ციციშვილის კლინიკაში 15 წლის მოზარდი კორონავირუსით გარდაიცვალა

პუბლიკა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში 15 წლის მოზარდი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სამწუხაროდ, გუშინ დაფიქსირდა ერთი გარდაცვალების ფაქტი, 15 წლის მოზარდის. პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები, როგორიც არის ჰიდროცეფალია, ჰემიპარეზი, სეფსისი. შემოყვანილი იყო თბილისიდან, მოვიდა სასწრაფოს მეშვეობით. შემოსვლისთანავე მოთავსდა პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში შესაბამისი სიმძიმის შეფასების შემდგომ“, –  განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 61 ადამიანი.