ცესკოსთან ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება - „მე ვიბრძვი ჩემი ხმისთვის"

პუბლიკა

ცესკოსთან, სადაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლით აციის დარბევა დაიწყო, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება.

„წყლის ჭავლი არ უნდა გამოეყენებინათ. იმედია, მალე მოვლენ ოპოზიციის ლიდერები და რაიმე პროვოკაცია არ მოხდება“, – ამბობს ის.

ის ამბობს, რომ იბრძვის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, იბრძვის თავისი ხმისთვის.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. „მთავარი არხის“ ეთერში ჩანს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მობილიზებულია სპეცრაზმი. ეთერში ჩანს, რომ წყლის ჭავლს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ღობესთან მისული მონაწილეების დასაშლელად იყენებენ.

ყოფილი სახალხო დამცველი, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში ცესკოსთან წყლის ჭავლის გამოყენებას ეხმაურება.

„წყლის ჭავლის გამოყენებას თავისი წესი აქვს! ეს არის დანაშაული, რაც ახლა ხდება ცესკოსთან! ეს არის უკვე ძალის გადამეტება.

არსებობს ამასთან დაკავშირებით გაეროს მიერ მიღებული წესები. წყლის ჭავლის გამოყენება შესაძლებელია მასობრივი არეულობისას, ისეთ დროს, როცა საფრთხე ექმნება მოქალაქეთა ჯანმრთელობას ან ქონების განადგურებას“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.