ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ის ციციშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ჩვილს კორონავირუსის „ალფა” (ბრიტანული) შტამი ჰქონდა დადასტურებული.

კლინიკაში რჩება კიდევ ორი ინფიცირებული ჩვილი. მათი მდგომარეობაც მძიმეა.

„სამწუხაროდ კლინკიკაში პაციენტი 2 კვირაზე მეტი ხანს მკურნალობდა, იყო ერთ თვემდე ასაკის. ინფიცირებული იყო ალფა ბრიტანული შტამით, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჩართული არა მხოლოდ ჩვენი კლინიკის, არამედ მთლიანად ქვეყნის სამედიცინო ბორდი, მაინც ვერ მოხერხდა პაციენტის გადარჩენა.

კლინიკაში პაციენტი შემოვიდა 5 დღის ასაკში, მალევე მოხდა სუნთქვის უკმარისობის კლინიკის ჩამოყალიბება, მოხდა გადაყვანა მართვით სუნთქვაზე, საკმაოდ ხისტი პარამეტრეთბით, ძნელად ემორჩილებოდა მკუნალობას და საბოლოო ჯამში მოხდა ის, რაც მოხდა. 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში.

დანარჩენი 2 პაციენტის მდგომარეობაც არის უკიდურესად მძიმე, მაქსიმალურს ვცდილობთ, რომ დავდოთ დადებითი შედეგი, თუმცა აქაც საკამოდ მძიმე მდგომარეობა არის და რაიმე კონკრეტული პროგნოზების გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელია. ერთ-ერთთან არის ინდური შტამი, მეორესთან ბრიტანული შტამი“, – აცხადებს კლინიკის წარმომადგენელი.