„დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია (ზვიად გამსახურდიასთან) - სააკაშვილი

პუბლიკა

„90-იანი წლების შემდეგ მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში, დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას. და ძალიან გავიცდიდი აი ამ, მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს”. – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „მთავარის” მიერ გაგზავნილი კითხვის საპასუხოდ.

„ჩემ ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი. ჩამოვედი იმიტომ, რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო. მიმაჩნია რომ ეს მართლაც ჩვენი ისტორიის კრიტიკული წერტილია”. – თქვა მან.

მისი თქმით, თუ ქართველი ხალხი აქტიური იქნება, მოსკოვი ვერ დაადებს ვეტოს მის გათავისუფლებას.