უკრაინული დღეები - 19 მაისი

ბექა ქურხული

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

მეოთხე ნაწილი

მეხუთე ნაწილი

მეექვსე ნაწილი

მეშვიდე ნაწილი

 

19 მაისი

მოულოდნელად მშვიდი დილა გათენდა. დაბომბვა კი არა განგაშის ხმაც კი აღარ ისმოდა. და ეგრევე გაივსო სასტუმროს ჰოლიც და ეზოც ახმაურებული ადამიანების ლაპარაკისა და სიცილის ხმებით!.. ბავშვები, რომლებიც გუშინ გულამოსკვნილი ტირილით ჩაჰყავდათ თავშესაფარში, დღეს იმავე კორიდორებში ყიჟინით დაქროდნენ, თამაშობდნენ და ერთმანეთს აწყდებოდნენ

მართლა განსაცვიფრებელია ადამიანის მოდგმის ასეთი სიცოცხლისუნარიანობა, უბრალოდ არანორმალური გამძლეობა და შეგუების უნარი. ყველაფერთან: – ომთან, სტიქიასთან, ბუნებრივ კატაკლიზმებთან, გეოგრაფიულ გარემოებასთან, კლიმატურ პირობებთანგორილა კონგოდან არქტიკაში რომ ჩაიყვანო, ორ საათში გაიყინებაარქტიკიდან კონგოში რომ თეთრი დათვი ჩამოიყვანო, დღის ბოლომდე ხელში ჩაგაკვდებაადამიანი კი აქაც არის და იქაც ძალიანაც ხოშიანად გრძნობს თავს, იმდენად ხოშიანად, რომ ერთმანეთის ლამის დედაბუდიანად ამოჟლეტასაც კი ახერხებს და ამასსპეციალურ სამხედრო ოპერაციასარქმევს ლამაზად

დღეს ზაპოროჟიეში მივყავართ ვადიმას. იქ კაზინო და კიდევ რაღაც შენობა აქვსახლა რა თქმა, უნდა ორივე დაკეტილია, ზაპოროჟიე ჩრდილოეთიდან პირდაპირ ემიჯნება, მარიუპოლს. რუსები უკვე ზაპოროჟიეს ოლქშიც არიან შემოჭრილები, ანუ მაქსიმალურად ვუახლოვდებით, .. „ნულევოი ფრონტს…! გუშინწინ მომეჩვენა, რომ ვადიმამ ცოტა გამომცდელად გვკითხა: – მინდა ამ ჩემს უძრავ ქონებას დავხედო ზაპოროჟიეში და გამომყვებითო?..

ჩვენც, რა თქმა უნდა, ეგრევე თბილისურად ჩავურთეთ: – „როცა გინდა, სადაც გინდა და როგორც გინდა, ძმაოუბრალოდ იცოდე, რომ აკრედიტაცია არა გვაქვს და ბლოკპოსტზე თუ გავიჭედეთ წინასწარ გაფრთხილებთ, აგე კიევშიც მთელი საათი დაკავებულები ვყავდით უშიშროებას…“. „ტა ია ვას უმოლიაუ, პერედა მნოი ვსე გენერალი სტანოვიტსა დენშჩიკამი…“, არანაკლებ გვეტრაბახა და გვებლატავა ვადიმა

დენშჩიკამიდა დენშჩიკამი…“ ავედით ჰა აბაველოდებით ვადიმას დავილიკიი გულაი პოლესდაზვერვას

ცოტა ხანში ვადიმა დაგვადგაგუშინდელი დღის მერე მასაც დაძაბული სახე და დაღლილი თვალები ჰქონდა, ალბათ ისევე, როგორც ჩვენ

ნუ იაკ ვი, რებიატა?.. ბილა შუმნა და?.. სცადა ვადიმამ ხუმრობა, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ სამივემ ძლივს მოვხაზეთ ღიმილი, საქმეზე გადავიდა და სულ ნარჩევი ოდესური დედის ტრაკობია მიუძღვნა რუსეთისველიკაია დერჟავას!… „სვოლოჩიადნო სლოვო სვოლოჩიია ვამ პრიზნაიუს დრუზია, ჩისტიე პიდარასიცელიი დენ დუმაიუ, ნუ ჩო ეტატ პიდარას პუტინ ტვარიტონ სოვსემ აფანარელ, ილი ეგო ბლიადსტვა ნე იმეეტ გრანიცტა…. ი ია ვამ პრიზნაიუსპო მოემუ ეგო იდიოტიზმ ი ბლიადსტვა ვმესტე ნე იმეუტ გრანიცტატა პრავილნა, ეგო ბლიადსტვა…“.

მე და ჭყონია უკვე აღარ ვუსმენდით ვადიმას მოლდავნკურნაგარს“, ჩუმად ვუქნევდით თავს და ვიბარგებოდით, თან ერთმანეთს ვუყურებდით ხელებში, რომ რამე არ დაგვრჩენოდა

ვადიმამ ეს შეამჩნია და რაკი დიდხანს ცუდ ხასიათზე ვერ ძლებდა დაპიდარას პუტინისდა მისიველიკაია დერჯავასგინებითაც დაიღალა, უცებ მოხასიათდა და გოგას გაბრაზებას მოჰყვა

ტა, გოგა, გდე ტვოი პასპორტ?… გოგას სიბრაზისგან სუ ულვაში ებურძგლებოდა, ცერად უყურებდა გაბადრულ და გაღიმებულ ვადიმას და გამწარებული ცდილობდა, ყველაფერი აკურატულად ჩაელაგებინა და ჩვენს ყბაში აღარ ჩავარდნილიყო

ტა ია პრიზნაიუს გოგა, უ მენია დლია ტებია სიურპრიზ ბრატიშკადა უცებ ძალიან საკაიფო, კომპაქტური და ლამაზი ვიდეოკამერა დააძრომე და გოგა გავშტერდით, მადლობის გადახდა ძლივს მოვახერხეთ… „ასტავ სებე, პაკა ბუდეტე ვ უკრაინე, სნიმაი ნა ზდაროვიე, ა კოგდა ბუდეტე უეზჟატ, პოჟალუისტა პრისილაიტე პო პოჩტე, ეტო ოჩენ ლეგკო, ა ტო ეტა კამერა მოეი ჟენი, ი ია ტებე პრიზნაიუს, ანა მენია უბიოტსპასიბა ვადიკია ტე პრიზნაიუს შტო ტი ნასტაიაშჩი დრუგგაუშვა ოდესური გახარებულმა ჭყონიამაცტატაპრავილნაპრავილნაგოგა, ა გდე ტვოი პასორტ?… მაინც ვერ მოითმინა ბოლოს

გზა დნეპრიდან ზაპოროჟიემდე დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც კიევიდან დნეპრამდე, პეიზაჟები მაინცდამაინც არ შეცვლილაამ მხრივ ჩვენსავით არ არიან განებივრებულები, საქართველოში ყოველ ხუთათ კილომეტრში ერთმანეთს რომ ცვლის ულამაზესი ხედები. თუმცა, ამის გარდა, მე სულ სხვა რამ მომხვდა თვალშიკიევი დნეპრის ტრასისგან განსხვავებით, სადაც მოსახლეობა მინდორში იყო გამოფენილი და გამალებული ხვნა თესვა მიდიოდადნეპრი ზაპოროჟიეს გზისპირა ხოდაბუნებაში და ველმინდვრებში გაცილებით მეტი სიცარიელე იყო. რაღაცნაირი გაუდაბურებული და უკაცური მომეჩვენა იქაურობა. თითქმის ორჯერ მეტი ბლოკპოსტი იდგა და გაცილებით მკაცრად, დაბეჯითებით და ყურადღებით გვამოწმებდნენ. ზაპოროჟიეს მისადგომებთან უკვე იგრძნობოდა წინა ხაზის, ანუ როგორც აქ ამბობენ – „ნულევოი ფრონტისსიახლოვე და მუხტიამის იქით ალყაშემორტყმული მარიუპოლი და აზოვსტალში ჩარჩენილიაზოვისბატალიონის ბიჭები იყვნენროგორც უკვე მოგახსენეთ, გუშინწინ, ანუ 17 მაისს, მათი ნაწილი, რომელთაგანაც უმეტესობა დაჭრილი და დასახიჩრებული იყო, თურქეთის შუამავლობით ჩაბარდა რუსეთს, ნაწილმა კი კატეგორიული უარი განაცხადა დანებებაზე და ახლაც, ამ წუთებშიც აგრძელებენ ბრძოლას

