დასწრებული სწავლისთვის სკოლის პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი, დადებითობის მაჩვენებელი კი 4%-მდე - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას ვერ გასცემს სკოლების გახსნაზე. მისი თქმით, დისტანციური სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მიიღებს.

„ამ დღეებში რამოდენიმეჯერ ვთქვით, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლებაზე. რა თქმა უნდა, დაუსწრებელი, დისტანციური სწავლება დაიწყება იმის მიხედვით, როგორც გადაწყვეტს ამას განათლების სამინისტრო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.