ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით - დავით ზალკალიანი

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

„ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით”, – წერს ის Twitter-ის პირად გვერდზე.


დღეს თბილისში უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე, აქტივისტები, პოლიტიკოსები და სხვა მოქალაქეები შეიკრიბნენ. საქართველოს მოქალაქეების გარდა, აქციაში მონაწილეობდნენ ასევე უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები.