დღეს ვირუსის გავრცელებიდან ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

პუბლიკა

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

10 აგვისტოს სტატისტიკით, გამოვლინდა ვირუსის 5697 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 54 ადამიანი.

სპეციალისტების განმარტებით, სამშაბათობით ე.წ. დაგროვების ეფექტიც მოქმედებს, რადგან შაბათ-კვირას ტესტირებაზე მიმართვიანობა ტრადიციულად იკლებს-ხოლმე.

დღემდე ვირუსის დადასტურების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი 2020 წლის 5 დეკემბერს დაფიქსირდა – 5 450 შემთხვევა.

გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2020 წლის 19 დეკემბერს ფიქსირდებოდა – 53 გარდაცვლილი დღეში.