ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 1 455 პირი დაჯარიმდა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 736 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ  21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის 82 მოქალაქე დააჯარიმა.

ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 1 455 პირი დაჯარიმდა, გამოვლინდა პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 199 ფაქტიც.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის მიხედვით – 40 ლარით დაჯარიმებას.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.