფხულის დადგომას განსაკუთრებით ელოდებიან - ეს არის წელიწადის დრო, როდესაც შესაძლებლობა აქვთ, გადმოიღონ დიდი ხნის განმავლობაში შემონახული წიგნები, რომელთა წაკითხვასაც დიდხანს ელოდნენ. 

ორივე მათგანს ერთი საერთო რამ აერთიანებს - ახალი თავგადასავლების ძიებაში ისინი ხშირად თავს ლიტერატურას აფარებენ. სხვადასხვა გარემოში ერთი მიზნით გაერთიანებულნი კი აგროვებენ იდეებს, ახალ პერსპექტივებს, ისტორიებს...

წიგნის კითხვის სიყვარული, ხშირად, ჩვევის დაძლევით იწყება. სწორედ ამიტომ, მშობლები ცდილობენ, ბავშვებში ხელი შეუწყონ ამ ჩვევის გამომუშავებას, რაც დაეხმარება მათ, ლიტერატურულ თავგადასავლებში მოგზაურობა მათთვის საყვარელ საქმიანობად აქციონ. 

ნიქო გორგილაძე

წვიმს დრეზდენში. კოფე უხდება წვიმას, ისევე როგორც წვიმა — დრეზდენსა და ქობულეთს. შესაძლოა, ეს ჩემი აკვიატებაა… თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ წვიმას უხდება კოფე და არამც და არამც “ყავა”. ასეა, ჩვენთვის, შავიზღვისპირელებისთვის და ამ ტრადიციას არ შევცვლი. ჩემი ტრადიციებით ჩამოვედი ტრადიციულ ევროპაში.

ნიქო გორგილაძე

მუსიკისა და “ფლეილისტისა” არ იყოს, ხომ ყველას გვყავს სევდისა და სიხარულის პოეტები, ნიკო სამადაშვილი კი, დიდი ქართველი პოეტი, ჩემი საყვარელი პოეტი, მუდამ თან მახლავს, განურჩევლად გუნება-განწყობისა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვა: “ის ჩემში უსტვენს, ვით საყდრის ჩიტი”.

ნანუკა კოხოძე

წინ მივიწევ. უკვე იმ შენობას მივადექი ორ კაცს რომ უჭირავს ხელში, თუმცა წინ დიდი ალუმინის ღობე რომ ჩაუდგამთ და ეს ალუმინიც ისეთივე მწველია მზის სხივებისგან, როგორც იმის არცოდნა - რატომაა ეს შენობა წლობით შეფუთული და უფუნქციოდ დარჩენილი, როგორც მრავალი სხვა თბილისში. 

პუბლიკა

მედიაში არაერთხელ გაშუქდა გლდანის დიდი ტბის (იმავე  „თეთრი ტბის“) გადასარჩენად მიმართული ბრძოლის პერიპეტიები. აღნიშნული ბუნებრივი წყალსატევი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა - შრობა-დაჭაობება, წყლის ფაუნის დაღუპვა, კოღოების სიმრავლე და გაუსაძლისი სიმყრალე. ტბაზე განვითარებულმა ეკოკატასტროფამ გაუსაძლისი პირობები შექმნა. ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები ზაფხულობით ფანჯრებს ვერ აღებენ.

მინდია გაბაძე

ბოლო რამდენიმე კვირაა ყოველ შაბათს ვაშუქებ ამბავს, თუ როგორ ხვდებიან უნივერსიტეტთან პროტესტით რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და როგორი მეთოდებით ახერხებს შესვლას (ზოგჯერ კი შეპარვას) ლექტორი უნივერსიტეტში.

შესაძლოა, მას შემდეგ გადავწყვიტე, მეც მეწერა წიგნები და მომეთხრო ადამიანებისთვის სხვადასხვა საოცარი ამბავი, რომლებიც მათში ბასრ ემოციებს აღძრავდა.