COVID-19 ვაქცინაციის მსურველთათვის წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

პუბლიკა

COVID-19 ვაქცინაციის მსურველთათვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი უკვე ამოქმედდა.

„წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სწრაფად და დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, – წერია რეგისტრაციის გვერდზე.

რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შეუძლიათ, მაქსიმუმ 3 ვაქცინის მწარმოებელი შეარჩიონ.

ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 3 179 ადამიანი. მათი რაოდენობა ყოველ წამს იზრდება.

ამჟამინდელი მონაცემებით, ყველაზე მეტმა – 3 052-მა „ფაიზერის“ ვაქცინა აირჩია, 1 683-მა – „მოდერნა“, 780-მა კი – „ასტრაზენეკა“.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.