დაქირავებით დასაქმებულები 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

პუბლიკა

ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში გიორგი გახარია მიზნობრივი დახმარების პროგრამის შესახებ პრეზენტაციას მართავს. მისი თქმით, 6 თვის განმავლობაში დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასოში, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ დახმარებას 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში, რაც თვეში 200 ლარი გამოდის.

გახარიას თქმით, ამ დახმარების სარგებლობას შეძლებს დაახლოებით 350 000 მოქალაქე, პროექტის ბიუჯეტი კი 460 მილიონია.

ყველა შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას – 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავალო გადასახადისგან.

1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.

ამ პროექტის ბიუჯეტი იქნება 250 მილიონი.

არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები შემოსავლების დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში ერთჯერადი დახმარების სახით მიიღებენ 300 ლარს. პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 75 მილიონია.