ბოლო 24 საათის განმავლობაში 25 933 აცრა ჩატარდა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 25 933 აცრა ჩატარდა, რაც ქვეყანაში დღიურად ჩატარებული აცრების რეკორდული მაჩვენებელია.

სულ ჩატარებულია 715 919 აცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია 4 დასახელების ვაქცინა: Oxford/AstraZeneca (ასტრაზენეკა) Pfizer-BioNTech (პფაიზერი) Sinovac. CoronaVac -Vero Cell, Inactivated (სინოვაკი) Sinopharm SARS-CoV-2 Vaccine (Vero Cell) (სინოფარმი)

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3