ბორჯომში 5-სართულიანი შენობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

პუბლიკა

ბორჯომში 5-სართულიანი შენობიდან 35 წლის კაცი გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, გარდაცვლილი შპს „ბესთ ბილდ გრუპში“ იყო დასაქმებული, რომელიც ბორჯომში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.