დეგნანი მოლაპარაკებაზე: მჯერა, რომ დროულად შეთანხმებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს მიიღებენ

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ მას სჯერა, საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროა დროულად შეთანხმებისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან ეს პოლიტიკური კრიზისი. ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ კრიზისის სწრაფად და რაც შეიძლება მალე გადაჭრას ელოდება, რომ პარლამენტის არჩეულმა წევრებმა დაიწყონ მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ ქვეყანას აქვს – კოვიდი, ეკონომიკა, ცვალებადი რეგიონული დინამიკა.

ამ გამოწვევებზე პასუხი მოითხოვს მთავრობისა და მთელი პარლამენტის მუშაობას საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

პარტიები აგრძელებენ ერთმანეთთან მოლაპარაკებას. გვინდა, რომ ეს იყოს  შესაძლებელი ფასილიტაციით და დიალოგის გაგრძელებით. გვჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს მათი ქვეყნისთვის სასწორზე. მჯერა, რომ ისინი რთულ კომპრომისებზე წავლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საჭიროა სწრაფად შეთანხმებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.