ჭეშმარიტად განათლებული თაობა რომ გვყავდეს, აუცილებელია, ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვოს - ჩხენკელი

პუბლიკა

„ადგილობრივი თვითმმართველობის როლი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში არის უაღრესად დიდი და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია განათლების სისტემის განვითარებისთვის. შესაბამისად, ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისათვის აუცილებელია, ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვოს. ჩვენი გუნდი აუცილებლად დამაჯერებლად გაიმარჯვებს”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას ჩხენკელმა ისაუბრა განათლების ხარისხზე ზრუნვაზე, ახალი სკოლების მშენებლობაზე, პროფესიული განათლების განვითარებაზე და ა.შ.

მინისტრის კომენტარის წერილობით ვერსიას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.