ზაპოროჟიეს შესასვლელთან და მდინარე დნეპრზე გადებულ ხიდებზე, ყველგან ბლოკპოსტები და საგუშაგოები დგას. ბეტონის ფილები, ქვიშის ტომრების ბარიკადები კამუფლირებული ბადეებირკინის ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციები, სიმართლე რომ გითხრათ არც ვიცი, რა ჰქვია, ასე ლითონის ვარსკვლავისებური მასიური ზღუდეები, რომ მტრის ჯავშანკოლონის მოძრაობას მაქსიმალურად შეუშალონ ხელიყოველ წამს გვაჩერებენ, გვამოწმებენთუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ, განთქმულგულიაი პოლეზეტარას ბულბას ძეგლთან სამახსოვრო ფოტოს გადაღება

ზაპოროჟიე ტიპური საბჭოთა პროვინციული ქალაქია, თავისი არქიტექტურით, „სტალნიკებითდახრუშჩოვკებით,“ ულამაზესი და უდიდესი დნეპრით, ფანტასტიური ჰავით და ქალაქგარეთ აგარაკებით და ეს წყეული ომი რომ არა, აქ შეგეძლო ისე დაგესვენა, ან გაგევლო ქალაქი, ვერც წარმოიდგენდი, რომ მსოფლიოს ერთერთი ყველაზე საშიში ადგილი გამხდარიყოყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა, ცნობილი ავტომობილისზაპოროჟეცისქარხანა იყო, თუმცა რაღა ცნობილი, ახალმა თაობამ, მგონი, აღარც იცის ამ საბჭოთა მანქანის არსებობა და ძალიანაც კარგი, თუმცა რა საბჭოთა, როგორცჟიგულიიტალიელებისფიატისდაგაზ“-ის ყველა მარკა გერმანელებს, კერძოდ კიოპელისფირმას, ასევე ზაპოროჟეციც ჩეხურშკოდასმოპარეს რუსებმა, რაც შეეძლოთ გააფუჭეს, ასე მიითვისეს და საბჭოთაავტოსტრაენიედაარქვესახლა კი თავისივე დაარსებულავტოზავოდსთავადვე ბომბავენ და ანადგურებენ, რაკი უკრაინაში აღმოჩნდათითქმის მთელიზაპოროჟეცისქარხანა, ქვიშის ტომრების ბარიკადებით არის დაფარულისაკმაოდ მძიმე საყურებელი იყო, ასე ქვიშის ტომრებს და ბლოკპოსტებს ამოფარებული ქარხანა და თავად ქალაქიც

დავხედეთ ვადიმას ობიექტებს თითქოს ადგილზე იდგნენ. მართალია, დაკეტილი, გაუქმებული და ჩაბნელებული, მაგრამ მთელი და დაუზიანებელი და ამ გახურებული ომის დროს ეგეც საქმე იყოვადიმა, გოდების კედელივით სასოებით უყურებდა თავის კაზინოს და კიდევ რაღაც შენობასრომელიც სამუდამო საიდუმლოდ დარჩა და უხმოდ დანანებით იქნევდა იმ ბომბორა და გაბანჯგვლულ თავს და დუმდა, რაც ასე იშვიათად ხდებოდა, მის და აწ უკვე ჩვენს საერთო ცხოვრებაშიც

