Covid-19 | ქუთაისში 54 წლის ექთანი გარდაიცვალა

პუბლიკა

ქუთაისში ჩხობაძის სახელობის სამედიცინო ცენტრის ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა.

კლინიკის დირექტორის, გოგიტა ბაბუნაშვილის ინფორმაციით, 54 წლის ქალი ორი კვირის წინ დაინფიცირდა.  მისი ინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა არ გამორიცხავს, პაციენტისგან ინფიცირებას.

ექთანს თანმხლები დაავადება, დიაბეტი ჰქონდა. 54 წლის პაციენტი გუშინ გარდაიცვალა.