ჩეჩენი ბლოგერი აბდურაჰმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიცია იცავს -„კავკაზ რეალი"

პუბლიკა

ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი  ტუმსო აბდურაჰმანოვი ცოცხალია და მას შვედეთის პოლიცია იცავს, ამის შესახებ ინფორმაცია „კავკაზ რეალს“ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის პრესსამსახურმა მიაწოდა.

“იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობა ფლობს, თუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის დაცვის ქვეშაა”, – განუცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა გამოცემას. იგი “ინფორმაციის საკუთარ წყაროებს” დაეყრდნო და ვერ დააკონკრეტა, თუ რა მიზეზების გამო იცავს აბდურაჰმანოვის პოლიცია.

5 დეკემბერს ტუმსო აბდურაჰმანოვის მკვლელობაზე ინფორმაცია გავრცელდა. შვედეთის პოლიციამ უკომენტაროდ დატოვა აბდურაჰმანოვის შესაძლო მკვლელობაზე გავრცელებული ინფორმაცია.

ტუმსო აბურაჰმანოვი ცნობილი ბლოგერი იყო და ხშირად აკრიტიკებდა კადიროვის ხელისუფლებას. კადიროვთან დაპირისპირების შემდეგ მან ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა და ევროპაში გადავიდა. ტუმსო აბდურაჰმანოვის მკვლელობა 2020 წელსაც სცადეს. მაშინ მასთან ღამით სახლში ერთი პირი შეიჭრა, მაგრამ ტუმსომ თავდამსხმელის განიარაღება შეძლო.