დააკავეს 19 წლის კაცი, რომელმაც პოლიციის ცნობით, დედა დაჭრა

პუბლიკა

რუსთავში, 19 წლის შვილმა დედა დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, “ახალგაზრდა ქალს ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული და აღენიშნებოდა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანება. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, პაციენტი ამ დროისთვის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია. მისი მდგომარეობა სტაბილურია”.

შინაგან საქმეთა სმაინიტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი უკვე დაკავებულია.