სად იყო, რომელ ფილმში?.. „ვაინა ვაინოი, ა პოჟრატ ნიკტო ნი ატმენიალ…“ და ჩვენც სადილად დავსხედითერთერთი მიმტანი ქართველი აღმოჩნდა, აქ დაბადებული გაზრდილი, მაგრამ ქართულიც მშვენივრად იცოდა, მეგრულიც და სიხარულითაც გველაპარაკებოდა ქართულადაღმოჩნდა, რომ მშობლები აფხაზეთიდან იყვნენ და გოგამ მყისვე დააძრო ვადიმას კამერა და გადაღება დაიწყო. მით უმეტეს, რომ ჩვენ ახალი მეგობარი, გოგას დედულეთიდან აფხაზეთიდან იყოვადიმა ჩუმად იყო, უჩვეულოდ დუმდა, გამალებით ფიქრობდა რაღაცას. თითქოს გული ცუდს უგრძნობდა

საერთოდ უკრაინაში საკმაოდ სერიოზული და მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორაა. მათი უმრავლესობა, საქართველორუსეთის აფხაზეთის ომის შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად უკრაინაში და მთელი თაობა გაიზარდა ასე, უკრაინაში დაბადებული ქართველებისა, რომლებიც სრულიად სამართლიანად მიიჩნევენ უკრაინას თავიანთ სამშობლოდ და ახლაც, ამ ომში, არა მხოლოდ საქართველოდან სპეციალურად ჩასული ბიჭები, არამედ აქ დაბადებული უკრაინელი ქართველებიც საკმაოდ დიდი თავდადებით იბრძვიან

აქეთ მხარესაზოვზეარანაკლებ დაუმორჩილებელი, თავზეხელაღებული და მაგარი ბატალიონი იბრძვისაიდარი“, რომელსაც ვადიმა პატრონობს, ეხმარება აღჭურვილობით, მანქანით და ა.. ვადიმა გვპირდება, რომ შეგვახვედრებს მათ, მაგრამ ჩანს, რომ თავადაიდარსმაინცდამაინც არ ეხალისება ეს შეხვედრა და მესმის კიდევაც, ჩვენში რომ დარჩესმესამე თვეა ყოველდღიურად და ყოველწამიერად სიკვდილს უყურებენ თვალებში, ჩვენი ნერვები აქვთ?…

და აი, როგორც ჩანს, ტყუილად არ დუმდა ვადიმა, ტყუილად არ უგრძნობდა გული ცუდს. ზაპოროჟიედან თითქმის გასულები კარგად გავებითრომელიღაც რიგით ბლოკპოსტზე პატრულმა პასპორტები აღარ დაგვიბრუნა და მანქანის გვერდზე გადაყენება მოგვთხოვა

თავიდან ბუნებრივია, ვიფიქრეთ, რომ ჩვენში იყო პრობლემა, მაგრამ მაინცდამაინც არ ავღელვებულვართჯერ ერთი, 14 მაისს კიევში თითქმის მთელი საათის დაპატიმრების გამოცდილება გვიმაგრებდა ზურგს, მეორეც, ვადიმა იქ არ იყო?.. „პერედ კატორიმ ვსე გენერალი, სტანოვილის დენშჩიკამი…“.

თურმე სადა ვბანაობთჩვენ ცოტა ხანში დაგვიბრუნეს პასპორტები, უფრო სწორედ მე ორივესჩემი და გოგას პასპორტი, რომლებიც მე მედო გულის ჯიბეში, რომ გოგას ისევ არ დაეკარგა – „ვი სვაბოდნიეა ვი ბუდ ლასკა სლედუეტე ზა მნოიდა სტაცა ამ ჩვენს ვადიმას ხელი: „ტა ია ვას უმოლაიუ„ – არ გაიტეხა იხტიბარი ვადიმამ – „ვი დელაეტე მნე ნერვი…. ვ კაკომ ვი ზვანიი?“, „ია კაპრალ… “. „ტა პოზავიტე სტარშეგო, ნე პორტიტე მოიო ვასპიტანიე“, მაგრა დადგა ვადიმა… „ნიკაკოვა სტარშევა მნე ნე ნადა, შჩობ ზადაც პარუ ვაპროსოვ, შჩო ვი დელალი 2017 როკუ ვ ოკუპიროვანნომ დონეცკე, ი იაკ ვი პოპალი ვ ტომ ჟე როკუ ანექსიროვანნომ კრიმუ?.. ბუდ ლასკა ატვეჩაიტე ია ვას სლუხაუ…“.

