ჩალაძე: ამ წუთებში სააკაშვილი გადაჰყავთ რეანიმაციაში

პუბლიკა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში რეანიმაციაში გადაჰყავთ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ამ წუთებში პრეზიდენტი სააკაშვილი გადაჰყავთ რეანიმაციაში. ამ წუთას ჩამოვედი პირად ექიმთან საუბრის შემდეგ, ბატონი ზურაბიც საქმის კურსშია. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო, კრიტიკულ ზღვარზე. სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გასატარებლად საჭიროა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ წუთებში, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, მზადდება რეანიმაციული პალატა და ღონისძიებები, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე შენარჩუნდეს”, – თქვა მან.

კლინიკა „ვივამედის“ წარმომადგენელს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ ის კლინიკიდან  არ გაჰყავთ, არამედ ამავე კლინიკაშ ამზადებენ რეანიმაციისთვის.

განახლება: მოგვიანებით კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ მედიასთან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ არის სიმართლე. მან თქვა, რომ ის „ჯერ არსად არ გადაუყვანიათ“.