დაავადებულთა შორის ჯანდაცის მომსახურების მიმწოდებლები შეადგენენ 7,8%-ს – ზახაშვილი

პუბლიკა

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კოვიდინფექციით დაავადებულთა შორის ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლები შეადგენენ 7,8%-ს.

„დღეისთვის დაავადებულთა შორის საქართველოში ჯანდაცის მომსახურების მიმწოდებლები შეადგენენ 7,8%-ს. ეს ბევრად უფრო დაბალია ვიდრე სხვა ქვეყნებში არის აღრიცხული, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენთან ჯერ დაავადებულთა ძალიან დიდი რაოდენობა არ არის აღრიცხული და შეიძლება მომავალში მოიმატოს ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელთა შორის შემთხვევათა რაოდენობამ, მოიმატებს კიდეც.

თუმცა ექიმები და სამედიცინო საზოგადოება, ზოგადად, ამ ქვეყნის ნაწილია. ჩვენი პოპულაციის ნაწილია და ისინიც, რა თქმა აუნდა, ავადდებიან როგორც მომსახურების მიწოდებისას, ასევე – ჩვეულებრივად, როგორც სხვა დანარჩენი ადამიანები. მაშინ, როდესაც დაავადების გავრცელების ეს მასშტაბები გვაქვს ქვეყანაში, ისინი ავადდებიან ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობისას და ამაშიც უჩვეულო არაფერია“, – აცხადებს ზახაშვილი.