აგე ხათაბალააი სად დაგვეჭოჭასად წავიდეთ ახლა, რა ვქნათ?… საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ გაკავებენ, გიჭერენ თუ უბრალოდ გამოწმებენ უკრაინაში, ეს ძალიან მკაცრად, საქმიანად და რაღაც ავისმომასწავებელი თავაზიანობით ხდება, არანაირი აგრესია, არავინ არ გეშარება ტყუილად, არავინ თავისი ძალაუფლებით ბოროტად არ სარგებლობს, არავინ არ ერთობა ამითთუ სუფთა ხარ, გულდასმით გადაგამოწმებენ დაბუდ ლასკა ჰეთ“… თუ რაიმემ დააეჭვათ კი დაღუპული ხარ. ვერაფერი და ვერავინ ვერ გიშველის, ვერანაირი ზარი ახლობელთან, ვერც ზელენსკი და ვერც მამაზეციერიასევებუდ ლასკათი…“ მიგაყენებენ კედელთან და აგერ ვადიმაც შეიპყრესპერედ კატორიმ ვსე გენერალი სტანოვიატსა დენშჩიკამი“. ეს ჩვენი მშვიდი და შეუვალი კაპრალი სრულიად კონკრეტულ კითხვებს უსვამს და პასუხს სთხოვსთან სრულიად თაზა გაპრიალებულიკალაშნიკოვი.. „АКС-У“ ჰკიდია თავისი 45-ტყვიიანი მჭიდითერთი გადატენვა უნდა და მისით ისვრის ოხერი – „დამიზნება არ სჭირია“…

ე ბიჭო, პან კაპრალ, ნუ დაგვღუპავ რას შობი, გამოუშვი შენი ლამაზი თვალების ჭირიმემეთქი ვთხოვე პან კაპრალს

თქვენ თავისუფლები ხართ და წადით სანამ გადამიფიქრებიაამასთან კი გასარკვევი გვაქვს რამდენიმე საკითხიხელი ამიქნია პან კაპრალმა

რას ამბობ, სად წავიდე ამ ტრიალ გულიაიპოლეში, ვის მივადგე

ეგ ჩემი პრობლემა არ არის, აგერ მანქანა, წადით და წაიყვანეთ, თუ პატრონმა გაგატანათ ეს კი აქ დარჩება, ვიდრე დამაჯერებლად არ გვიპასუხებს, რა უნდოდა ოკუპირებულ დონეცკში და საიდან გაჩნდა ანექსირებული ყირიმში?…

ღმერთმა ნუ იცის ამის თავი და ტანი, პან კაპრალო, გამოუშვი და აღარ იზამს მეტსამასობაში სიბრაზისგან და ნერვიულობისგან აჭარხლებული ვადიმა, გამწარებული იქექებოდა ქაღალდებში და მაინცდამაინც იმ საბუთს ვერ პოულობდა, სადაც მისი დონეცკის მისამართი და, .. „პრაპისკა იყო“ – აღარ იზამს და მეც პირადად, ბოზი ვიყო, ფეხს არ ჩავდგამ იმ თქვენს ყირიმში, ვიდრე დედა უკრაინას არ დაუბრუნდება და მერეც არ ჩამოვალ ოღონდ ახლა გაგვიშვი

ბერვს ნუ აჩმახებ ახლა, თქვენ გაშვებულიცა ხართ და თავისუფლებიც და დაიკარგეთ აქედან, ეს კი ჩვენთან დარჩება, ვიდრე ყველაფერს არ გავარკვევთ

სად დავიკარგო, კაცო, ისედაც დაკარგულები არა ვართ, სადღაც ზაპოროჟიესა და მარიუპოლს შორის გაჩხერილებითან არც აკრედიტაცია გვაქვს და კიდევ წარსულის გადმონაშთები ვართ ბატონოჩვენ გვიშვებ და საკუთარ ვადიმ გეფტერს იჭერ – „აიდარსაფინანსებს, ეხმარება, მანქანებს ატანსთუ არადა, როდის იყო ქართველები ებრაელებს გასაჭირში ვტოვებდით თანაც საკუთარ მასპინძელსან ეს რა თვისება გაქვთ ამ ზაპოროჟიელ კაზაკებს ბატონო, ტარას ბულბადან მოყოლებული, „ტატრავასეომებით (თურქებს) „შლიხტიჩებს“ (პოლონელებს) თუმოსკალებსდაკაცაპებს“ (რუსებს) აუცილებლად დესერტად ამ ებრაელებსშლომას, შამუელს ან ვადიმას უნდა სტაცოთ ხელი და აწვალოთ – „შტო ზა ანტისემიტიზმ 21 პერვომ ვეკუ, პარდომ ვ როკუმეთქი…“.

ამასობაში ვადიმამ დონეცკის საბუთები და კიდევ რაღაც ქსივები დააძრო. პან კაპრალმა ფეხი არ მოიცვალოთო დაგვიბარა და საგუშაგოში შევიდა

ვოტ მუდაკ ია ვამ პრიზნაიუისდიბილ!.. წაისისინა გაცოფებულმა და გვარიანად დაფეთებულმა ვადიმამერთი სული მქონდა გამეხსენებინა: – „ჰაა, აბა როგორ იყო ბალადას რომ მოგვიყევი გენერლებზე და დენშჩიკებზე და ახლა ვიღაც კაპრალზე ვარ გადაფარებული რომ არ წაგიყვანოს და რავი რა არ დაგმართოსმეთქიმარა ჭყონიას მუჯლუგუნებისა შემეშინდა და მხოლოდ კაი ჩათლახურად გავუღიმე

მოკლედ ერთი საათი მაინც გვაყურყუტეს, გადარეკესგადმორეკეს, ერთი ზარი ვადიმასაც მისცეს და, როგორც იქნა, გამოგვყარეს იქიდანჩვენც ეგრევე მოვცოცხეთ უკან ზაპოროჟიედან უკვე მშობლიური დნეპრისკენკაზინო და რაღაც გასაიდუმლოებული შენობა არ ვიცი და დნეპრიგან განსხვავებით ზაპოროჟიელ კაზაკებში ვადიმას ბლატები და გავლენები აშკარად არ ჭრიდა

მთელი გზა ჩუმად ვიყავით. ვადიმა დაბოღილი და გაბუსუნებული მიაფრიალებდა თავისსუბარუსჯიპს და ხმას არ იღებდაგზად დაბომბილი სოფლები გამოვიარეთმინდვრებში და გზებზე დამწვარი და აფეთქებული სამხედრო ტექნიკა გვხვდებოდა

ვოტ ტე კრემატორი, ვ კატორომ რუსკიე ჟგლი სვაიხ სოლდატროგორც იქნა ამოიღო ხმა ვადიმამ და ორ უცნაურბეტონომეშალკასავითსატვირთო მანქანებზე მიგვითითა.

ვადიმ მართლა ეგრე წვავენ თავის დაღუპულ ჯარისკაცებს ტო?.. ეგ ლეგენდა მეგონა ანტიპიარის პონტშითმები ყალყზე დამიდგა მეთან საკუთარი თვალით რომ ვხედავდი

ტა ია ტე უმოლიაუ ბექა, უ ეტიხ კაცაპოვ დაჟე ტაკაია პასლოვიცა იესტ: ტაკ უმერ მაქსიმნუ ი ხუი ს ნიმ….